სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/meor%20sat.JPG

დეკანოზმა თომა (ლაცაბიძე), ხარაგაულის წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის ტაძარში , პირველი საღვთო ლიტურგია აღავლინა

ხარაგაულის წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის ტაძარში, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის მელქისედეკ (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით დღეს პირველი საღვთო ლიტურგია ჩატარდა.

საღვთო ლიტურგია დეკანოზმა თომა ( ლაცაბიძე) აღავლინა. მამა თომამ მრევლს პირველი საღვთო ლიტურგია მიულოცა და ტაძრის მაშენებელს, მამუკა არევაძეს, მის ოჯახს და ტაძრის შენებაში მონაწილე თითოეულ ადამიანს გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.

,,მადლობა უფალს , რომ მოგვეცა შესაძლებლობა საღვთო ლიტურგიის თანამონაწილეები ვყოფილიყავით, მადლობა მის ყოვლად უსამღვდელოესობას, მეუფე მელქისედეკს. ჩვენს ეპარქიაში ძალიან ბევრი ტაძარი და საღვთო პირი იკურთხა მისი ხელდასმით . ამ ტაძრის კურთხევაც მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ისტორიის ერთ-ერთ ნაწილია. ულამაზესი ტაძარი აშენდა, ახლა დროა ჩვენს გულებში დავიწყოთ ტაძრის შენება“-

ბრძანა ქადაგებისას დეკანოზმა თომამ (ლაცაბიძე).

ნანახია: 633 - ჯერ