სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0175.JPG

ხარაგაულელი პოეტის, ვალერი გოგნაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

დღეს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში,  ვალერი გოგნაძის ლექსების კრებულის ,,ჩემი დღეების თეთრი წყვდიადი" პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნში სხვადასხვა დროს დაწერილი საუკეთესო ლექსები შევიდა.

ღონისძიებას ბატონი ვალერის შემოქმედებით დაინტერესებული პირები და წიგნის გამომცემლები ესწრებოდნენ.

 დამსწრეთა შორის იყო  მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით კიკნაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ,,ჩემი დღეების თეთრი წყვდიადი" ვალერი გოგნაძის მეშვიდე წიგნია.

პრეზენტაციაზე, მიწვეულმა სტუმრებმა ვალერი გოგნაძის შემოქმედებაზე და ახალ კრებულში შესულ ლექსებზე ისაუბრეს.  

ახალ კრებულში შესული ლექსები მხატვრულად წაიკითხეს  N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.

იზა ვეფხვაძე, რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელი:

„ბატონი ვალერის  ყველა კრებული ჩვენთვის აღმოჩენაა.  მისი შემოქმედება ძალიან ჰგავს მის  პიროვნებას. სწორედ, რომ უბრალოებაშია სიდიადე. ყოველი ლექსი, მისი სულიდან ამოსული სტრიქონებია და ყველა ჩვენგანის სათქმელს ამბობს.“ 

 ირინე ჩხეიძე, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი: „ვალერი გოგნაძის ლექსი, როცა ბავშვი ვიყავი პირველად მაშინ წავიკითხე. დღეს მან უკვე მეშვიდე კრებული გამოსცა, რაც ნამდვილად დასაფასებელია. მიხარია რომ ხარაგაულში ცხოვრობს ვალერი გოგნაძე და ქმნის შესანიშნავ ლექსებს.“

 

ნანახია: 1126 - ჯერ