ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ ,,მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლს" ახალი დირექტორი ჰყავს.
აღნიშნული პოზიციას ჰამლეტ ბერაძე დაიკავებს,რომელიც 2005 - 2019 წლებში ბორის სკოლა - პანსიონის დირექტორი გახლდათ.
კობა ლურსმანაშვილი:
,,ჰამლეტ ბერაძე ერთ-ერთი წარმატებული სკოლის დირექტორი გახლდათ. მას კარგი მენეჯერული უნარები და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის სერიოზული გამოცდილება აქვს. ვფიქრობ მისი ამ პოზიციაზე დანიშვნა, მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლს ახალ შესაძლებლობებს შესძენს.”
ჰამლეტ ბერაძემ მადლობა გადაუხადა მერს ნდობის გამოცხადებისთვის და აღნიშნა რომ ეს სფერო მისთვის ნაცნობია და ის შესაძლებლობების მაქსიმუმს გააკეთებს, ,,მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლის“ წარმატებული და საინტერესო საქმიანობისთვის.
დირექტორის მოადგილის პოზიციაზე გააგრძელებს საქმიანობას მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორი მაია ბლუაშვილი, რომელიც აღნიშნულ მიმართულებას 35 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.