სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_asdDSC0340.JPG

,,ჩვენი სამოსი ჩვენი ისტორიაა“ - ამ სახელწოდებით ხარაგაულის ქუჩებში მსვლელობა მოეწყო

„ჩვენი სამოსი ჩვენი ისტორიაა!“-  ამ სახელწოდებით მოეწყო მსვლელობა ხარაგაულის ქუჩებში, რომელსაც   ეროვნულ  კოსტიუმებსა და აქსესუარებში გამოწყობილი მერიის, საკრებულოს და ა(ა)იპ - ების თანამშრომლები და სკოლის მოსწავლეები შეუერთდნენ.

კოსტიუმირებული მსვლელობა ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ეზოდან დაიწყო.

 ქართული ეროვნული სამოსის გაცოცხლებულ ისტორიაში, ყველაზე პატარა პერსონაჟებიც მონაწილეობდნენ.

 მსვლელობას პერფორმანსით შეუერთდა ქორეოგრაფიული ანსამბლ ,,მთიები“-ს მოცეკვავეები.

ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის დირექტორი, ნინო დიდიძე:

,, უკვე წლებია ხარაგაული 18 მაისს განსაკუთრებულად ხვდება. ეროვნული სამოსის დღე ეს არის გაცოცხლებული ისტორია. ამ დღით იწყება მუზეუმების საერთაშორისო კვირეული, რომელშიდაც ძალიან ბევრი ადამიანია  ჩართული. ვულოცავ ყველას ამ დღეს , განსაკუთრებით მუზეუმის თანამშრომლებს.“

კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი, ნიკოლოზ მაჭავარიანი:

,,ერთ-ერთი ულამაზესი დღეა და ეტყობა კიდეც ეს განწყობა ხარაგაულის ქუჩებს, დიდი თუ პატარა კოსტიუმებშია, თითქოს ჩვენ თვალწინ ისტორიული ფრაგმენტები ცოცხლდება. ეს მართლაც  გამორჩეული დღეა.“

კულტურის სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე:

,,ძალიან მიხარია ყოველთვის 18 მაისი, როდესაც მაქვს შესაძლებლობა შევიმოსო ეროვნული სამოსით და ვიგრძნო ეს სიმდიდრე , იდენტობა. ვფიქრობ, უფრო მეტი ადამიანი უნდა შემოგვიერთდეს. ამ დღეს ხარაგაულში ყოველთვის დიდი სიხარული და ამაღლებული განწყობა ახლავს.“

 ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ინიციატივით და მერიის მხარდაჭერით მუზეუმების საერთაშორისო დღეს რამდენიმე ღონისძიება მიეძღვნა.

 საგანმანათლებლო პროექტი „მოხალისე გიდების“  ფარგლებში,  მუზეუმის დარბაზებში, დამთვალიერებელს გიდობა გაუწიეს ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის და საღანძილის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.

ისტორიული მუზეუმის ეზოში სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხე, სადაც სურვილის შემთხვევაში  შესაძლებელი იყო სამახსოვრო ფოტოების გადაღება .

 ეროვნული სამოსის დღე საქართველოში წელს მეოთხედ აღინიშნება და მასში ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქია ჩართული.

 

 

 

 

 

ნანახია: 1069 - ჯერ