სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0188.JPG

მამა მიკითხავს ზღაპარს - ხარაგაულის საბავშვო ბაღებში მამებმა პატარებს ზღაპრები წაუკითხეს

 ხარაგაულის საბავშო ბაღებში მამებმა პატარებს ზღაპრები  წაუკითხეს.

ინიციატივა, რომელიც ბავშვთა აღზრდის პროცესში მამების ჩართულობას გულისხმობს ხარაგაულის  ბაღების გაერთიანებას და გენდერული თანასწორობის საბჭოს ეკუთვნის.

N1 საბავშვო ბაღის 3-4 წლიანთა ჯგუფის აღსაზრდელებს ზღაპარი “სამი გოჭის ამბავი“,   გიორგი მაქაძემ წაუკითხა.4-5 წლიანთა ჯგუფის აღსაზრდელებს  კი- დავით გველესიანმა ზღაპრის „მგელი და ბეკეკების“ შესახებ მოუთხრო. 

5-6 წლიანთა ჯგუფში „მეჩონგურის“ გასაოცარ ამბავზე ზღაპარი  -კახაბერ ცხოვრებაძემ წაიკითხა.

მამუკა ჭიპაშვილი:

„პროექტი „მამა მიკითხავს ზღაპარს“ 2019 წლიდან, პანდემიის გამო აღარ ჩატარებულა. ნებისმიერ პატარას, განურჩევლად ასაკისა, ძალიან უყვარს ზღაპრების მოსმენა. როგორც წესი, მათი პირველი  წიგნი სწორედ ზღაპრების წიგნია. საერთოდ, მამების ჩართულობა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია და მათი  მონაწილეობით მომავალშიც არა ერთი ღონისძიება ჩატარდება.“

მამებს, საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, დავით კიკნაძემ და სკოლამდელ დაწესებულებათა ბაღების გაერთიანების დირექტორმა,  მამუკა ჭიპაშვილმა სპეციალური სიგელები გადასცეს.

დავით კიკნაძემ აღნიშნა, რომ მამების ჩართულობა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია.

 

 

 

 

 

ნანახია: 1165 - ჯერ