სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0045_1.JPG

როგორ მიმდინარეობს დასაქმების ხელშწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამა ხარაგაულში

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით სოფლებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები გრძელდება.

მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან , კახა გოლუბიანთან ერთად შეხვედრა სარგვეშის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართა.

ხარაგაულში დასაქმების ხელშეწყობის მასშტაბური პროგრამის ფარგლებში, საზოგადოებრივ სამუშაოებზე, 100 ადამიანი დასაქმდა.

ადგილობრივი თვითმმართველობა პროგრამის ბენეფიციარებს შესაბამის სამუშაო გარემოს სთავაზობს.

ბენეფიციარებისთვის სამუშაოს მიმწოდებლები ხარაგაულის სათნოების სახლი, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური, ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრი, ბაღების გაერთიანება და კულტურისა და ხელოვნების ცენტრია.

დასაქმების პროგრამაში ჩართული პირები საზოგადოებრივ სამუშაოებს ასრულებენ. შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი სამუშაო ისეთ ვაკანტურ ადგილზე დასაქმებას გულისხმობს, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია.

უკვე ერთი თვეა დასაქმების პროგრამის 12 ბენეფიციარი , აქტიურად არის ჩართული სათნოების სახლის საქმიანობაში.

სათნოების სახლის დირექტორის, თამარ შავიძის ინფორმაციით , ბენეფიციარები საკვების მომზადება, დაფასოებასა და მომსახურებაში ინაწილებენ პასუხისმგებლობებს.

 თამარ შავიძე:

,, სათნოების სახლის ყოველდღიურ საქმიანობაში ხდება ამ ადამიანების ჩართულობა და შრომის გადანაწილება. დასაქმების პროგრამის ბენეფიციარები პასუხისმგებლობის გრძნობით და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით გამოირჩევიან, ჩვენ მათ ადამიანურ რესურსს მიზანმიმართულად და სწორად ვიყენებთ.“

 ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში სოციალურად დაუცველი ბენეფიციარები შენობა-ნაგებობების, ეზოს მოვლა-დასუფთავების და აღმზრდელთათვის არაკვალიფიციური დამხმარის სტატუსით დასაქმდნენ.

 თამარ ლაცაბიძე:

,,საჭიროების შემთხვევაში დასაქმებული პერსონალი საბავშვო ბაღებს ნებისმიერი ტექნიკური პრობლემის მოგვარებაში ეხმარება. ვფიქრობ ბენეფიციარების საქმიანობა კიდევ უფრო შრომატევადი გახდება , ზამთრის სეზონზე , როცა საჭირო იქნება საბავშვო ბაღებში საწვავი მერქნის დაჭრა-დასაწყობება, დიდთოვლობის დროს კი შენობების გადათოვლა და ეზოს გასაწმენდი სამუშაოების ჩატარება. გვყავს აღმზრდელთათვის არაკვალიფიციური დამხმარე. ამ ადამიანებს გათავისებული აქვთ თავიანთი მოვალეობები და პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქმეს.”

ხარაგაულში დასაქმების პროგრამის ბენეფიციარები ასევე მუშაობენ კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურში. სწორედ მათ მიერ ხდება , სოფლებში ქაოტური ნაგავსაყრელების დასუფთავება.

ხარაგაულის მერია დასაქმების პროგრამის და დასაქმებული ბენეფიციარების შესახებ რეგულარულად მოგაწვდით ინფორმაციას.

საზოგადოებრივი სამუშაოების ფარგლებში, ახალი ვაკანსიების რეგისტრაცია მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.

დასაქმების პროგრამაში ჩასართავად, ბენეფიციარებს შეუძლიათ მიმართონ სოციალური მომსახურების ან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის ცენტრებსhttp://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=18

 

ნანახია: 1069 - ჯერ