სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/285133221_819402135703217_6542466803460385951_n.jpg

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ხარაგაულში

ხარაგაულის  მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ,,სათნოების სახლის“ ბენეფიციარ ბავშვებს მიულოცა.

,,სათნოების სახლის“ დირექტორის , თამარ შავიძის ინიციატივით, ბავშვები ზღაპრის გმირებს შეხვდნენ. მხიარულმა ანიმატორებმა ბავშვებთან ერთად სახალისო წარმოდგენები გამართეს.

დღეს ბავშვებმა ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი დაათვალიერეს, ფერადი ფანქრებით მოხატეს მუზეუმის ეზო და  მათთვის წინასწარ შექმნილ სივრცეში ფოტოები გადაიღეს.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დაასრულა საზეიმო კონცერტმა, რომელიც კინოთეატრში ხარაგაულის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ორგანიზებით  გაიმართა.

 

ნანახია: 1168 - ჯერ