სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/WhatsApp%20Image%202022-05-17%20at%202.16.44%20PM.jpeg

რევაზ შერგელაშვილი „სპორტისა და შიდა ტურიზმის  ცენტრის“ დირექტორად დაინიშნა

ხარაგაულის მერის , კობა ლურსმანაშვილის ბრძანებით ა(ა)იპ „სპორტისა და შიდა ტურიზმის  ცენტრის“ დირექტორად , რევაზ შერგელაშვილი დაინიშნა.

კობა ლურსმანაშვილი, ხარაგაულის მერი:

,,მივიღე გადაწყვეტილება, სპორტისა და ტურიზმის ცენტრის დირექტორად დაინიშნოს  რევაზ შერგელაშვილი.  იგი წლებია  საქმიანობს  სპორტისა  და  ტურიზმის   ცენტრში.  არის ახალგაზრდა, თავის საქმის პროფესიონალი და წარმატებული ადამიანი. მაქვს მოლოდინი, რომ ის ახალგაზრდულ გუნდთან ერთად  კარგად გაართმევს თავს ახალ პასუხისმგებლობას. ვფიქრობ , მისი რესურსი ამ პოზიციიდან მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ხარაგაულში სპორტის და ტურიზმის განვითარებას“.

,,სპორტისა და შიდა ტურიზმის  ცენტრის“ დირექტორის პოზიცია ამ დრომდე გრიგოლ ჭიპაშვილს ეკავა.

 

ნანახია: 634 - ჯერ