სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0072.JPG

ხარაგაულის კინოთეატრში დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა

რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურულმა თეატრმა,  ხარაგაულელ მაყურებელს, ეპოქალური ქართველის , დიდი მეცნიერის , ლეგენდარული ევგენი ხარაძის ცხოვრებისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი, -  ,,ვარსკვლავიერი ზეცის მესაიდუმლე“ წარუდგინა.

 ნაჩვენები გახლდათ ასევე ფარცხნალში, გალაკტიონ ტაბიძის პედაგოგიური მოღვაწეობისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი ,,გალაკტიონის ნატერფალებზე".

იზა ვეფხვაძე:

 ძალიან შრომატევადია დოკუმენტურ ფილმზე მუშაობა, ამას სჭირდება ბევრი ძიება , არქივში მუშაობა, უცხო, ახალი და საინტერესო ინფორმაციის მოპოვება. ჩვენ მომავალი თაობებისთვის ვმუშაობთ, ვცდილობთ ისინი ამ ისტორიებს ვაზიაროთ და ღირსეულ ფესვებზე დავაყენოთ. განათლების სამინისტროს თხოვნით, ვფიქრობთ ფილმი დისკებზე გადავიტანოთ და სკოლებს მივაწოდოთ."

იზა ვეფხვაძის ინფორმაციით, ევგენი ხარაძისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის  ჩვენება 6 ივლისს თბილისში, მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართება.

,,პანთეონის ბინადარნი" - ასეთი იქნება მორიგი დოკუმენტური ფილმის სახელწოდება, რომელზეც  ლიტერატურული თეატრი მუშაობას სულ მალე დაიწყებს.

ფილმი იმ დიდებულ ხარაგაულელებს მიეძღვნება,  რომლებიც დიდუბის პანთეონში არიან დაკრძალულნი.

 

 

ნანახია: 315 - ჯერ