სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%94%E1%83%A1%20%E1%83%94%E1%83%A1.jpg
19/07/2021 14:56

ბიუროს სხდომაზე ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ანგარიში განიხილეს

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა. ბიუროს წევრებს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, გივი თხელიძემ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.   გივი თხელიძემ ყურადღება სოციალურ პროგრამებზე გაამახვილა, რომელთაც მიმდინარე წელს 2 ქვეპროგრამა დაემატა, და აღნიშნა, რომ დაფინანსების ზრდასთან ერთად  მოქალაქეთა მომართვიანობაც იზრდება. დეპუტატებმა 2 აგვისტოს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგზე იმსჯელეს. ბიუროს წევრების მოთხოვნით, საკრებულოს სხდომას დაესწრებიან და დეპუტატების კითხვებს უპასუხებენ მერიის ინფრსტრუქტურისა და კეთილმოწყობის, ასევე, ა(ა)იპ „ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრის“ წარმომადგენლები. 2 აგვისტოს საკრებულოს სხდომაზე განათლების, კულტურის და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, დავით კიკნაძე საკრებულოს წევრებს, ბორის სკოლა-პანსიონის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_57_1_1_1.jpg
16/07/2021 17:49

19 ივლისს ბიუროს სხდომა გაიმართება

სხდომაზე განხილული იქნება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ. სხდომაზე ასევე იმსჯელებენ 2 აგვისტოს საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგზე.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/es%20foto.jpg
15/07/2021 18:19

გედსამანიაში ჟოლოს კრეფა დასასრულს უახლოვდება

კენკროვანი კულტურა ჟოლო , უკვე წლებია გედსამანიის სავიზიტო ბარათად იქცა. აქ თითქმის ყველა ოჯახში ნახავთ ჟოლოს პლანტაციებს, რომელიც მათთვის უკვე შემოსავლის ერთ-ერთ ძირითად წყაროდ იქცა. ლენა აბაშიძე ( ხუნევის მაჟორიტარი დეპუტატი): ჟოლოს რეალიზაციას გედსამანიელები მარტივად ახერხებენ, სოფლის ცენტრი ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალს ბეტონის გზით უკავშირდება , შესაბამისად გადაადგილება ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ადგილზე მოდიან შეძენით დაინტერესებული პირები და სოფელში ყიდულობენ ახლადდაკრეფილ ჟოლოს. აქ ძალიან მშრომელი ხალხი ცხოვრობს, შესაბამისად ძლიერი სოფელია და მათთან სტუმრობა ყოველთვის სასიამოვნოა“. ჟოლო კენკროვანი კულტურაა. მისი ნაყოფი მეტად არომატული, ვიტამინებით, ორგანული მჟავებით და ნახშირწყლებით მდიდარია და შესანიშნავი სამკურნალო თვისებებით ხასიათდება. ჟოლოს კრეფა ძალიან შრომატევადია. ნაყოფი ვერ უძლებს დახარისხებას, ამიტომ მოსავალი იმ ჭურჭელში იკრიფება, რომლითაც მისი გადაგზავნა ხდება. გედსამანიაში კრეფისას მცირე ზომის დაწნულ კალათებს იყენებენ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0701.JPG
15/07/2021 14:12

ნუნისში ,,გაცოცხლებული პროექტი“ დასრულდა

ხარაგაულში წელს  ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის და შესაბამისი სამსახურების აქტიური ჩართულობით 10 შეჩერებული პროექტი ,,გაცოცხლდა“. სოფელ ნუნისის გზა ათი პროექტიდან ერთ-ერთია. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი,  მოადგილე დავით დევდარიანთან ერთად, სოფელ ნუნისში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობას შეხვდა და  დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერა. კობა ლურსმანაშვილი: ,,ჩვენ გავაკეთეთ 2018-2019 წლებში დაწყებული და შემდეგ შეჩერებული პროექტების გადაფასებაც, გაცოცხლებაც და ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხების დამატება, რათა ეს პროექტები მოქმედებაში მოგვეყვანა. მიმაჩნია რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და მისმა ყველა რგოლმა განსაკუთრებით მოადგილეეებმა, ბატონმა ვარლამ ჭიპაშვილმა და დავით დევდარიანმა ინფრასტრუქტურის მიმართულების სამსახურის და განყოფილებების ხელმძღვანელებმა და თანამშრომლებმა კარგად იმუშავეს და საერთო ჯამში გუნდური მუშაობით ჩვენ მივიღეთ ის შედეგი, რომელიც სახეზე გვაქვს,”-განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.                                                                                                                                                             სოფელ ნუნისში ბეტონის საფარი 1 225 მეტრიან მონაკვეთზე დაიგო.     პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 217 042 ლარი გახლდათ. კობა ლურსმანაშვილი:,,ეს სოფელი გამორჩეული არის თავისი მდებარეობით, ბალნეოლოგიური კურორტი ნუნისი, ცნობილი არის არა მარტო ჩვენი ქვეყნის მასშტაბით. სოფელში  დღემდე იყო პრობლემები საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. მოსახლეობა ითხოვდა რომ ჰქონოდათ კეთილმოწყობილი გზა.  ჩვენ განვაახლეთ შეჩერებული პროექტი, რომ დაწყებული გზის რეაბილიტაცია დასრულებულიყო.  ნუნისი - ზვარის დამაკავშირებელი გზის  ნაწილი უკვე გაკეთებულია, მეორე ნაწილი  ვფიქრობთ, რომ მოლითამდე ჩამოვა და ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის ახალ მაგისტრალს შეუერთდება.  მაღალმთიანი სოფლის სტატუსი ბევრ შესაძლებლობებს აძლევს მოსახლეობას, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის და ბალნეოლოგიური კურორტის სიახლოვე ქმნის ერთიან კონტექსტს, რომელიც მიმზიდველია ტურისტისთვის. ჩვენი მოვალეობაა შევთავაზოთ სოფელს განვითარებული ინფრასტრუქტურა, რასაც ისინი  ჩვენგან როგორც ადგილობრივი ხელისუფლებისაგან ელოდებიან. ცენტრალური ხელისუფლების, მაჟორიტარი დეპუტატის, საკრებულოს ჩართულობით და მერიის თანამშრომლების მაქსიმალური ყურადღებით  ხორციელდება პროექტები, ვახორციელებთ მაქსიმალურ მონიტორინგს და ვხდებით მოსახლეობას,  რომ მივიღოთ მათი უკუკავშირი, რამდენად კმაყოფილები არიან იმით რასაც ვაკეთებთ.“ სოფელში, პანდემიის მიუხედავად, დამსვენებლების მოლოდინში არიან, აქ სეზონი 15 ივლისს იხსნება და აგვისტოს ბოლომდე გრძელდება.  ციალა მანჩხაშვილი (ადგილობრივი მაცხოვრებელი) ,,დღემდე ძალიან ძნელი იყო ჩვენამდე მოსვლა,  კარგი გზა გაგვიუმჯობესებს  საქმიანიობას,რაც ნამდვილად სასიხარულოა. დამსვენებლები უფრო კომფორტულად შეძლებენ გადაადგილებას, ნუნისში თითქმის ყველა აქირავებს ოთახებს, გზა ძალიან მნიშვნელოვანი იყო სოფლისთვის.                                                                                                                                                                                        
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0903.jpg
14/07/2021 14:59

ხარაგაულის მერია მოქალაქეებს სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამას სთავაზობს

2022 წლიდან ხარაგაულის  მაცხოვრებლები თავიანთი შეხედულებისამებრ, პრიორიტეტებიდან გამომდინარე, შეძლებენ დაგეგმონ საკუთარი ბიუჯეტი. სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში წარმოდგენილი ინიციატივებისთვის, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ბიუჯეტად 2022 წლისთვის 150 000 ლარით განისაზღვრება. გამოყოფილი თანხა მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პროექტების დასაფინანსებლად გაიხარჯება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ,,მონაწილეობითი ბიუჯეტის" პროექტის განხორციელება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ტექნიკური მხარდაჭერით დაიწყო. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში 2022 წლისთვის შესაძლებელია  მინიმუმ ხუთი საპროექტო წინადადება დაფინანსდეს. საპროექტო წინადადებების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხის მაქსიმალური ოდენობა , თითოეულზე არაუმეტეს 30 000 ლარი იქნება. ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი თვლის, რომ პროგრამა ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს აქტიურ და ინიციატივიან ადამიანებს. კობა ლურსმანაშვილი : „სამოქალაქო ბიუჯეტი“ ნათელი მაგალითია იმისა, რომ მოქალაქეთა ჩართულობა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში თვითმმართველობის დემოკრატიული განვითარების ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა. პროექტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის საპილოტეა, რომელიც უფრო დაიხვეწება და  მუდმივ სახეს მიიღებს. ძალიან მნიშვნელოვანია, მოსახლეობიდან დადებითი უკუკავშირის მიღება და სურვილი იმისა , რომ წამოაყენონ იდეები და იზრუნონ თავიანთი  სოფლის განვითარებაზე.“ ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი , რომელიც წლების განმავლობაში საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გახლდათ აღნიშნავს, რომ პროგრამა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებას გულისხმობს დ ა მისი მიზანია, მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილება, განსახორციელებელი პროექტების მოსახლეობის პრიორიტეტების შესაბამისად შერჩევა, რაც მერიის საქმიანობის ეფექტურობის განმაპირობებელია. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის მოსამზადებელი ეტაპი უკვე დაიწყო, რომელიც 31 ივლისს დასრულდება. საპროექტო წინადადებების მიღების ეტაპი - 1 აგვისტოდან - 31 აგვისტომდე; საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევა - 1 სექტემბრიდან  15 სექტემბრამდე; კენჭისყრის ეტაპი - 16 სექტემბრიდან 31 ოქტომბრამდე; გამარჯვებული პროექტის გამოვლენა და პროექტის დამუშავება ბიუჯეტში გათვალიწინების მიზნით - 1 ნოემბრიდან 10 ნოემბრამდე. 20 სექტემბერს ჩანიშნულია ღია კარის დღე, საკონსულტაციო შეხვედრა ხარაგაულის მერიაში გაიმართება. მოქალაქეს შეუძლია წარმოადგინოს ისეთი საპროექტო ინიციატივები, რომელთა განხორციელებაც არ სცილდება ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილებას, და ემსახურება საზოგადოებრივ კეთილდღეობას. მათ შორის: ინფრასტრუქტურული; ახალგაზრდული; საგანმანათლებლო; კულტურული; სოციალური; სპორტული; პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განხორციელდება. პროგრამის ფარგლებში წახალისებული იქნება გენდერულად სენსიტიური საპროექტო წინადადებების წარმოდგენა, რომელშიც გათვალისწინებულია გენდერული საჭიროებები და მოთხოვნები. მერის ბრძანებით პროგრამის განსახორციელებლად შეიქმნა სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით: მერის პირველი მოადგილე - ვარლამ ჭიპაშვილი მერის მოადგილე - დავით დევდარიანი საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვლადიმერ გელაშვილი საფინანსო- სახაზინო განყოფილების უფროსი ნინო მაღლაკელიძე ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პეტრე შარიქაძე განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ირინე ჩხეიძე იურიდიული განყოფილების უფროსი ინგა ლურსმანაშვილი პროგრამის კოორდინატორობა მერის მოადგილეს დავით დევდარიანს დაევალა. საპროექტო წინადადებები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა იგეგმებოდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; ბ) საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა შედიოდეს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებში; გ) საპროექტო წინადადების გასანხორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხა არ უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით დადგენილ მაქსიმუმს; დ) წინადადებით შემოთავაზებული პროექტი არ უნდა იყოს მიმდინარე, ან ისედაც გათვალისწინებული ბიუჯეტში (ბიუჯეტის პროექტში); ე) პროექტის განხორციელება უნდა იყოს ტექნიკურად შესაძლებელი (მაგალითად, სათამაშო მოედნისთვის უნდა არსებობდეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი).   საპროექტო წინადადების წარდგენისას, წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია: ა) წარმომდგენის სახელი, გვარი; ბ) წარმომდგენის პირადი ნომერი; გ) წარმომდგენის საკონტაქტო ტელეფონი და/ან ელ-ფოსტა; დ) პროექტის სახელწოდება; ე) პროექტის აღწერა; ვ) დასახლებული პუნქტი, სადაც უნდა განხორციელდეს პროექტი; ვ) პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი.     საპროექტო წინადადებების წარდგენა მოხდება ინტერნეტის მეშვეობით, მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე გამოტანილი ლინკით. პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს სპეციალური სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით, სააპლიკაციო ფორმები ხელმისაწვდომი იქნება  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებ–გვერდზე kharagaulinews.gov.ge საპროექტო წინადადებების წარდგენა ასევე შესაძლებელია მოხდეს ფიზიკურად, საპროექტო წინადადებების ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისთვის მიწოდებით, ან მერიაში განცხადების დატოვების გზი წინადადებების პირველადი გადარჩევისას, სამუშაო ჯგუფი აფასებს, აკმაყოფილებს თუ არა საპროექტო წინადადებება წინასწარ დაწესებულ კრიტერიუმებს. წინადადებები, რომლებიც აკმაყოფილებს წინასწარ დაწესებულ კრიტერიუმებს, გადადის კენჭისყრის ეტაპზე. წინადადებების წარმომდგენებს, რომელთა პროექტები ვერ გაივლიან კვალიფიკაციას, კომისიის სახელით ეგზავნება არგუმენტირებული პასუხი, თუ რატომ ვერ გაიარა მისმა პროექტმა გადარჩევის ეტაპი. კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება გააჩნია მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნებისმიერ ზრდასრულ მოქალაქეს. კენჭისყრისას, მოქალაქემ უნდა დააფიქსიროს მისი სახელი, გვარი და პირადი ნომერი. სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით, კენჭისყრა ასევე შეიძლება უშუალოდ, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლისთვის ან მერიაში შესაბამისი განაცხადის დატოვების გზით. კენჭისყრისას, თითოეული მონაწილე უფლებამოსილია ხმა მისცეს მაქსიმუმ 3 პროექტს. კენჭისყრის ვადის გასვლის შემდეგ ხმის მიცემა აკრძალულია. გამარჯვებულად ცხადდება ის პროექტ(ებ)ი, რომელმაც დააგროვა ხმების ყველაზე მეტი ოდენობა. სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით, გამარჯვებული პროქტ(ებ)ი შემდგომში გადასამუშავებლად გადაეცემა შესაბამის სამსახურს. მუნიციპალიტეტის სამსახური ამუშავებს საპროექტო წინადადებას, აზუსტებს ბიუჯეტს და საჭიროების შემთხვევაში ამზადებს პროექტის ტექნიკურ დოკუმენტაციას. დაზუსტებული საპროექტო წინადადება ჩაიდება მუნიციპალური ბიუჯეტის პროექტში. სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა  ყოველწლიურად განხორციელდება.    დოკუმენტაცია            
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0540.JPG
14/07/2021 11:30

ხარაგაულის მერი ზვარეში, სადაც გზა პირველად კეთდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა, მოადგილე დავით დევდარიანთან ერთად, სოფელ ზვარეში, სადაც გზა პირველად კეთდება, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.    კობა ლურსმანაშვილი: ,,სოფელ ზვარეში, რომელიც  მაღალმთიანი სოფლის  სტატუსით სარგებლობს, წლების განმავლობაში არ არსებობდა საგზაო ინფრასტრუქტურა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაიგეგმა ეს პროექტი და მთის ფონდიდან  გამოყოფილი 650 ათასი ლარი, მთლიანად მოხმარდება ამ გზის რეაბილიტაციას. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი გარდამავალია მშენებელი კომპანია გვპირდება, რომ წელს სრულად დაასრულებს გაისად შესასრულებელ სამუშაოებსაც, რასაც მივესალმები და მადლობა მათ ამ ინიციატივისათვის. ზვარე გახლავთ საკურორტო ზონა ,სადაც გზის რეაბილიტაციას სხვა სახის ინფრასტრუქტურული  პროექტებიც მოყვება.  აქ მდებარეობს წარსულში არსებული ახალგაზრდული ბანაკი, რომელიც მუნიციპალიტეტს გადმოეცა და ამჯერად სასამართლო დავის ქვეშ არის. ვფიქრობ, დასრულდება ეს დავები და საზოგადოებას  ახალ, სერიოზულ პროექტებს, შევთავაზებთ, რომელიც როგორც დასაქმების, ისე ეკონომიკური აქტივობის და ახალგაზრდების მობილიზების კუთხით  ზვარესთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. აღსანიშნავია რომ, მთის საბჭოს წევრი გახლავთ, ჩვენი მაჟორიტარი, ბატონი პაატა კვიჟინაძე, რომლის წვლილიც ძალიან დიდი გახლავთ, არამარტო ზვარეში, ზოგადად ხარაგაულში მიმიდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან და მათ განხორციელებასთან დაკავშირებით.  ვფიქრობთ გუნდური მუშაობა შედეგს  ყოველთვის   იძლევა. საკრებულო, მერია, მაჟორიტარი დეპუტატი და მთავრობა ერთად ვახერხებთ დავძლიოთ ის პრობლემები, რაც  ჩვენ მოქალეებს გააჩნიათ.“  სოფელ ზვარეში ბეტონის საფარი 1500 მეტრიან მონაკვეთზე დაიგება. პროექტი მთის განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 650 000 ლარია.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0733.jpg
13/07/2021 13:06

ხარაგაულის მერი მოლითში გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი, მოადგილე დავით დევდარიანთან ერთად, სოფელ მოლითში ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო. კობა ლურსმანაშვილი ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტში აქტიურ ფაზაშია საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ჩვენ 43 სოფელში ვახორციელებთ გზების მობეტონება - მოასფალტებას. დამატებით ხორციელდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამა , სადაც მილიონის ლარის ფარგლებში დაიხარჯება თანხები პროექტებზე, რომელიც სოფლის ინფრასტრუქტურის გაძლიერებას მოხმარდება.“ სოფელ მოლითში ბეტონის საფარი 1 600 მეტრიან მონაკვეთზე დაიგება. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 235 056 ლარია.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/teatri%20es.jpg
10/07/2021 19:47

ფარცხნალში გალაქტიონზე გადაღებული ფილმის პრეზენტაცია გაიმართება

19 ივლისს, 16.00 საათზე, სოფელ ფარცხნალში , სადაც 1910 -11წწ,  19 წლის გალაკტიონ ტაბიძე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა, გალაკტიონ ტაბიძისადმი მიძღვნილი წიგნის  ,,გალაკტიონის ნატერფალებზე”  და იმავე სახელწოდების დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართება. ,,ეს წლები  გალაკტიონის ცხოვრების ერთერთი ყველაზე უკვლევი  პერიოდია. მკითხველი და მაყურებელი ბევრ სიახლეს გაიგებს ახალგაზრდა პედაგოგის ცხოვრებიდან, დასწრება თავისუფალია - წერს ფეისბუქის პირად გვერდზე  რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის მსახიობი და რეჟისორი იზა ვეფხვაძე. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot_1_2.png
10/07/2021 11:28

#ხარაგაულის გიმნაზია ჭიპასთვის

ყოვლადუსამღვდელოესი მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე)  ლოცვა-კურთხევით ორშაბათს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე,  დავით ჭიპაშვილის დასახმარებლად, ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური  ბანკის წარმომადგენლები მობრძანდებიან და სისხლის გაღების აქცია გაიმართება. გიმნაზიის   აღმასრულებელი დირექტორი, დეკანოზი პავლე ცერცვაძე მოუწოდებს ყველას, მათ  ვისაც სურვილი აქვს დახმარება გაუწიოს დავით ჭიპაშვილს, ჭიპას,  მობრძანდეს და გაიღოს სისხლი. აღებული თანხა პირდაპირ გადაირიცხება დავითის დასახმარებლად.  „მინდა დიდი პატივისცემით მოვუწოდო ყველა ადამიანს ვისაც აქვს საშუალება და სურვილი გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, რათა დავითი დაუბრუნდეს თავისი ლაღი ცხოვრების წესს. ამ დროისთვის  ათონის წმინდა მთაზე იმყოფება, მეუფე მელქისისედეკი, რომელიც 11 ივლისს ჩამობრძანდება და 12 ივლისს ხარაგაულში  საღვთო ლიტურგიას ჩაატარებს. ყოვლადუსამღვდელოესი მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე)  ლოცვა-კურთხევით იმედი მაქვს აქციაში, ბევრი გულმხურვალე ადამიანი ჩაერთვება. სასიხარულოა, რომ აქციაში ჩართვის სურვილი და მზაობა გამოხატა ასევე ჩვენმა მრევლმა ზესტაფონიდან. სისხლის გაღების აქცია 12 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ დავითმა დაასრულა სხივური თერაპია. 20 ივლისს არის დაგეგმილი ოპერაცია, რომელსაც 85 000 დოლარი ესაჭიროება. ხარაგაულში დავით ჭიპაშვილის დასახმარებლად 13 და 16 ივლისს საქველმოქმედო ღონისძიებები გაიმართება.  „თოჯინების თეატრი“ 13 ივლისს, 13:00 საათზე, გამართავს სპექტაკლს ,,სამი გოჭის თავგადასავალი“.  ბილეთის ფასი 3 ლარი. 16 ივლისს ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში ხარაგაულელი ახალგაზრდები საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot_2_1.png
06/07/2021 12:33

ხარაგაულის უნივერმაღის შენობა მუნიციპალიტეტის საკუთრება გახდა

  შენობა, რომელიც ხარაგაულის ცენტრში დგას და წლებია დაბის იერსახეს  ამახინჯებს, ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით,  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრება გახდა. წლების წინ ხარაგაულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და  გამორჩეული ადგილი , მალე ისევ დაამშვენებს დაბას. უნივერმაღის შენობა რომელზედაც წლების განმავლობაში საუბრობდნენ ხარაგაულში და რომლის რეაბილიტაციის თემაც გადაუჭრელ პრობლემად მიაჩნდათ, მერის კობა ლურსმანაშვილის, მონდომების და შესაბამის უწყებებთან  აქტიური კომუნიკაციის შედეგად მუნიციპალიტეტს მფლობელობაში გადმოეცა. ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, უნივერმაღის შენობას პროექტის ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება და მრავალფუნქციურად დაიტვირთება.  მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი უშუალოდ შეხვდა უნივერმაღში ბიზნეს საქმიანობით დაკავებულ პირებს და მათ პროექტთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია მიაწოდა. ვარლამ ჭიპაშვილი: ,,მერის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის , რომ ამ ადამიანებს  ნორმალური პირობები ჰქონდეთ საქმიანობისთვის. მერი იმოქმედებს მოსხლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. ყველა ხარაგაულელის მოსაზრებები და მოლოდინები პროექტთან დაკავშირებით  გათვალისწინებული იქნება.“ პროექტის ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ხარაგაულში რეაბილიტაცია რამდენიმე შენობას ჩაუტარდება , მათ შორის, უნივერმაღის შენობის სრული რებილიტაცია  ყველაზე ძვირადღირებული პროექტი იქნება.
სრულად