სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_12.png

დღეს ბიუროს სხდომა გაიმართა

დღეს გამართულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ბიუროს სხდომას, საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდა.

სხდომაზე განხილული იყო ხარაგაულის   მუნიციპალიტეტის  მერიის   კულტურის,   განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ  საქმეთა    სამსახურის ანგარიში, რომელიც ამავე სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ წარადგინა.

ირინე ჩხეიძის ინფორმაციით მაისის თვე გამორჩეულია ღონისძიებების სიმრავლით.  უახლოეს მომავალში, დაგეგმილ ღონისძიებები ხარაგაულში 18 მაისიდან დაიწყება.

,,18 მაისს ღონისძიებით აღინიშნება „მუზეუმების საერთაშორისო დღე“,  26 მაისს-დამოუკიდებლობის დღე, ივნისის დასაწყისში დაგეგმილია სპექტაკლის პრემიერა „მაცეკვე ტანგო“, ასევე ვემზადებით ფოლკლორის ეროვნული ფესტივალისთვის“  

ირინე ჩხეიძემ ანგარიშში წარმოადგინა ასევე,  კულტურის სამსახურის ორგანიზებით განხორციელებული ღონისძიებები და სამსახურის წინაშე არსებულ გამოწვევები.

სხდომაზე  განხილული იყო შემდეგი საკითხები:

  1. ხარაგაულისმუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისკულტურის და ხალგაზრდულ საქმეთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ

                                                                                                მომხსენებელი: მარინე ხვედელიძე

  1. ხარაგაულისმუნიციპალიტეტის  მერიის   კულტურის,   განათლებისსპორტის და ახალგაზრდულ  საქმეთა   სამსახურის   ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ

                                                                                                                   მომხსენებელი: ირინე ჩხეიძე

 

3.     არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი-ს კულტურის და ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ

                                                                                                

                                                                        მომხსენებელი: ნიკოლოზ მაჭავარიანი

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის შექმნის შესახებ

 

ნანახია: 782 - ჯერ