სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/291746636_5238633742840525_1209958034204677719_n.jpg

ხარაგაულის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,უბისი“ საბერძნეთის საგასტროლო საგზურით დააჯილდოვეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,უბისი“ ფოლკლორის საბავშვო და  ახალგაზრდული ფესტივალში მონაწილეობდა.

ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის ორგნიზებით, ფესტივალი ,,მომავალი ჩვენია“ საქართველოს შავიზღვისპირა ქალაქში, ქობულეთში  გაიმართა,  რომელშიდაც ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ.

 ფესტივალზე , ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის სახელით ანსამბლ ,,უბისს“  საიუბილეო 25 წელი მიულოცეს და საზეიმო ვითარებაში, ანსამბლის ხელმძღვანელები, ელისო და ზაზა ლურსმანაშვილები, ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატიო მედლებით და საბერძნეთის რესპუბლიკაში საგასტროლო საგზურით დააჯილდოვეს.

 აღინიშნა , რომ ბატონი ზაზა და ქალბატონი ელისო არაერთი თაობის ღირსეულად აღმზრდელი ქორეოგრაფები და ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ გამართული ფესტივალ - კონკურსების ლაურეატები არიან.

ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის სახელით, ანსამბლ ,,უბისს“ 1000 ევროიანი ვაუჩერი და საბერძნეთის რესპუბლიკის საგასტროლო საგზური გადაეცა.

ფოლკლორის საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალში ,,მომავალი ჩვენია“ მონაწილეობისა და მაღალი საშემსრულებლო ოსტატობისთვის,  ანსამბლი ,,უბისი“ ლაურეატის წოდებით დაჯილდოვდა.

 ვულოცავთ ანსამბლ ,,უბისს“ და ელისო და ზაზა ლურსმანაშვილებს.

 ულევ წარმატებას და მრავალი ღირსეული თაობის აღზრდას ვუსურვებთ.

ნანახია: 926 - ჯერ