სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/122720285_2922133048033849_4459492732752279476_n.jpg

მოლითი - ჩუმათელეთის მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის შიდასახელ-მწიფოებრივი გზის, მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთის (კმ 24+620 კმ 50+244) დარჩენილი სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა.

წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 22 ივნისი.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ საქართველომ მიიღო დაფინანსება აზიის განვითარების ბანკისგან (ADB) შიდასახელმწიფოებრივი გზების გაუმჯობესების პროექტის განხორციელების მიზნით. აღნიშნული სახსრების ნაწილი გამოყენებული იქნება ზემოაღნიშნული კონტრაქტის დასაფინანსებლად. ტენდერი ღიაა აზიის განვითარების ბანკის წევრი ქვეყნების უფლებამოსილი მონაწილეებისათვის.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი („შემსყიდველი“) იწვევს უფლებამოსილ მონაწილეებს

დალუქული სატენდერო წინადადებების წარმოსადგენად ძირულა-ხარაგაული-მოლითიფონა-ჩუმათელეთის შიდასახელმწიფოებრივი გზის, მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთის (კმ24+620-დან 50+244 კმ მდე) დარჩენილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით (სარეაბილიტაციო სამუშაოების ხანგრძლივობა 30 თვე).

 საერთაშორისო საკონკურსო ვაჭრობა (ტენდერი) წარიმართება აზიის განვითარების

ბანკის ერთეტაპიანი, ერთი კონვერტის პრინციპის სატენდერო პროცედურით და ღიაა ყველა

უფლებამოსილი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილესათვის, როგორც ეს სატენდერო

დოკუმენტაციაშია აღნიშნული.

ნანახია: 2087 - ჯერ