სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/kkfkskafaf.jpg

ხარაგაულის წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის ტაძარში პირველი საღვთო ლიტურგია ჩატარდა

ხარაგაულის წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის ტაძარში, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის მელქისედეკ (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით დღეს პირველი საღვთო ლიტურგია ჩატარდა.

 საღვთო ლიტურგია დეკანოზმა თომა ( ლაცაბიძე) აღავლინა.

 მამა თომამ მრევლს პირველი საღვთო ლიტურგია მიულოცა და ტაძრის მაშენებელს, მამუკა არევაძეს, მის ოჯახს და ტაძრის შენებაში მონაწილე თითოეულ ადამიანს გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.

,,მადლობა უფალს , რომ მოგვეცა შესაძლებლობა საღვთო ლიტურგიის თანამონაწილეები ვყოფილიყავით, მადლობა მის ყოვლად უსამღვდელოესობას, მეუფე მელქისედეკს. ჩვენს ეპარქიაში ძალიან ბევრი ტაძარი და საღვთო პირი იკურთხა მისი ხელდასმით .

ამ ტაძრის კურთხევაც მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ისტორიის ერთ-ერთ ნაწილია. ულამაზესი ტაძარი აშენდა, ახლა დროა ჩვენს გულებში დავიწყოთ ტაძრის შენება“- ბრძანა ქადაგებისას დეკანოზმა თომამ (ლაცაბიძე)

ნანახია: 433 - ჯერ