სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot_3.jpg

ხარაგაულში, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

 
25 მაისს, ხარაგაულის ინოვაციების ცენტრში, „საპილოტე რეგიონების  ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში საინფორმაციო  შეხვედრა გაიმართება.
დაინტერესებულ პირები შეხვედრაზე  იმ შესაძლებლობებს გაეცნობიან, რომელიც  აღნიშნული პროგრამის ფარგლებში იმერეთის რეგიონისთვის მოქმედებს.  ასევე  მიიღებენ ინფორმაციას- GITA საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ, ამჟამად გამოცხადებული გრანტების შესახებ.
პროგრამის მიზანია, ახალი საწარმოების შექმნა, ასევე არსებული საწარმოების გაფართოება. 
შეხვედრას „აწარმოვე საქართველოში“ და RDA სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები გამართავენ.
შეხვედრა 11:00 საათზე დაიწყება.
ნანახია: 748 - ჯერ