სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0150.jpg
13/08/2021 21:03

ქვეყნის მთავარმა იმუნოლოგმა, ამირან გამყრელიძემ ბორითის კოვიდცენტრი მოინახულა

დღეს  ბორითის  სამედიცინო  დაწესებულებაში, კოვიდ-19- ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის  პროცესს,   დაავადებათა კონტროლის  ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე  ადგილზე  გაეცნო და  მუნიციპალიტეტში არსებული  ეპიდვითარება  შეაფასა. ქვეყნის მთავარმა  იმუნოლოგმა  ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის  მერის  პირველ  მოადგილე  ვარლამ  ჭიპაშვილთან  ერთად,  იმ  პრევენციული ღონისძიებების  შესახებ იმსჯელა,  რომელიც   თავის  მხრივ  ხელს  შეუწყობს  მუნიციპალიტეტში  ვაქცინაციის  გააქტიურებას.  შეხვედრას  ასევე  ესწრებოდნენ, დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა  გიორგიძე, რეგიონული  ჯანდაცვის  ცენტრის  დირექტორი  გიორგი  ამურველაშვილი, ხარაგაულის  მერიის  ჯანდაცვისა  და  სოციალური  დაცვის  განყოფილების  უფროსი  ალექსანდრე   ტაბატაძე  და     ა(ა)  იპ  ,,ჯანდაცვის  ცენტრის“  ეპიდემიოლოგი  გულნაზი  ვეფხვაძე. როგორც  ვარლამ  ჭიპაშვილმა  განმარტა,  მუნიციპალიტეტში აცრები  ორ ლოკაციაზე - ხარაგაულის  კლინიკასა  და  ბორითის  გადაუდებელ  ცენტრში   ხორციელდება  და   მოქალაქეთა  ტრანსპორტირებას    მერია უზრუნველყოფს.    მისივე  ინფორმაციით,   ვაქცინაციის  შეუფერხებლად  წარმართვისათვის,  შექმნილია  შტაბი და ადგილობრივი  ხელისუფლება  ამ  კუთხით  მოსახლეობას  მაქსიმალურად ხელს  უწყობს. ამირან  გამყრელიძის  განცხადებით,   საქართველოში  ბოლო პერიოდში  კოვიდ სტატისტიკა  საკმაოდ  შემაშფოთებელია  და  ამ  რთულ  ვითარებაში  ერთადერთი  გამოსავალი  ვაქცინაციაა.  ,, ფაქტიურად  ომში  ვართ  და აუცილებელია   ერთმანეთს გავუწიოთ ანგარიში,  მოვუფრთხილდეთ საკუთარ და სხვათა სიცოცხლეს. ავიცრათ,  ვატაროთ  პირბადე  და  დავიცვათ  სოციალური  დისტანცია. ჩვენი მთავარი მიზანია, ქვეყანაში პანდემია დავასრულოთ, რისთვისაც  საჭიროა,  რაც შეიძლება მეტი  ადამიანი  იყოს  ვაქცინირებული.  უნდა  გააქტიურდეს    მუნიციპალიტეტში ამ  მიმართულებით  მუშაობა  და რაც  ყველაზე  მთავარია,   სწორი  ინფორმაცია  მივაწოდოთ  მოსახლეობას.“-განმარტა  ამირან  გამყრელიძემ. ხარაგაულის  მუნიციპალიტეტში  ამ ეტაპზე  ეპიდემიოლოგიური  სტატისტიკა ასეთია:  საერთო  ჯამში 878  პირია  დაინფიცირებული, სტაციონარულ მკურნალობას  30 პაციენტი გადის,  გამოჯანმრთელებულია  714,  გარდაცვლილია 17;  თვითიზოლაციაში,  დაახლოებით,  135 ადამიანი  იმყოფება.  აცრილია- 1374.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/ghtrtre.jpg
13/08/2021 15:18

ჩაერთე პროექტში ,,დაგეგმე შენი ბიუჯეტი,,

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ტექნიკური მხარდაჭერით ,,მონაწილეობითი ბიუჯეტის" პროექტის განხორციელება დაიწყო, საპროექტო წინადადებების წარდგენა შეგიძლიათ სპეციალური სააპლიკაციო ფორმის საშუალებით. 16 აგვისტოდან პროგრამის განსახორციელებლად შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინიტრაციულ ერთეულებში, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს დაიწყებენ. სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში წარმოდგენილი ინიციატივებისთვის, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ბიუჯეტად 2022 წლისთვის 150 000 ლარით განისაზღვრება. გამოყოფილი თანხა მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პროექტების დასაფინანსებლად გაიხარჯება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში 2022 წლისთვის შესაძლებელია მინიმუმ ხუთი საპროექტო წინადადება დაფინანსდეს. საპროექტო წინადადებების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხის მაქსიმალური ოდენობა , თითოეულზე არაუმეტეს 30 000 ლარი იქნება. საპროექტო წინადადებების წარდგენა ასევე შესაძლებელია მოხდეს ფიზიკურად, საპროექტო წინადადებების ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისთვის მიწოდებით, ან მერიაში განცხადების დატოვების გზით.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0201.jpg
13/08/2021 14:34

ხარაგაულის მერიაში სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური შეიქმნა

საჯარო მოხელის კარიერული განვითარების საფუძველზე, 2021 წლის 9 აგვისტოდან სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად ზურაბ იჩქიტიძე დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე, სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსად მუშაობდა. ასევე საჯარო მოხელის კარიერული განვითარების საფუძველზე განხორციელდა საკადრო ცვლილება, და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის, იურიდიული განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, თამთა მეტრეველი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის, მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტად დაინიშნა სახელმწიფო შესყიდვების სამართლებრივ საკითხებში.      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_57_1_1_1_2_1.jpg
13/08/2021 10:12

16 აგვისტოს ბიუროს სხდომა გაიმართება

16 აგვისტოს, საკრებულოს თავმჯდომარის , მანანა ბარბაქაძის ხელმძღვანელობით, ბიუროს სხდომა გაიმართება. ბიუროს სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 6 სექტემბრის საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ იმსჯელებენ. 16 აგვისტოს ბიუროს მორიგი სხდომის  საკითხთა ნუსხა  ასე გამოიყურება: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს:პავლე კიკალიშვილი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: ვლადიმერ გელაშვილი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N19 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს:კახაბერ გოლუბიანი.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdasdgsdg44asd_5.jpg
12/08/2021 19:01

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია აუქციონს აცხადებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების პრივატიზების მიზნით განმეორებით ელექტრონულ აუქციონს აცხადებს, რომელიც 2021 წლის 17 აგვისტოს 16 საათზე გმოცხადდება და დასრულდება 2021 წლის 23 აგვისტოს 16 საათზე. აუქციონთან დაკავშირებით  იხილეთ დოკუმენტაცია          
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0275%20-%20Copy.jpg
12/08/2021 17:48

ვანი - ღუდუმექეთის დამაკავშირებელი გზის მობეტონება დასრულდა

მერის მოადგილე, დავით დევდარიანი საღანძილის მაჟორიტარ დეპუტატთან, დავით კიკნაძესთან და მერის წარმომადგენელთან, გოგა კიკნაძესთან ერთად ვანი _ ღუდუმექეთის დამაკავშირებელი გზის მობეტონების სამუშაოებს დაესწრო. პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი 1700 მეტრ მონაკვეთზე მოეწყო. დავით დევდარიანი: დასრულდა ვანი-ღუდუმექეთის დამაკავშირებელი გზის მობეტონება. დღეიდან ვანის და ღუდუმექეთის მოსახლეობას შეუძლია უმოკლესი გზით ისარგებლოს მუნიციპალურ ცენტრამდე. პროექტი გარდამავალი იყო და წელს დასრულდა. მერის მოადგილის, დავით დევდარინის ინფორმაციით მალე დაიწყება და გაგრძელდება  ვანი-სხლითის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა , რომელიც ასევე გარდამავალი პროექტი გახლავთ და წელს დასრულდება. დავით კიკნაძე: სოფელ ვანში 2016 წელს განხორცილდა პირველად გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები და 4 კილომეტრ მონაკვეთზე დაიგო ბეტონის საფარი.  წელს სრულიად დასრულდება ვანში და სხლითში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. საერთო ჯამში , ამ ორ სოფელში ბეტონის საფარი გზის 10 კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგება. შემდეგ ეტაპზე , პრიორიტეტული იქნება შიდა საუბნო გზების მოწესრიგება, რამდენიმე პროექტი უკვე მზად გვაქვს და დაფინანსების მიღების შემთხვევაში სამუშაოები დაიწყება.   2020-2021 წლების პროექტის ღირებულება 335 811 ლარი გახლდათ , სამუშაოებს შპს ,,კავკასენერგო“ აწარმოებს.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0130%20-%20Copy.JPG
12/08/2021 13:48

ლახუნდარაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი სოფელ ლახუნდარაში , კავილაძეების უბანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მერის წარმომადგენელთან როინ გელაშვილთან ერთად გაეცნო. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე , რომელიც რთული რელიეფით ხასიათდებოდა ბეტონის საფარი პირველად ეწყობა. ვარლამ ჭიპაშვილი: ხარაგაულის მერიის  ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურაა. წელს ინფრასტრუქტურული პროექტების სიმრავლით ნამდვილად გამოირჩევა ხარაგაული. ეს ადგილი ნამდვილად პრობლემური და გადასაადგილებლად რთული მონაკვეთი გახლდათ. მოსახლეობა ითხოვდა პრობლემის მოგვარებას და ადგილობრივმა თვითმმართველობამ , ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით და დახმარებით ამ პრობლემის მოგვარება შეძლო. გამორჩეულად აქტიური მოსახლეობა ცხოვრობს აქ , ისინი ზრუნავენ სოფლის პრობლემების გადაჭრაზე , თანამშრომლობენ ადგილობრივ თვითმმართველობასთან და შესაბამისად შედეგიც სახეზეა. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 108 ათას 500 ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში გზის 400 მეტრ მონაკვეთზე ბეტონის საფარი მოეწყობა, ასევე  გაკეთდება 25 მეტრ სიგრძის საყრდენი კედელი. წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში განსახორციელებლად მზადაა კიდევ ოთხი პროექტი, რომელიც როგორც კი დაფინანსება გაჩნდება გაკეთდება. ადგილობრივი მაცხოვრებელი, რუსუდან ქველაძე: სასიამოვნოა , ძალიან გახარებული და კმაყოფილები ვართ ყველანი, პირველად კეთდება გზა ამ  უბანში და ეს დიდი ბედნიერებაა ჩვენთვის. პოლიკო ხანთაძე: ბოლო სამი წელია დავბრუნდი სოფელში, 70 წლის ვარ და ახლა როგორც იქნა გზაც არის და წყალიც, ამ მხრივ პრობლემა აღარ გვაქვს. სამომავლოდ თუ გაზი შემოვა ძალიან კარგი იქნება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%20%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90_1.jpg
09/08/2021 20:07

მდინარე ჩხერიმელას სანაპიროზე ნაპირდამცავი კედელი შენდება

მდინარე ჩხერიმელას მარჯვენა სანაპიროზე, 67 მეტრ სიგრძის ნაპირდამცავი კედელი შენდება სტიქიის შედეგად დაზიანებული, მდინარე ჩხერიმელას ნაპირსამაგრის აღდგენა მიმდინარეობს  დაბა  ხარაგაულში,   ბაზრის  მიმდებარე ტერიტორიაზე. პროექტის ღირებულება 439 439 ლარია. გზის ნაპირდამცავი  ბეტონის კედლის მოწყობის პროცესს, დღეს მერის მოადგილე, დავით დევდარიანი დაესწრო. 67 მეტრ სიგრძის ნაპირდამცავი კედელი მდინარე ჩხერიმელას მარჯვენა სანაპიროზე მოეწყობა. აღნიშნული სამუშაოების განხორციელება, 2019 წელს, წყალმოვარდნისას, მდინარის ნაპირსამაგრის ჩაშლამ გამოიწვია.  შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან ფინანსდება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_66.jpg
09/08/2021 19:22

ორშაბათის თათბირის მთავარი მესიჯები

ორშაბათის ტრადიციული თათბირი მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა , მოადგილესთან დავით დევდარიანთან ერთად წარმართა. ხალხთან მეტი სიახლოვე, კომუნიკაცია, სოფლის მაცხოვრებლების საჭიროებების ცოდნა და მათზე დროული რეაგირება - ასეთია მერის პირველი მოადგილის მთავარი მესიჯი, მერის წარმომადგენლებისადმი. ვარლამ ჭიპაშვილი: ,, მერის წარმომადგენელმა  უნდა შეძლოს მოქალაქის  მდგომარეობის ზუსტი შეფასება და შემდეგ სწორი ორიენტირება მოახდინოს სოციალურ პროგრამებზე, რომ მოსახლეობას წვდომა გაუჩნდეს იმ ბენეფიტებზე და შესაძლებლობებზე , რასაც ხარაგაულის მერია მათ სთავაზობს.“ თათბირზე მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა სოციალურ საკითხებზე ისაუბრა. სოციალურ საკითხთა კომისია, მერის პირველი მოადგილის ხელმძღვანელობით, აქტიურად მუშაობს მოქალაქეების მიერ შემოსულ განცხადებებზე. ,,სამედიცინო გამოკვლევებს 500 ლარამდე ვაფინანსებთ, რასაც არცერთი სადაზღვევო კომპანია  არ ანაზღაურებს, გვაქვს ძალიან მოქნილი სოციალური პროგრამები , რომელიც იმიტომ შეიქმნა , რომ მოქალაქეებს მდგომარეობა შევუმსუბუქოთ, ჩვენი სურვილია ის ადამიანები , რომელთაც ამ ტიპის საჭიროებები აქვთ , ჩვენამდე მოვიდნენ და იმ ფინანსური რესურსით , რაც მუნიციპალიტეტს მათთვის აქვთ გამოყოფილი სარგებლობა შეძლონ.“  ვარლამ ჭიპაშვილმა სტიქიით დაზარალებული და  მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე მოქალაქეების განცხადებების შემსწავლელი კომისიის მუშაობაზე ისაუბრა და აღნიშა , რომ ახალი დებულებით  მერიას შესაძლებლობა აქვს განმეორებით დაეხმაროს მოქალაქეს, რომელსაც პირველ ჯერზე გაცემული თანხა მიზნობრივად აქვს გახარჯული. ,, ოჯახებს რომელიც მიზნობრივად გამოიყენებენ მიცემულ თანხას და კომისია შესაბამის დასკვნას წარმოადგენს, შესაძლებელია განმეორებით დავეხმაროთ, ასეთი შემთხვევები გვქონია და ჩვენი მიზანია იმ ოჯახს, რომელიც საჭიროების მიზნით იყენებს გაცემულ დაფინანსებას,  ბოლომდე მოვუგვაროთ პრობლემა.“ თათბირზე ვახანში მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნის მოთხოვნა  გააჟღერა ვახანის ადმინისტრაციული ერთეულში, მერის წარმომადგენლის თანაშემწემ  მაია ბერძულმა. ამ ეტაპზე მერიას მუნიციპალური ტრანსპორტის 5 სვლა გეზი აქვს შესყიდული. მერის პირველი მოადგილე აღნიშნავს, რომ ხარაგაულის მერიაში განიხილება ახალი მუნიციპალური სვლა-გეზების შესყიდვა, მათ შორის ვახანის ადმინისტრაციულ ერთეულშიც, რაც  ახალ ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_65.jpg
06/08/2021 16:49

ბაზალეთში, ნანიტაშვილების უბანში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

სოფელ ბაზალეთში , ნანიტაშვილების უბანში გზის დასრულებული პროექტი დაათვალიერეს მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა და მოადგილემ დავით დევდარიანმა.  ვარლამ ჭიპაშვილი: ,,მიუხედავად იმისა, რომ სოფელ ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში  საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით არაერთი მნიშვნელოვანი  პროექტი განხორციელდა , სოფელში მაინც რჩებოდა რთული მონაკვეთები, რომლებიც ჩვენგან შესაბამის ყურადღებას და რეაგირებას ითხოვდა.  ასეთი იყო ნანიტაშვილების უბნის მაცხოვრებლებისთვის, გზის ეს მონაკვეთი. მიხარია, რომ დაპირება შესრულდა. სოფელში კვლავ რჩება მოსაწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა, რომლის რეაბილიტაცია ხარაგაულის მერიის მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით 2022 -23 წლებში მოხდება.“  დავით დევდარიანი: ,,სოფელ ბაზალეთში, ნანიტაშვილების უბანში , ბეტონის საფარი  გზის 1000 მეტრ მონაკვეთზე დაიგო.  პროექტი  გარდამავალი იყო და 2022 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა  წინსწრებით დასრულდა.” ადგილობრივი მაცხოვრებელი, მზია ნანიტაშვილი: ,,ძალიან ცუდი გზა იყო ამ მონაკვეთზე, ლამის გაუვალი იყო ეს ადგილი , გადაადგილებაში გვიშლიდა ხელს, ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ ჩვენი თხოვნა გაითვალისწინეს და ეს პრობლემა ჩვენთვის მოგვარდა.“  პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 244 622 ლარით დაფინანსდა. სამუშაოებს ,,შპს ალპედე“  ასრულებდა.  
სრულად