სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/siaxlis/head.png

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა

საჩხერის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში 100 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის „იმერეთი-4“-ის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტი

გაცნობებთ, რომ 2025 წლის 11 მარტს შპს „იმერეთის ენერგია მეორე ფაზამ“ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა საჩხერის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში 100 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის „იმერეთი-4“-ის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშის განცხადება. სკოპინგის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე - https://ei.gov.ge/. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე -

https://ei.gov.ge/ka/info/83685400-d10a-43f9-a0fd-d7cf50ec8da4.

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის განცხადებასთან და თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 8 აპრილის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).

დამატებით გაცნობებთ, რომ აღნიშნული პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება: 2025 წლის 2 აპრილს, 16:00 საათზე, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ. ნიგვზარის საჯარო სკოლის შენობაში. სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად ასევე განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე.

სკოპინგის ანგარიშისა და გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვას უნდა ესწრებოდეს საქმიანობის განმახორციელებელი ან/და კონსულტანტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს წარმომადგენლები.

სკოპინგის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

 

ნანახია: 24 - ჯერ