ახალი სეზონი – ახალი პროექტებით დაიწყო.
ხარაგაულის ინფრასტრუქტურული რუკა ფართოვდება – ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს, რომლითაც რეგიონული განვითარების ფონდიდან მიღებული დაფინანსებით 17 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.
პირველი ეტაპის დაფინანსება 2 359 527 ლარს შეადგენს და მთლიანად გზების რეაბილიტაციას მოხმარდება.
სამუშაოები დაიწყო, 17 სოფელს ახალი გზა ექნება — უსაფრთხო, მოსახერხებელი და გადაადგილებისთვის კომფორტული. სოფელ კიცხში, უკვე მიმდინარეობს ბეტონის საფარის დაგება, სოფლის საუბნო გზებზე.
სამუშაოებს უშუალოდ გაეცნო მერის მოადგილე , დავით დევდარიანი და ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, პეტრე შარიქაძე.
ცნობისთვის, 2025 წლისთვის განკუთვნილი 22 პროექტი მერიამ ჯერ კიდევ 2024 წელს დაასრულა. ხარაგაულის მერიამ წინსწრებით ჩაიბარა 3,759,545 ლარის სამუშაო.
ამ ეტაპზე, ხარაგაულში 22 პროექტი უკვე დასრულებულია, 17 კი მიმდინარეა.
წლის პირველი ეტაპი სულ 39 პროექტით დაიხურება.