ხარაგაულის სახალხო თეატრი პრემიერისთვის ემზადება. თეატრალური დასი რეპეტიციებს აქტიურად გადის.
დასს რეპეტიციების დროს, მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ეწვია და თეატრის რეჟისორს, ირინე ჩხეიძეს და მსახიობებს წარმატებები უსურვა.
,,მაცეკვე ტანგო” - ასეთი სახელწოდება ექნება სპექტაკლს, რომელსაც თეატრი იმერეთის თეატრალური ფესტივალისთვის ამზადებს.
სპექტაკლის პრემიერა ხარაგაულში ივნისის ბოლოს გაიმართება.
,,ამჯერად ჩვენი თეატრი კომედიურ ჟანრზე მუშაობს. მინდა ჩვენთან ყოფნის ერთი საათით განიტვირთოთ და შინ სასიამოვნო ემოციით დაბრუნდეთ. ვფიქრობ, ეს ახლა განსაკუთრებით გვჭირდება’’- აცხადებს სპექტაკლის რეჟისორი, ირინე ჩხეიძე.
პიესის ავტორი ნინო მირზიაშვილი.
მონაწილეობენ: ირინე ჩხეიძე,ბათუ კიკნაძე, ლია ჭიპაშვილი, ნიკოლოზ მაჭავარიანი, გიორგი მაქაძე, ვასილ კიკნაძე.
სპექტაკლით თეატრი იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე წარსდგება.
იმერეთის თეატრალური ფესტივალი ოფიციალურად 14 ივნისს გაიხსნება.