აღნიშნული პროექტები სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ითვალისწინებს და რეგიონული განვითარების ფონდმა, მეორე ეტაპზე , 2 მილიონ 150 000 ლარით დააფინანსა.
ინფრასტრუქტურული პროექტების ვადებში და წისწრებით შესრულების მხრივ ხარაგაული 10 საუკეთესო მუნიციპალიტეტს შორის არის.
ინფორმაციისთვის, რეგიონული განვითარების ფონდიდან, პირველ ეტაპზე, ხარაგაულმა 2 მილიონ 940 ათას 390 ლარი მიიღო. აღნიშნული თანხით, ახალი გზა 19 სოფელში რეაბილიტირდა.
ახალი დაფინანსება , რომელიც მუნიციპალიტეტმა მიიღო სოფლებში რთულად გადასაადგილებელი მონაკვეთების რეაბილიტაციაზე დაიხარჯება.
პროექტების დაფინანსების მიღების პროცესში ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი მაჟორიტარ დეპუტატთან , პაატა კვიჟინაძესთან ერთად აქტიურად იყო ჩართული. სათანადო რეაგირების და კოორდინირებული მუშაობის შედეგად , პროექტები დაფინანსდა.
აღნიშნულ თანხას, მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 500 000 ლარი დაემატა.
ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, პროექტებზე ტენდერი უკვე გამოცხადდა, რათა მშენებელი კომპანიები დროულად გამოვლინდნენ და სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდეს.
მეორე ეტაპზე დაფინასებული პროექტებია:
1.მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ნებოძირში საუბნო გზის რეაბილიტაცია. პირველ ეტაპზე, 240 000 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდება. პროექტის სრული ღირებულება 534`823 ლარს შეადგენს.
- მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ დეისის საუბნო გზის რეაბილიტაცია.
პირველ ეტაპზე, 237, 000 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდება. პროექტის სრული ღირებულება 360, 449 ლარს შეადგენს.
- სარგვეშის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ხორითის გზის რეაბილიტაცია. პირველ ეტაპზე, 200 000 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდება. პროექტის სრული ღირებულება 545`584 ლარია.
- წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ წყალაფორეთში საუბნო გზების რეაბილიტაცია. პირველ ეტაპზე, 200 000 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდება. პროექტის შესყიდვის ღირებულება 429, 091 ლარი.
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ლაშის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ უჩამეთში საუბნო გზების რეაბილიტაცია. პირველ ეტაპზე, 157 139 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდება. პროექტის ღირებულება 233 610.00 ლარს შეადგენს .
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხიდრის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ხიდარში საუბნო გზის რეაბილიტაცია. პირველ ეტაპზე, 287, 962 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდება. პროექტის სრული ღირებულებაა 429, 093.00 ლარი.
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საღანძილის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ვანში ჩხაკოურის საუბნო გზის რეაბილიტაცია. პირველ ეტაპზე, 238 315 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდება. საერთო ღირებულება 570`531.00 ლარს შეადგენს.
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კიცხში ბერაძეების და ზვიადაძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია.
პროექტის ღირებულება 257, 976.00 ლარი.
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ღორეშის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ღორეშაში საუბნო (იჩქიტიძეები+კაპანაძეები+მჭედლიძეები) გზის რეაბილიტაცია.
პროექტის ღირებულება 250`022.ოო ლარი.
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვარძიის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ვარძიაში საუბნო გზის რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულებაა 200`000 ლარი.
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ საქასრიაში და მაქათუბანში საუბნო გზების რეაბილიტაცია. პროექტის საერთო ღირებულება 381, 586.00 ლარს შეადგენს.