სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/299286819_5351823691521529_7673600278901778721_n.jpg

ნოდარ ახალკაცის ხსოვნისადმი მიძღვნილი თასის გათამაშება ,,ქროლის ოსტატის“ გუნდის გამარჯვებით დასრულდა

14 აგვისტოს მურთაზ და სოსო აბაშიძეების სახელობის სტადიონზე ,,სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი"-ს ორგანიზებით შვიდკაცა ფეხბურთში  ნოდარ ახალკაცის ხსოვნისადმი მიძღვნილი თასის გათამაშება დასრულდა.  ტურნირში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 11 ადმინისტრაციული ერთეულის  გუნდი იღებდა მონაწილეობას.

  ფინალურ შეხვედრაში ქროლის ( ოსტატი) გუნდმა ვარძიის ფეხბურთელთა გუნდი პენალტების სერიაში დაამარცხა.

  გამარჯვებულ გუნდს, ნოდარ ახალკაცის სახელობის გარდამავალი თასი, საკრებულოს წევრმა, ირმა ვაქერ- სებისკვერაძემ გადასცა.

 თამაშის დასასრულს 6 ნომინაციაში გამარჯვებული  გამოვლინდა, რომელთაც სამშენებლო კომპანია "ოსტატი" ს მიერ დაწესებული პრიზები გადაეცათ:

საუკეთესო მეკარე, ჯონი შეროზია.

საუკეთესო ფეხბურთელი, ჯონი შეროზია.

 საუკეთესო თავდამსხმელი,  ნიკა ხარაიშვილი.

საუკეთესო მცველი, ირაკლი კიკნაძე.

ვეტერანი ფეხბურთელი, სოსო აბაშიძე.

ბომბარდირი,  გიორგი ჭუმბაძე.

,,ოსტატის“  მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები გადაეცათ: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველ   მოადგილეს, ვარლამ ჭიპაშვილს და  სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორს, რევაზ შერგელაშვილს.

სამშენებლო კომპანია ,,ოსტატის“ მიერ დაწესებული ფულადი თანხით (1500 ლარი) დაჯილდოვდა გამარჯვებული ქროლის(ოსტატი) გუნდი ,  ხოლო მეორე ადგილზე გასულ ვარძიის გუნდს  500 ლარი გადაეცა.

 სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი მადლობას უხდის სამშენებლო კომპანია "ოსტატი"-ს დამფუძნებელს , შალვა შარიქაძეს,  დირექტორს დავით ტაბატაძეს და  ქროლის ( ოსტატი) გუნდის პრეზიდენტს,  შმაგი კიკნაძეს გაწეული მხარდაჭერისთვის.

ნანახია: 420 - ჯერ