26 მარტს, ხარაგაულის ა(ა)იპ სპორტის ცენტრის დარბაზში, , მოსწავლეთა შორის ჭადრაკში მუნიციპალიტეტის პირველობა გაიმართა.
ჩემპიონატში 16 სკოლა იღებდა მონაწილეობას.
შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფში, გოგონებსა და ვაჟებს შორის, ოლიმპიური სისტემით, წყვილებში, ერთ მოგებამდე ჩატარდა.
შედეგები ასე გადანაწილდა:
გოგონები (2016 - 2018 წლებში დაბადებული)
პირველი ადგილი- შუბითიძე ანეტი ( ნადაბური)
მეორე ადგილი- კურტანიძე ეკა ( ღორეშა)
მესამე ადგილი- მაღრაძე ბელა (ლეღვანი)
გოგონები (2013- 2015 წლებში დაბადებული)
პირველი ადგილი - მართა კურტანიძე ( ღორეშა)
მეორე ადგილი - როზიტა კურტანიძე (ღორეშა)
მესამე ადგილი - ანამარია ხარაიშვილი. ( ნადაბური)
ვაჟები (2013-2015 წლებში დაბადებული)
პირველი ადგილი - გიორგი ინასარიძე N2 საჯარო სკოლა
მეორე ადგილი - მატრ კურტანიძე ( ღორეშა)
მესამე ადგილი - ინასარიძე სანდრო N2 საჯარო სკოლა
ვაჟები (2016-2018 წლებში დაბადებული)
პირველი ადგილი - დემნა გოლუბიანი N2 საჯარო სკოლა
მეორე ადგილი - ოთარ წიქარიშვილი ღორეშა
მესამე - ადგილი მათე წიქარიშვილი ღორეშა
ხარაგაულის ა(ა)იპ სპორტის ცენტრის დირექტორმა, რევაზ შერგელაშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა, მარინა ვეფხვაძემ გამარჯვებულები საჩუქრებით, სიგელებით და მედლებით დააჯილდოეს.
პირველ ადგილზე გასული სპორტსმენები ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ , ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასულები სიგელებით და მედლებით.