სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/fda.png

ხარაგაულის მერი კლიმატის ცვლილების საკითხებზე გამართულ სათემო ფორუმს დაესწრო

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე გამართულ სათემო ფორუმს ესწრებოდა. ღონისძიებაზე განხილული იყო კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობები, საფრთხეების პროგნოზირება, აგრომეტეოროლოგიური სერვისების განვითარება და საგანმანათლებლო ინიციატივების მნიშვნელობა.

ფორუმში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში ნილს ქრისტენსენი.

ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ პროგრამის „კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში ჩატარებული გარემოსდაცვითი კონკურსების გამარჯვებულები.

კლიმატის ცვლილება სერიოზული გამოწვევაა, და ასეთ შეხვედრებს მნიშვნელოვანი როლი აქვს პრობლემების გაცნობიერებასა და მათი გადაჭრის გზების ერთობლივ ძიებაში.

 

ნანახია: 33 - ჯერ