სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/1638173257.jpg

ხარაგაულში შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველყოფის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ხარაგაულში, ქუთაისის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის წარმომადგენლებმა საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართეს.

ცენტრის საქმიანობა მიზნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხარდაჭერას და მათთვის სერვისების სწორად მიწოდებას ისახავს  .

შეხვედრაზე მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა, დეტალურად მოისმინეს  ინფორმაცია დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრების მნიშვნელობაზე, ფუნქციებსა და სერვისებზე.

ხარაგაულის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა, ნანა კიკნაძემ ორგანიზაციის წარმომადგენლებს,  მერიაში მოქმედი ის სერვისები გააცნო, რომელიც შშმ პირთა დახმარებას ითვალისწინებს.

შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს , რომლის მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხარდაჭერა და მათთვის სერვისების სწორად მიწოდება იქნება.

დიმიტრი სილაგაძე:

,,საქართველოში დაიწყო დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრების პროგრამა, რომელიც მიზნად შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფას და მათ  საზოგადოებაში ინკლუზიას ისახავს.

ჩვენი ორგანიზაცია შშმ პირთა ორგანიზაციაა, სადაც ორგანიზაციის წევრები, დამფუძნებლებიც და გამგეობის წევრებიც შშმ პირები არიან .

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თვითმმართველობებთან თანამშრომლობა.

პირველ რიგში უნდა შეიქმნას სერვისები , რომელიც ხელმისაწვდომი იქნება შშმ პირებისთვის, ეს იქნება, ინფრასტრუქტურული პროექტების, ჯანდაცვის თუ განათლების მხრივ."

ორმხრივი ინფორმაციის გაცვლისას,  დადებითად შეფასდა ხარაგაულის მერიის სოციალური პროგრამები და აღინიშნა რომ ის სერვისები, რასაც მუნიციპალიტეტი ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს სთავაზობს,  შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველყოფისთვის ერთ-ერთი გზაა.

ნანახია: 947 - ჯერ