სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdasdgsdg44asd_5.jpg
12/08/2021 19:01

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია აუქციონს აცხადებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების პრივატიზების მიზნით განმეორებით ელექტრონულ აუქციონს აცხადებს, რომელიც 2021 წლის 17 აგვისტოს 16 საათზე გმოცხადდება და დასრულდება 2021 წლის 23 აგვისტოს 16 საათზე. აუქციონთან დაკავშირებით  იხილეთ დოკუმენტაცია          
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0275%20-%20Copy.jpg
12/08/2021 17:48

ვანი - ღუდუმექეთის დამაკავშირებელი გზის მობეტონება დასრულდა

მერის მოადგილე, დავით დევდარიანი საღანძილის მაჟორიტარ დეპუტატთან, დავით კიკნაძესთან და მერის წარმომადგენელთან, გოგა კიკნაძესთან ერთად ვანი _ ღუდუმექეთის დამაკავშირებელი გზის მობეტონების სამუშაოებს დაესწრო. პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი 1700 მეტრ მონაკვეთზე მოეწყო. დავით დევდარიანი: დასრულდა ვანი-ღუდუმექეთის დამაკავშირებელი გზის მობეტონება. დღეიდან ვანის და ღუდუმექეთის მოსახლეობას შეუძლია უმოკლესი გზით ისარგებლოს მუნიციპალურ ცენტრამდე. პროექტი გარდამავალი იყო და წელს დასრულდა. მერის მოადგილის, დავით დევდარინის ინფორმაციით მალე დაიწყება და გაგრძელდება  ვანი-სხლითის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა , რომელიც ასევე გარდამავალი პროექტი გახლავთ და წელს დასრულდება. დავით კიკნაძე: სოფელ ვანში 2016 წელს განხორცილდა პირველად გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები და 4 კილომეტრ მონაკვეთზე დაიგო ბეტონის საფარი.  წელს სრულიად დასრულდება ვანში და სხლითში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. საერთო ჯამში , ამ ორ სოფელში ბეტონის საფარი გზის 10 კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგება. შემდეგ ეტაპზე , პრიორიტეტული იქნება შიდა საუბნო გზების მოწესრიგება, რამდენიმე პროექტი უკვე მზად გვაქვს და დაფინანსების მიღების შემთხვევაში სამუშაოები დაიწყება.   2020-2021 წლების პროექტის ღირებულება 335 811 ლარი გახლდათ , სამუშაოებს შპს ,,კავკასენერგო“ აწარმოებს.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0130%20-%20Copy.JPG
12/08/2021 13:48

ლახუნდარაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი სოფელ ლახუნდარაში , კავილაძეების უბანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მერის წარმომადგენელთან როინ გელაშვილთან ერთად გაეცნო. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე , რომელიც რთული რელიეფით ხასიათდებოდა ბეტონის საფარი პირველად ეწყობა. ვარლამ ჭიპაშვილი: ხარაგაულის მერიის  ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურაა. წელს ინფრასტრუქტურული პროექტების სიმრავლით ნამდვილად გამოირჩევა ხარაგაული. ეს ადგილი ნამდვილად პრობლემური და გადასაადგილებლად რთული მონაკვეთი გახლდათ. მოსახლეობა ითხოვდა პრობლემის მოგვარებას და ადგილობრივმა თვითმმართველობამ , ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით და დახმარებით ამ პრობლემის მოგვარება შეძლო. გამორჩეულად აქტიური მოსახლეობა ცხოვრობს აქ , ისინი ზრუნავენ სოფლის პრობლემების გადაჭრაზე , თანამშრომლობენ ადგილობრივ თვითმმართველობასთან და შესაბამისად შედეგიც სახეზეა. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 108 ათას 500 ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში გზის 400 მეტრ მონაკვეთზე ბეტონის საფარი მოეწყობა, ასევე  გაკეთდება 25 მეტრ სიგრძის საყრდენი კედელი. წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში განსახორციელებლად მზადაა კიდევ ოთხი პროექტი, რომელიც როგორც კი დაფინანსება გაჩნდება გაკეთდება. ადგილობრივი მაცხოვრებელი, რუსუდან ქველაძე: სასიამოვნოა , ძალიან გახარებული და კმაყოფილები ვართ ყველანი, პირველად კეთდება გზა ამ  უბანში და ეს დიდი ბედნიერებაა ჩვენთვის. პოლიკო ხანთაძე: ბოლო სამი წელია დავბრუნდი სოფელში, 70 წლის ვარ და ახლა როგორც იქნა გზაც არის და წყალიც, ამ მხრივ პრობლემა აღარ გვაქვს. სამომავლოდ თუ გაზი შემოვა ძალიან კარგი იქნება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%20%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90_1.jpg
09/08/2021 20:07

მდინარე ჩხერიმელას სანაპიროზე ნაპირდამცავი კედელი შენდება

მდინარე ჩხერიმელას მარჯვენა სანაპიროზე, 67 მეტრ სიგრძის ნაპირდამცავი კედელი შენდება სტიქიის შედეგად დაზიანებული, მდინარე ჩხერიმელას ნაპირსამაგრის აღდგენა მიმდინარეობს  დაბა  ხარაგაულში,   ბაზრის  მიმდებარე ტერიტორიაზე. პროექტის ღირებულება 439 439 ლარია. გზის ნაპირდამცავი  ბეტონის კედლის მოწყობის პროცესს, დღეს მერის მოადგილე, დავით დევდარიანი დაესწრო. 67 მეტრ სიგრძის ნაპირდამცავი კედელი მდინარე ჩხერიმელას მარჯვენა სანაპიროზე მოეწყობა. აღნიშნული სამუშაოების განხორციელება, 2019 წელს, წყალმოვარდნისას, მდინარის ნაპირსამაგრის ჩაშლამ გამოიწვია.  შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან ფინანსდება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_66.jpg
09/08/2021 19:22

ორშაბათის თათბირის მთავარი მესიჯები

ორშაბათის ტრადიციული თათბირი მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა , მოადგილესთან დავით დევდარიანთან ერთად წარმართა. ხალხთან მეტი სიახლოვე, კომუნიკაცია, სოფლის მაცხოვრებლების საჭიროებების ცოდნა და მათზე დროული რეაგირება - ასეთია მერის პირველი მოადგილის მთავარი მესიჯი, მერის წარმომადგენლებისადმი. ვარლამ ჭიპაშვილი: ,, მერის წარმომადგენელმა  უნდა შეძლოს მოქალაქის  მდგომარეობის ზუსტი შეფასება და შემდეგ სწორი ორიენტირება მოახდინოს სოციალურ პროგრამებზე, რომ მოსახლეობას წვდომა გაუჩნდეს იმ ბენეფიტებზე და შესაძლებლობებზე , რასაც ხარაგაულის მერია მათ სთავაზობს.“ თათბირზე მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა სოციალურ საკითხებზე ისაუბრა. სოციალურ საკითხთა კომისია, მერის პირველი მოადგილის ხელმძღვანელობით, აქტიურად მუშაობს მოქალაქეების მიერ შემოსულ განცხადებებზე. ,,სამედიცინო გამოკვლევებს 500 ლარამდე ვაფინანსებთ, რასაც არცერთი სადაზღვევო კომპანია  არ ანაზღაურებს, გვაქვს ძალიან მოქნილი სოციალური პროგრამები , რომელიც იმიტომ შეიქმნა , რომ მოქალაქეებს მდგომარეობა შევუმსუბუქოთ, ჩვენი სურვილია ის ადამიანები , რომელთაც ამ ტიპის საჭიროებები აქვთ , ჩვენამდე მოვიდნენ და იმ ფინანსური რესურსით , რაც მუნიციპალიტეტს მათთვის აქვთ გამოყოფილი სარგებლობა შეძლონ.“  ვარლამ ჭიპაშვილმა სტიქიით დაზარალებული და  მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე მოქალაქეების განცხადებების შემსწავლელი კომისიის მუშაობაზე ისაუბრა და აღნიშა , რომ ახალი დებულებით  მერიას შესაძლებლობა აქვს განმეორებით დაეხმაროს მოქალაქეს, რომელსაც პირველ ჯერზე გაცემული თანხა მიზნობრივად აქვს გახარჯული. ,, ოჯახებს რომელიც მიზნობრივად გამოიყენებენ მიცემულ თანხას და კომისია შესაბამის დასკვნას წარმოადგენს, შესაძლებელია განმეორებით დავეხმაროთ, ასეთი შემთხვევები გვქონია და ჩვენი მიზანია იმ ოჯახს, რომელიც საჭიროების მიზნით იყენებს გაცემულ დაფინანსებას,  ბოლომდე მოვუგვაროთ პრობლემა.“ თათბირზე ვახანში მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნის მოთხოვნა  გააჟღერა ვახანის ადმინისტრაციული ერთეულში, მერის წარმომადგენლის თანაშემწემ  მაია ბერძულმა. ამ ეტაპზე მერიას მუნიციპალური ტრანსპორტის 5 სვლა გეზი აქვს შესყიდული. მერის პირველი მოადგილე აღნიშნავს, რომ ხარაგაულის მერიაში განიხილება ახალი მუნიციპალური სვლა-გეზების შესყიდვა, მათ შორის ვახანის ადმინისტრაციულ ერთეულშიც, რაც  ახალ ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_65.jpg
06/08/2021 16:49

ბაზალეთში, ნანიტაშვილების უბანში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

სოფელ ბაზალეთში , ნანიტაშვილების უბანში გზის დასრულებული პროექტი დაათვალიერეს მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა და მოადგილემ დავით დევდარიანმა.  ვარლამ ჭიპაშვილი: ,,მიუხედავად იმისა, რომ სოფელ ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში  საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით არაერთი მნიშვნელოვანი  პროექტი განხორციელდა , სოფელში მაინც რჩებოდა რთული მონაკვეთები, რომლებიც ჩვენგან შესაბამის ყურადღებას და რეაგირებას ითხოვდა.  ასეთი იყო ნანიტაშვილების უბნის მაცხოვრებლებისთვის, გზის ეს მონაკვეთი. მიხარია, რომ დაპირება შესრულდა. სოფელში კვლავ რჩება მოსაწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა, რომლის რეაბილიტაცია ხარაგაულის მერიის მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით 2022 -23 წლებში მოხდება.“  დავით დევდარიანი: ,,სოფელ ბაზალეთში, ნანიტაშვილების უბანში , ბეტონის საფარი  გზის 1000 მეტრ მონაკვეთზე დაიგო.  პროექტი  გარდამავალი იყო და 2022 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა  წინსწრებით დასრულდა.” ადგილობრივი მაცხოვრებელი, მზია ნანიტაშვილი: ,,ძალიან ცუდი გზა იყო ამ მონაკვეთზე, ლამის გაუვალი იყო ეს ადგილი , გადაადგილებაში გვიშლიდა ხელს, ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ ჩვენი თხოვნა გაითვალისწინეს და ეს პრობლემა ჩვენთვის მოგვარდა.“  პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 244 622 ლარით დაფინანსდა. სამუშაოებს ,,შპს ალპედე“  ასრულებდა.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0330.jpg
06/08/2021 15:30

სად შეხვდებიან საარჩევნო სუბიექტები ამომრჩევლებს და სად განთავსდება საარჩევნო-სააგიტაციო მასალები

დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდა. სხდომაზე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, საარჩევნო-სააგიტაციო მასალების განთავსების ადგილები დაამტკიცეს. როგორც სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ , მანანა ბარბაქაძემ განმარტა აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გამოკვრა საკულტო ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, პოლიციისა და სასამართლოს ინტერიერებსა და ექსტერიერებში, ასევე საგზაო ნიშნებზე. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები , საკრებულოს წევრებს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის  კომისიის თავმჯდომარემ ოთარ ლურსმანაშვილმა გააცნო, რომელმაც აღნიშნა , რომ სააგიტაციო მასალების გამოსაფენად განსაზღვრულ თითოეულ ადგილზე საარჩევნო სუბიექტებმა უნდა უზრუნველყონ საკუთარი სააგიტაციო მასალების გამოკვრა და გამოფენა იმ ფორმით, რომ დაცული იქნეს წინასაარჩევნო კამპანიაში (აგიტაციაში) მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტის თანაბარი შესაძლებლობა ისარგებლოს სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად განკუთვნილი ადგილით. განსაზღვრულ სააგიტაციო მასალების გამოსაფენ ადგილებში საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას საარჩევნო პლაკატი შემდეგი ზომებით: სიგრძე არა უმეტეს 60 სმ, სიგანე არაუმეტეს 42 სმ (A2 ფორმატი) საარჩევნო სუბიექტის მიერ გასაკრავი საარჩევნო პლაკატების მაქსიმალური რაოდენობა ერთ საარჩევნო სუბიექტზე განისაზღვროს 2 ცალით; შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. სხდომაზე ასევე განისაზღვრა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, საარჩევნო სუბიექტების ამომრჩევლებთან შეხვედრის ადგილები. იხილეთ: დანართი ინფორმაციისთვის, 2021 წლის ადგილობრივი თითმმართველობის ორგანოების არჩევნებზე სიახლე იქნება ოლქების დამსხვილება, რის საფუძველზეც ხარაგაულში მუნიციპალიტეტში 20-ის ნაცვლად 11   სამაჟორიტარო ოლქი იქნება. ეს სამაჟორიტარო ოლქებია: 1.დაბა; 2.ბაზალეთი, ლაშე, ღორეშა,სარგვეში; 3.ვარძია, წყალაფორეთი, ხიდარი; 4.კიცხი, ფარცხნალი; 5.ლეღვანი, ვახანი; 6.წიფა, ზვარე; 7.ხევი, ნადაბური; 8.ბორითი; 9.ხუნევი; 10.საღანძილე; 11.მოლითი.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/217389599_176763564437471_8970014981265788225_n.jpg
05/08/2021 15:17

მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამაში მონაწილეობისთვის , საპროექტო წინადადებების წარდგენა დაიწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ტექნიკური მხარდაჭერით ,,მონაწილეობითი ბიუჯეტის" პროექტის განხორციელება დაიწყო, საპროექტო წინადადებების წარდგენა შეგიძლიათ  სპეციალური სააპლიკაციო ფორმა საშუალებით. 2022 წლიდან ხარაგაულის  მაცხოვრებლები თავიანთი შეხედულებისამებრ, პრიორიტეტებიდან გამომდინარე, შეძლებენ დაგეგმონ საკუთარი ბიუჯეტი. პროგრამის მიზანია, გაზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე. სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში წარმოდგენილი ინიციატივებისთვის, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ბიუჯეტად 2022 წლისთვის 150 000 ლარით განისაზღვრება. გამოყოფილი თანხა მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პროექტების დასაფინანსებლად გაიხარჯება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში 2022 წლისთვის შესაძლებელია  მინიმუმ ხუთი საპროექტო წინადადება დაფინანსდეს. საპროექტო წინადადებების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხის მაქსიმალური ოდენობა , თითოეულზე არაუმეტეს 30 000 ლარი იქნება. საპროექტო წინადადებების წარდგენა ასევე შესაძლებელია მოხდეს ფიზიკურად, საპროექტო წინადადებების ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისთვის მიწოდებით, ან მერიაში განცხადების დატოვების გზით. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის მოსამზადებელი ეტაპი 31 ივლისს დასრულდა და 1 აგვისტოდან საპროექტო წინადადებების მიღება დაიწყო.  „დაგეგმე შენი ბიუჯეტის“ პროექტის განხორციელების ეტაპები: საპროექტო წინადადებების მიღების ეტაპი - 1 აგვისტოდან - 31 აგვისტომდე საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევა - 1 სექტემბრიდან  15 სექტემბრამდე კენჭისყრის ეტაპი - 16 სექტემბრიდან 31 ოქტომბრამდე გამარჯვებული პროექტის გამოვლენა და პროექტის დამუშავება ბიუჯეტში გათვალიწინების მიზნით - 1 ნოემბრიდან  10 ნოემბრამდე. 20 სექტემბერს ჩანიშნულია ღია კარის დღე, საკონსულტაციო შეხვედრა ხარაგაულის მერიაში გაიმართება. მოქალაქეს შეუძლია წარმოადგინოს ისეთი საპროექტო ინიციატივები, რომელთა განხორციელებაც არ სცილდება ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილებას, და ემსახურება საზოგადოებრივ კეთილდღეობას. მათ შორის: ინფრასტრუქტურული; ახალგაზრდული; საგანმანათლებლო; კულტურული; სოციალური; სპორტული; მოქალაქეების მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა იგეგმებოდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; ბ) საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა შედიოდეს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებში; გ) საპროექტო წინადადების გასანხორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხა არ უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით დადგენილ მაქსიმუმს; დ) წინადადებით შემოთავაზებული პროექტი არ უნდა იყოს მიმდინარე, ან ისედაც გათვალისწინებული ბიუჯეტში (ბიუჯეტის პროექტში); ე) პროექტის განხორციელება უნდა იყოს ტექნიკურად შესაძლებელი (მაგალითად, სათამაშო მოედნისთვის უნდა არსებობდეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი). ამავე თემაზე იხილეთ: ხარაგაულის მერია მოქალაქეებს სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამას სთავაზობს
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_64.jpg
05/08/2021 13:53

დღეს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდა. სხდომაზე  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით,  საარჩევნო-სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების   შესახებ  იმსჯელეს. განისაზღვრა ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩევნების დროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, საარჩევნო სუბიექტების ამომრჩევლებთან შეხვედრის ადგილები.  2021 წლის ადგილობრივი თითმმართველობის ორგანოების არჩევნებზე სიახლე იქნება  ოლქების დამსხვილება, რის საფუძველზეც  ხარაგაულში  მუნიციპალიტეტში  20-ის  ნაცვლად  11   სამაჟორიტარო  ოლქი  იქნება. ეს სამაჟორიტარო ოლქებია:  1.დაბა; 2.ბაზალეთი,  ლაშე,  ღორეშა,სარგვეში; 3.ვარძია,  წყალაფორეთი, ხიდარი; 4.კიცხი, ფარცხნალი; 5.ლეღვანი,  ვახანი; 6.წიფა, ზვარე; 7.ხევი,  ნადაბური; 8.ბორითი; 9.ხუნევი; 10.საღანძილე; 11.მოლითი. ხვალ 06 აგვისტოს 10.00 საათზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_57_1_1_1_3.jpg
04/08/2021 18:23

საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება

ხვალ, 5 აგვისტოს, 11.00 საათზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება. სხდომაზე  06 აგვისტოს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგს დაამტკიცებენ   საკითხთა ნუსხა 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო სუბიექტების ამომრჩევლებთან შეხვედრის უზრუნველყოფისათვის შეხვედრის ადგილების გამოყოფის შესახებ მომხს: ოთარ  ლურსმანაშვილი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოწვეული იქნეს მიმდინარე წლის 06 აგვისტოს 10.00 საათზე.
სრულად