სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/bur.jpg
24/10/2023 18:00

,,დინამო თბილისის წარმომადგენლებმა ხარაგაულელ პატარა ფეხბურთელებს საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიასა და საფეხბურთო კლუბ ,,დინამოს" აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრში ბავშვთა ფეხბურთის საწვრთნელი, სავარჯიშო პროცესების პროფესიონალურ დონეზე წარმართვას ითვალისწინებს. დღეს ხარაგაულის სტადიონზე თბილისის ,,დინამო" -ს აკადემიის მიერ ორგანიზებული საწვრთნელი შეკრება გაიმართა, სადაც მონაწილეობა 2013 წელს დაბადებულმა სპორტსმენებმა (მწვრთნელი: გოჩა გელაშვილი) მიიღეს. საწვრთნელ შეკრებას თბილისის ,,დინამოს" საფეხბურთო სკოლის რეგიონული კოორდინატორი, პაატა გოცირიძე ესწრებოდა, რომელმაც სასწავლო პროცესის მონიტორინგი განახორციელა და სპორტსმენებს საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა. მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა მადლობა გადაუხადა თბილისის ,,დინამოს" საფეხბურთო კლუბს და პატარა ფეხბურთელებს წარმატებები უსურვა. პროექტის მხარდამჭერია ონლაინ მაღაზია  https://isurve.ge/
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/dffgn_8.png
24/10/2023 10:45

25 ოქტომბერს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან მიღებული ინფორმაციით, 25 ოქტომბერს რიგგარეშე ბიუროს სხდომა გაიმართება,  სხდომაზე იმ საკითხის გარშემო იმსჯელებენ , რომელსაც საკრებულოს წევრები 27 ოქტომბერს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე  განიხილავენ. ეს საკითხია: 4. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვლადიმერ გელაშვილი
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/379463562_268950855962448_6238639082825829734_n.jpg
19/10/2023 15:53

ხარაგაულის მერი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მიწვევით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) პროექტის - ,,კარგი ფინანსური მმართველობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“  ფარგლებში გერმანიაში ოფიციალური  ვიზიტით იმყოფება. საქართველოს დელეგაციის ვიზიტი გერმანიაში,  გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს დაკვეთით ხორციელდება. შეხვედრები გერმანიაში სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან თემაზე ,,სამართლებრივი და ფინანსური ზედამხედველობა“ ქალაქ მაინცში, ვისბადენში, მაინცში, დარმშტატში, ალცაი-ვორმსში, ჰესენსა  და ნიდერ-ოლმში იმართება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში  მოხსენებები გაიმართება შემდეგ თემებზე: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მმართველობის სისტემა ადგილობრივი თვითმმართველობის აქცენტებით; მუნიციპალური ბიუჯეტის მართვა და ფინანსური ზედამხედველობა; მუნიციპალური და ფინანსური ზედამხედველობა ალცაი-ვორმსის რაიონში; ნიდერ-ოლმის მუნიციპალიტეტი - სტრუქტურა, ამოცანები, ფინანსები; დარმშტატის საოლქო საბჭო/სამთავრობო პრეზიდიუმი, მისი ფუნქციები და მუნიციპალური ზედამხედველობა; ჰესენის აუდიტის სამსახური: სტრუქტურა და ამოცანები; თვითმმართველი ერთეულების ზელოკალური აუდიტი; მუნიციპალური ფინანსებისა და ბიუჯეტის სისტემა; ადგილობრივი ფინანსური ზედამხედველობა - ძირითადი პრინციპები და აქტუალური ტენდეციები; სამუშაო ვიზიტის ფარგლებში  მუნიციპალური ბიუჯეტის მართვასა და ფინანსური ზედამხედველობის თემებზე გერმანული მხარის გამოცდილების და წარმატებული პრაქტიკების გაზიარება მოხდება. ვიზიტი 22 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება.      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/USA.jpg
19/10/2023 14:01

15-16 ოქტომბერს ბორის სკოლა პანსიონს ამერიკელი მეგობრები სტუმრობდნენ

15-16 ოქტომბერს ბორის სკოლა პანსიონს ამერიკელი მეგობრები სტუმრობდნენ ამერიკელი მოხალისეები ამერიკიდან, ატლანტა -  ჯორჯიის შტატიდან, სკოლასთან 1993 წლიდან მეგობრობენ. ყოველწლიურად ამერიკელ მოხალისეთა ჯგუფს ბორის სკოლა პანსიონის მოსწავლეები და პედაგოგები მოუთმენლად ელიან. ამჯერად ამერიკელი მეგობრები ბორის სკოლას ორი დღით ესტუმრნენ და მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად საინტერესო აქტივობებით დატვირთული დღეები გაატარეს. ამერიკული მხარის დახმარებით სკოლაში ერთჯერადად  126 ბავშვი , ხოლო ოთხჯერადად 9 ბავშვი იკვებება. სკოლის ყველა მოსწავლეს ურიგდება საზამთროდ ქურთუკები და ბათინკები, ასევე ამერიკული მხარე სკოლას სამეურნეო და საკანცელარიო საშუალებებით, სამედიცინო ოთახისთვის საჭირო მედიკამენტებითა და რესურსით უზრუნველყოფს. ,,ახლა შეგვიძინეს სასადილოსათვის საჭირო ინვენტარი, ელექტრო გაყვანილობისათვის  საჭირო რესურსები, კარების საკეტები. მათი მხარდაჭრით ფინანსდება სახელობო წრეები: ჭრა კერვა, სტილისტი, კომპიუტერების და მანიკურის წრე, ასევე სპორტის მასწავლებელს გადასცეს კალათბურთის და ფეხბურთის ბურთები, გადმოგვცეს საბნები, რომელიც სკოლის ყველა მოსწავლეს დაურიგდება. უფინანსებს სკოლაში არსებულ ,, სმარტ კლუბს“  პროექტებს“- გვიამბობს ბორის სკოლა - პანსიონის დირექტორი, მაია გაგოშიძე. მინდა მადლობა გადავუხადონ ჩვენს ამერიკელ მეგობრებს და მათ წარმომადგენლებს საქართველოში ქალბატონ თამუნა გრიგოლიას და ვასო ნატროშვილს. მათ ათასობით კილომეტრი გამოიარეს რათა ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის ორი ლამაზი და ნაყოფიერი დღე ეჩუქებინათ. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავიხადო ხარაგაულის მერიას, საკრებულოს და საგანმანათლებლო რესურსცენტრს  ჩვენი გვერდით დგომისთვის.რომ არა ჩვენი ამერიკელი მეგობრების და ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომა ბორის საჯარო სკოლა - პანსიონს არსებობა გაუჭირდებოდა.“ ამერიკელების ვიზიტი სკოლაში , ტრადიციულად დასკვნითი ღონისძიებით დასრულდა. ღონისძიებას ხარაგაულის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მოსწავლეები, პედაგოგები, და მშობლები ესწრებოდნენ. გაიმართა კონკურსი ,,ნიჭიერი“ , სადაც ბორის სკოლა-პანსიონის სახელოვნებო და სპორტულმა წრის მოსწავლეებმა სხვადასხვა ნომრები წარმოადგინეს, ხალახურ საკრავებთანნ ერთად სიმღერა შეასრულა ნინო და გიორგი მუმლაძეებმა. ამერიკელი სტუმრის პორტრეტი დახატა მერვეკლასელმა მარიამ მაისურაძემ. კონკურსგარეშე მუსიკალური ნომრები შეასრულეს, ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებულმა გოგონათა გუნდმა და პატარა თაკო  ბერაძემ. კონკურსის დასასრულს ამერიკელი სტუმრებისაგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები გამოავლინა. პირველი ადგილი ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებული ხალხური სიმღერების გუნდს ,,რეზო და ბავშვები“ ხვდა წილად. მეორე ადგილი ქორეოგრაფიული ანსამბლის ,,ქარგა“ ქორეოგრაფიულ ნომერს. მესამე ადგილი კი ბორის სკოლა -პანსიონის ბაზაზე, ხარაგაულის სპორტისა და ტურიზმის ცენტრთან არსებული ტაიკვანდოს წრის ბავშვებს. გამარჯვებულები თასებით და სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ. გარი შინბერგი , მოხალისეთა გუნდის წევრი: ,,1993 წლიდან რეგულარულად ჩამოვდივართ  ბორის სკოლა პანსიონში. ჩვენი მთავარი მიზანია ბავშვების კეთილდღეობა, ჩვენი სურვილია დავეხმაროთ მათ გახდნენ ქვეყნის წარმატებული მოქალაქეები. წლების მანძილზე უმჯობესდება სკოლის ინფრასტრუქტურა, ბავშვების სასწავლო გარემო, მოსწავლეების განვითარების და განათლების დონე, ჩვენი ყურადღების ქვეშაა მათი ჯანმრთელობა. კარგად თანამშრომლობს ჩვენთან სკოლის მმართველობა, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები ჩვენს საგანმანათლებლო პროცესებში. ჩვენ ასევე ვეხმარებით ვარძიის საჯარო სკოლას, სადაც ჩვენი დამხარებით ბავშვებს დღის განმავლობაში ერთჯერადი კვება აქვთ. ჩვენ მათ ასევე ვამარაგებთ ფეხსაცმელებით, ქურთუკებით,  ვეხმარებით სპეციალური საჭირობების ბავშვებს.  ჩვენ ვხედავთ პროგრესს ბავშვებში. ეს ჩვენთვის დიდი სიხარულია.“ ,,ამერიკელების სტუმრობა ჩვენს სკოლაში დღესასწაულს ჰგავს“- თავის შთაბეჭდილებების გაზიარებას ამ სიტყვებით იწყებს მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ ბერაძე, სამწუხაროდ არ აქვთ ბავშვებს იმის ფუფუნება და შესაძლებლობა , წავიდნენ საზღვარგარეთ და სხვა კულტურულ გარემოში მოხვდნენ, როდესაც ამერიკელები ჩვენთან ჩამოდიან ეს ჩვენთვის რაღაც ახალი და საინტერესოა. სიამაყით გვავსებს ის ,  როდესაც შემაჯამებელ ღონისძიებაზე მათ წინაშე გამოვდივართ და ჩვენ კულტურას წარმოვადგენთ, რაც ყველაზე მთავარია გვჯერა,  რომ ჩვენ  ჩვენი  საქართველოს, თემის , სკოლის , საზოგადოების ელჩები ვართ. მოცინარი, მოკაშკაშე თვალებით  გვიყურებენ , როდესაც სხვადასხვა ნომრებს და პერფორმანსებს ვთავაზობთ, ან როდესაც ჩვენ წარმატებებს ვუზიარებთ, მათ სახეებზე ასახული კმაყოფილება თავდაჯერებულობით და მოტივაციით გვავსებს. ჩემთვის ამერიკელების ჩამოსვლა ყოველთვის იყო დღესასწაული. მათთან ურთიერთობით არა მხოლოდ ინგლისურად საუბრის, არამედ გუნდურად მუშაობის უნარები განვავითარე. იმ აქტივობებით, რასაც ჩვენი ამერიკელი მეგობრები გვთავაზობენ გუნდურად მუშაობას, ორგანიზებულობას ვსწავლობთ, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. სკოლას აქვს ასევე არაჩვეულებრივი კლუბი ,,სმარტ კლუბი“, რომელიც 12 წელია რაც არსებობს და შეიძლება ითქვას , რომ სათემო კლუბია. ამ კლუბის წევრობამ ძალიან განავითარა ჩემი უნარები. ჩვენ კლუბს ფინანსურ მხარდაჭრას ამერიკელები უწევენ და რომ არა მათი კეთილი ნება , ალბათ ბევრი რამის გაკეთებას ვერ შევძლებდით. ამერიკელები ჩვენი სკოლისთვის მოკაშკაშე ვარსკვავივებივით არიან, რომელიც ჩვენ მუნიციპალიტეტს ნამდვილად ანათებს. მათთან გატარებულმა დღეებმა ჩვენს ცნობიერებაში ბევრი რამ დადებითისკენ შეცვალა. ის დამოკიდებულება და სითბო, რასაც ერთმანეთს ვუზიარებთ მარწმუნებს კიდევ ერთხელ , რომ სამომავლოდ დასავლური გზით უნდა ვიაროთ.“ თამარ გრიგოლია, ქუთაისის მოზარდთა სახლის ახალგაზრდობის დამხარებისა და განვითარების პროგრამის დირექტორი: ,,2 დღიანი ვიზიტი გვქონდა ბორის სკოლა პანსიონში. ჩვენ სახალისო საქმიანობით დატვირთული ორი დღე გავატარეთ ბავშვებთან. ჩვენ გავაფართოეთ არეალი და ახლა უკვე ბორის სკოლა - პანსიონთან ერთად ვარძიის სკოლასაც მოვიცავთ. შეხვედრა გვქონდა პედკოლექტივთან და ხელმძღვანელობასთან, განვიხილეთ მომავლის გეგმები. ჩვენ ვხედავთ პროგრესს სკოლაში და ბავშვებში, სწორედ ამიტომ ჩვენი ამერიკელი მეგობები ყოველ წელს საოცრად კმაყოფლები ბრუნდებიან საქართველოდან.“   ამერიკელი მოხალისეები  ბორის სკოლა-პანსიონს 2024 წლის ოქტომბერში კვლავ ესტუმრებიან.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/dffgn_7.png
19/10/2023 11:22

6 ნოემბერს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება

სხდომაზე საკრებულოს წევრები დღის წესრიგით გათვალსიწინებულ 5 საკითხს განიხილავენ. სხდომას საკრებულოს თავმჯდმარე , მანანა ბარბაქაძე წარუძღვება.   დღის წესრიგი           ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა.(ა) ი. პირის „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების"- ხელმძღვანელის ანგარიში სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ                                                                                                                          მომხს: ოთარი ბანცაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში                                                                                                                     მომხს: ინგა ლურსმანაშვილი 3 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო  - საბიუჯეტო  სამსახურის  ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ                                                                                             მომხს: ვლადიმერ გელაშვილი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის ბიუჯეტის  დამტკიცების  შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე                                                                                             მომხს: ვლადიმერ გელაშვილი 5.საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული  საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2024 წელს დასაფინანსებელი საპროექტო წინადადების მოწონების  შესახებ                                                                                                              მომხს: პეტრე შარიქაძე    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/d85fa1d7abcfec04d6e2487d36ca62b6_1.jpg
18/10/2023 14:16

საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა, საჯარო მოხელეების პროფესიული განვითარებისთვის

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი ყოველწლიურად ახორციელებს საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას, რომლის მიზანია საჯარო/საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა პროფესიული განვითარება. საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა გულისხმობს სწავლების დაფინანსებას საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებისთვის. მიმდინარე წელს აღნიშნულ პროგრამაზე კონკურსი მეორედ ცხადდება. საზღვარგარეთ სწავლის მსურველთა განცხადებების მიღება ,,განათლების საერთაშორისო ცენტრში“  2023 წლის 10 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამის განხორცილების ვადაა 2024 წლის 1 სექტემბრამდე. კონკურსი სამ ეტაპიანია, რომელიც მოიცავს დოკუმენტების ადმინისტრაციულ გადახედვას, განაცხადების შინაარსობლივ შეფასებასა და კომისიასთან აპლიკანტის გასაუბრებას. ვიზიტის ხანგრძლივობა განსაზღვრულია არანაკლებ 5 დღის და არაუმეტეს 3 თვის პერიოდით. პროგრამის მიზანია, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს მიეცეთ საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა. საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ საჯარო სამსახურში დასაქმებული პირი შეძლებს უფრო ეფექტიან საქმიანობას. პროგრამის ამოცანაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის საჭირო მაღალკვალიფიციური და კომპეტენტური კადრების მომზადება. საკონკურსო პირობების და პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ოფიციალურ ვებ გვერდზე iec.gov.ge. სასტიპენდიო პროგრამის შესახებ სრული ინფრომაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ლინკზე   "სასტიპენდიო პროგრამა გულისხმობს უცხოეთში სწავლის დაფინანსებას, რისთვისაც საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება, ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება სამაგისტრო პროგრამით დაინტერესებული პირთათვის, ხოლო ორი წლის სამუშაო სტაჟი სადოქტორო პროგრამით დაინტერესებულთათვის. ასევე, სარეკომენდაციო და სამოტივაციო წერილები. რაც შეეხება დაფინანსებას, ის გაიცემა როგორც სრულიად, ასევე, ნაწილობრივ და მოიცავს, როგორც სწავლის საფასურს, ასევე საცხოვრებელ ხარჯებს," - ამბობს პროგრამის კოორდინატორი, ნინო სულავა.   სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი სპეციალობები: მენეჯმენტი, საჯარო მმართველობა, არქიტექტურა, სამართალი, ინჟინერია, ჰუმანიტარული, სოციალური, საბუნებისმეტყველო და აგრარული მეცნიერებანი.      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/ess.jpg
17/10/2023 10:34

პლენერი ,,გამა“ - მხატვრები ხარაგაულის სოფლების დასახატად

ხარაგაული 14-15 ოქტომბერს,  ტრადიციულ სამხატვრო პლენერს ,,გამა” მასპინძლობდა. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი პლენერს პირველივე დღეს შეუერთდა. რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელის, სამხატვრო პლენერის იდეის ავტორის, იზა ვეფხვაძის ინფორმაციით წელს პლენერში 36 მხატვარი და 3 ფოტოხელოვანი იღებდა მონაწილეობას. პლენერის გახსნა 14 ოქტომბერს ხარაგაულის კულტურის და დასვენების პარკში გაიმართა, საიდანაც მხატვრები  ხარაგაულის სოფლებში გადანაწილდნენ. იზა ვეფხვაძე: ,,პლენერის თითოეული მონაწილისთვის ეს იყო დაუვიწყარი შთაბეჭდილებების დღეები. კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ხარაგაულში პლენერის მასპინძელ ოჯახებს: თამაზ ცისკაძეს. კიაზო გამრეკელაშვილს, ფრიდონ გლუნჩაძეს, თემურ ბაბლიძეს , ვანო ბარბაქაძეს, ბახვა სამხარაძეს, დავით კიკნაძეს, კობა ყრუაშვილს, გიგა შერგელაშვილს,  ნანა ბუაჩიძეს, კუკური მდინარაძეს, დავით ბუხნიკაშვილს,  მზექალა გლუნჩაძეს, ლეო ფანჯარაძეს, სოფლის რწმუნებულებს და დეპუტატებს: ვერა ოდიკაძეს, თამაზ ჭიპაშვილს, ვეფხია ვეფხვაძეს,   კახა კვინიკაძეს. ხარაულმა მასპინძლობის მასტერკლასი ჩაატარა“. კობა ლურსმანაშვილი მხატვრებს მასპინძელ ოჯახებში ესტუმრა, მათ შემოქმედებით პროცესს უშუალოდ დაესწრო, და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ ხელოვანებს დაინტერესებისთვის და პლენერში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა . შექმნილი ნამუშევრები ტრადიციულად საჩუქრად  ლიტერატურულ თეატრს გადაეცა. სამხატვრო პლენერ " გამა 2023" მონაწილე მხატვრები და ფოტოხელოვანები გახლდნენ: მხატვრები: შალვა გერაძე, ალექსანდრე ციხელაშვილი, ლადო თევდორაძე, ალექსანდრე თოდუა, გურამ მღებრიშვილი, ნინო ხარატიშვილი, ხათუნა სონღულაშვილი, ნუგზარ თამარაშვილი, დავით ფიცხელაური,ნუგზარ ლაცაბიძე, თემურ თადუმაძე, ლევან გოგიტაძე, კახა ცხვარაძე, ქეთი ჯავახიძე, ლია მინდიაშვილი, ბესო გინტური, გოჩა გინტური, შალვა ფაჩოშვილი, ნინო ამირანაშვილი, ნონა კოკაია, ია არსენიშვილი, მანანა გოგოჭური, ქეთი კავილაძე, შოთა ურგებაშვილი, მალხაზ მარღიშვილი, გიზო ხუბუა, მალხაზ კაკაბაძე,  რომეო ლეკვეიშვილი, ზეინაბ ბუაჩიძე,  რუსუდან ფოჩხუა,  მზექალა ბერძენიშვილი,  ირმა მერაბიშვილი, ზაურ დეისაძე. ფოტოხელოვანები: ბადრი ვადაჭკორია,  ნინო ჯაჯანიძე, ბაბუა ალუდაური. მუსიკალური ნაწილი: მაყვალა ხორბალაძე --  კომპოზიტორი, კონცერტმეისტერი; ბაია გრიგოლია- საოპერო მომღერალი; ირმა ბერძენიშვილი -- საოპერო მომღერალი; თამარ ლობჟანიძე -- საოპერო მომღერალი; სამხატვრო პლენერი ,,გამა“ ხარაგაულში წელს მეშვიდედ იმართება. ხარაგაულის ულამაზეს სოფლებში ცნობილი მხატვრების მიერ 150-ზე მეტი  მხატვრული ტილო შეიქმნა. გასულ წელს ეს ნამუშევრები გამოფენილ იქნა თბილისში,  სამხატვრო გალერეაში, გამოფენას ასევე  ესწრებოდნენ პლენერის მონაწილე მხატვრები.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/es_7.jpg
13/10/2023 15:46

კობა ლურსმანაშვილმა მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგო

დღეს მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა. ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ყვავილებით შეამკო ეროვნული გმირის  მონუმენტი და  საქართველოს ეროვნულ - განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის ხსოვნას პატივი მიაგო. კობა ლურსმანაშვილი, როგორც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრი და მერაბ კოსტავას თანამებრძოლი ახალგაზრდებს მერაბ კოსტავას, როგორც ეროვნული გმირის და ლიდერის შესახებ ესაუბრა. კობა ლურსმანაშვილი: ,,ყველამ უნდა მივიღოთ სამაგალითოდ მერაბ კოსტავას ცხოვრება, მისი განვლილი გზა და გმირობა. დღევანდელ დღეს ჩვენ ერთნაირად გვეუფლება ტკივილიც და სიამაყეც,  ის იყო  შეუვალი და უკომპრომისო ლიდერი, როდესაც საქმე საქართველოს ინტერესებს და დამოუკიდებლობას ეხებოდა. მერაბ კოსტავა იყოს იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს ქვეყანა. ვარ ბედნიერი, რომ ვარ იმ ადამიანთაგან ერთ -ერთი, რომელიც მასთან ერთად იბრძოდა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. მერაბ კოსტავა იყოს იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს ქვეყანა. ძალიან მნიშვნელოვანია თაობებიდან თაობებს გადავცეთ ეს ეროვნული სულისკვეთება“. 1989 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისიდან თბილისისკენ  მომავალი მერაბ კოსტავა სოფელ ბორითთან ტრაგიკულად დაიღუპა. იმ დღეს თბილისის ქუჩებმა ლამის მთელი საქართველო დაიტია - ყველამ გულწრფელად დაიტირა სიცოცხლეშივე ლეგენდადქცეული მამულიშვილი.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dffgn_6.png
12/10/2023 20:01

16 ოქტომბერს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართება

ბიურის წევრები დღის წესრიგის მიხედვით ოთხი საკითხის ირგვლივ იმსჯელებენ.                                                             საკითხთა ნუსხა      ა(ა)იპ "ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების"- ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ                                                                                                        მომხს: ოთარი ბანცაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში                                                                                                        მომხს: ინგა ლურსმანაშვილი 3 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო  - საბიუჯეტო  სამსახურის  ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ                                                                                                        მომხს: ვლადიმერ გელაშვილი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის ბიუჯეტის  დამტკიცების  შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე                                                                                                         მომხს: ვლადიმერ გელაშვილი   5.საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული  საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2024 წელს დასაფინანსებელი საპროექტო წინადადების მოწონების  შესახებ                                                                                                         მომხს: პეტრე შარიქაძე    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/GAMA1_1.png
10/10/2023 20:32

ვინ მიიღებს მონაწილეობას 14-15 ოქტომბერს სამხატვრო პლენერში ,,გამა“

რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი, 14-15 ოქტომბერს, ხარაგაულში ტრადიციულ სამხატვრო პლენერს ,,გამა" გამართავს. მასში მონაწილეობას მხატვრებთან ერთად ფოტოხელოვნებიც მიიღებენ. სამხატვრო პლენერის იდეის ავტორის, იზა ვეფხვაძის ინფორმაციით პლენერის გახსნა 14 ოქტომბერს ხარაგაულის კულტურის და დასვენების პარკში გაიმართება. მხატვრები ხარაგაულის სოფლებში განაწილდებიან და 2 დღის განმავლობაში ხარაგაულის ხედებს დახატავენ. 15 ოქტომბერს ნამუშევრების გამოფენა და პლენერის საზეიმო დახურვა გაიმართება. შექმნილი ნამუშევრები ტრადიციულად საჩუქრად ლიტერატურულ თეატრს გადაეცემა. პლენერ ,,გამა 2023" მხატვართა და ფოტოხელოვანთა რეგისტრაცია დასრულდა. სამხატვრო პლენერ " გამა 2023" მონაწილე მხატვრები და ფოტოხელოვანები; მხატვრები: 1. შალვა გერაძე 2. ალექსანდრე ციხელაშვილი 3. ლადო თევდორაძე 4.ალექსანდრე თოდუა 5. გურამ მღებრიშვილი; 6. ნინო ხარატიშვილი 7.ხათუნა სონღულაშვილი 8.ნუგზარ თამარაშვილი 9.დავით ფიცხელაური 10.ნუგზარ ლაცაბიძე 11.თემურ თადუმაძე 12.ლევან გოგიტაძე 13. კახა ცხვარაძე 14. ქეთი ჯავახიძე 15.ლია მინდიაშვილი 16. ბესო გინტური 17.გოჩა გინტური 18.შალვა ფაჩოშვილი 19. ნინო ამირანაშვილი 20. ნონა კოკაია 21.ია არსენიშვილი 22.მანანა გოგოჭური 23. ქეთი კავილაძე 14.შოთა ურგებაშვილი 15.მალხაზ მარღიშვილი 16. გიზო ხუბუა 17.მალხაზ კაკაბაძე 18. რომეო ლეკვეიშვილი 19. ზეინაბ ბუაჩიძე 20. რუსუდან ფოჩხუა 21. მზექალა ბერძენიშვილი 22. ირმა მერაბიშვილი 23. ზაურ დეისაძე ფოტოხელოვანები 1. ბადრი ვადაჭკორია 2. ნინო ჯაჯანიძე 3. ბაბუა ალუდაური მუსიკალური ნაწილი: მაყვალა ხორბალაძე -- კომპოზიტორი, კონცერტმეისტერი; ბაია გრიგოლია- საოპერო მომღერალი; ირმა ბერძენიშვილი -- საოპერო მომღერალი; თამარ ლობჟანიძე -- საოპერო მომღერალი; პლენერის პროგრამა: 14 ოქტომბერი, შაბათი 8.00 __ გამომგზავრება თბილისიდან / დიდუბის ზედა სადგური/ 10.30 __ სოფელ უბისაში შესვენება 15 წუთით. გამასპინძლება იმერული ხაჭაპურით. 11. 30. __ სამხატვრო პლენერის გახსნა / ხარაგაულის კულტურის და დასვენების პარკი/, პლენერის ჰიმნის შესრულება, დროშის აღმართვა. 12.00 __ 12.30 __ მხატვრების განაწილება იმერულ სტუმართმოყვარე ოჯახებში. 14. 00 _ სადილი მასპინძელ ოჯახებში. 15. 00 _ მხატვრები შეუდგებიან ხატვას. 15 ოქტომბერი, კვირა 14.00 __ მასპინძელი ოჯახები უზრუნველყოფენ მხატვართა დაბრუნებას შექმნილ ნამუშევრებთან ერთად პლენერის დახურვის ადგილზე . 14. 00 -- 17.00 _. ნამუშევრების გამოფენა, პლენერის საზეიმო დახურვა. 17.00 __ 18.00 __ საზეიმო ვახშამი ღია ცის ქვეშ 19.00 _ გამგზავრება ხარაგაულიდან. სამხატვრო პლენერი ,,გამა“ ხარაგაულში წელს მეშვიდედ იმართება. ხარაგაულის ულამაზესს სოფლებში ცნობილმა მხატვრების მიერ 150-ზე მეტი მხატვრული ტილო შეიქმნა. გასულ წელს ეს ნამუშევრები გამოფენილ იქნა თბილისში, სამხატვრო გალერეაში, გამოფენას ასევე ესწრებოდნენ პლენერის მონაწილე მხატვრები.
სრულად