სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0215.JPG

ხარაგაულის მერმა ,,სათნოების სახლის“ ბენეფიციარ ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა

დღეს, ხარაგაულის  მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ,,სათნოების სახლის“ ბენეფიციარ ბავშვებს მიულოცა.

კობა ლურსმანაშვილი:

,,მინდა ლაღი და ღიმილიანი, მზიანი და ნათელი დღეებით სავსე ბავშვობა გისურვოთ! მჯერა, თქვენი ბავშვური ოცნებები ახდება და  თითოეულ თქვენგანს წარმატებული მომავალი ექნება! ჩვენი მიზანი და პასუხისმგებლობაც ეს არის ვიზრუნოთ თქვენზე და შეგიქმნათ უკეთესი გარემო აღზრდა - განვითარებისთვის. ჯანმრთელობას,  ერთიან და ბედნიერ საქართველოში ცხოვრებას გისურვებთ“.

,,სათნოების სახლის“ დირექტორის , თამარ შავიძის ინიციატივით, ბავშვები ზღაპრის გმირებს შეხვდნენ. მხიარულმა ანიმატორებმა ბავშვებთან ერთად სახალისო წარმოდგენები გამართეს.

ღონისძიების დასასრულს ,,სათნოების სახლი“ პატარებს ტკბილეულით გაუმასპინძლდა.

 

 

 

ნანახია: 914 - ჯერ