ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ, ხიდრის ადმინისტრაციულ ერთეულში, საუბნო გზის რეაბილიტაციის მიზნით ტენდერი გამოაცხადა.
პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი ჩაჩანიძეების და ჯორტების საუბნო გზებზე დაიგება.
სოფელ ხიდარში, აღნიშნული საუბნო გზები დაზიანებულია და მასზე გადაადგილება საკმაოდ რთულია.
მუნიციპალიტეტის მერი, კობა ლურსმანაშვილი აღნიშნული პრობლემის გადაჭრაში მაჟორიტარ დეპუტატთან , პაატა კვიჟინაძესთან ერთად აქტიურად ჩაერთო. სათანადო რეაგირების და კოორდინირებული მუშაობის შედეგად , პროექტი დაფინანსდა.
საერთო ჯამში აღნიშნული გზით 40 ადგილობრივი ოჯახი ისარგებლებს.
პროექტის ღირებულება 429 ათას 093 ლარს შეადგენს.
პროექტი ორ ეტაპიანია. პირველ ეტაპზე, 2022 წელს 287 ათას 962 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდება.