სპორტული თევზაობა ,,სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი"-ს ორგანიზებით გაიმართა.
პირველი ადგილი სოფელ ხიდრის მაცხოვრებელმა, ლევან ბერაძემ დაიკავა, მეორე და მესამე ადგილი ლეღვნელ ირინა შარიქაძეს და ლუკა მაღრაძეს ხვდა წილად.
გამარჯვებულები "სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი"-ს დირექტორმა, რევაზ შერგელაშვილმა, სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.