სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/1122244project.jpg
21/01/2022 16:10

პროექტები რომლებიც 2022 წელს განხორციელდება

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულს  ინფრასტრუქტურული  პროექტების განსახორციელებლად,  რეგიონული განვითარების ფონდიდან პირველ ეტაპზე 2  775 762    ლარი გამოეყო. აღნიშნული თანხით  მუნიციპალიტეტში   19  პროექტი განხორციელდება. მათ შორის პრიორიტეტი მიენიჭება გარდამავალ პროექტებს, რომლებიც 2021  წელს დაიწყო  და მიმდინარე  წელს უნდა დასრულდეს.   მიმდინარე  წელს საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება შემდეგ სოფლებში: ბორითში -საუბნო გზების რეაბილიტაცია (გორგაძეებისა  და  ფაბრიკის უბნები), პროექტის ღირებულება -36 853  ათასი ლარი; ლეღვანში- საუბნო  გზის რეაბილიტაცია (ქვიანთის უბანი), პროექტის ღირებულება- 50 077 ათასი  ლარი; უბისაში- საუბნო გზის რეაბილიტაცია, პროექტის ღირებულება -63 018 ათასი  ლარი; ლეღვანში -საუბნო  გზის რეაბილიტაცია (ქვიანთის უბანი -მეორე ეტაპი), პროექტის ღირებულება -178 700 ათასი  ლარი; ღორეშა-მარიამწყაროს გზის რეაბილიტაცია, პროექტის ღირებულება -200 000 ათასი  ლარი; მაქათუბანში- ორი  საუბნო   გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი), პროექტის ღირებულება- 200  000 ათასი  ლარი; ღარიხევში-საუბნო  გზის რეაბილიტაცია (ბრუისის უბანი ),  პროექტის  ღირებულება -150 000  ათასი  ლარი;   ბაზალეთში -საუბნო გზის რეაბილიტაცია (მესხების უბანი), პროექტის ღირებულება- 75 000  ათასი ლარი;   თეთრაწყაროში- საუბნო გზის რეაბილიტაცია (მეორე  ეტაპი), პროექტის  ღირებულება- 270 639 ათასი  ლარი; ფარცხნალში- ბარის უბნის გზის რეაბილიტაცია (მესამე ეტაპი),  პროექტის ღირებულება - 150 000 ათასი  ლარი; ვახანში- საუბნო გზის რეაბილიტაცია (ინასარიძეეების უბანი), პროექტის ღირებულება-200 000 ათასი  ლარი;  კიცხში- საუბნო გზის რეაბილიტაცია (ბერაძეების და ზვიადაძეების უბანი),პროექტის ღირებულება-229 326 ათასი ლარი; უჩამეთში- საუბნო გზის რეაბილიტაცია (მესერიძების უბანი), პროექტის ღირებულება- 150 000 ათასი  ლარი; ლაშეში -საუბნო გზის რეაბილიტაცია (ცქიტიშვილების უბანი), პროექტის ღირებულება-75 000 ლარი;  ხევში- საუბნო გზის რეაბილიტაცია, პროექტის ღირებულება-130 085  ათასი  ლარი; ვერტყვილაში-საუბნო გზის რეაბილიტაცია (გოგიშველების უბანი), პროექტის ღირებულება -142 783  ათასი  ლარი; მაქათუბანში- საუბნო გზის რეაბილიტაცია (წიქარიშვილების უბანი), პროექტის ღირებულება- 109 234  ათასი  ლარი; ქროლში-საუბნო გზების რეაბილიტაცია, პროექტის ღირებულება-100 000  ათასი  ლარი; ახალსოფლის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია (მესამე ეტაპი) - პროექტის  ღირებულება  265 047  ათასი  ლარი; ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ტენდერი უკვე გამოაცხადა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/fghjndfg.jpg
18/01/2022 11:33

ხარაგაულის მერიაში ვაკანსიები გამოცხადდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე: შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი; ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი; ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი; ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი კეთილმოწყობისა და ტერიტორიის დასუფთავების საკითხებში. განცხადებების მიღების ვადა 22 იანვრამდეა. ვაკანსიები hr.gov.ge ზე არის განთავსებული.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/270643454_1942290369277155_8719204079758020359_n.jpg
17/01/2022 17:05

რა თანხის შესყიდვები განახორციელა ხარაგაულის მერიამ 2021 წელს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ 2021 წლის განმავლობაში, სახელმწიფო ბიუჯეტისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით ჯამში-9 978 592.72 ლარის შესყიდვა განახორციელა  ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელდა 8 167 533.33 ლარის შესყიდვა. ტენდერების სწორად წარმართვისა და პრეტენდენტების მიერ შესყიდვის ობიექტზე ფასების კლების შედეგად ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტში ეკონომია  759 020.35 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტში -271 660.75 ლარი დარჩა.  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ბიუროს სხდომაზე მერიის სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ზურაბ იჩქიტიძემ ისაუბრა.  სხდომაზე სულ ორი საკითხი იქნა განხილული: 1.სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის მიერ 2021 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიში მომხსენებელი: ზურაბ 2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის #11 დადგენილებაში,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.   სხდომაზე წარდგენილ  საკითხების განხილვა საკრებულოს კომისიებში გაგრძელდება.  სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით კიკნაძე ხელმძღვანელობდა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/dfgf.jpg
17/01/2022 15:05

ხარაგაულელმა მოჭიდავეებმა ეროვნულ ჩემპიონატში II და III ადგილი დაიკავეს

ხარაგაულელმა,  თავისუფალი  სტილით  მოჭიდავეებმა,   ევსემ  შველიძემ  და  ზაურ  ბერაძემ, საქართველოს  ეროვნული  ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ბათუმში გაიმართა. 79 კგ.   წონით კატეგორიაში   ევსემ შველიძემ   II   ადგილი, ხოლო 86 კგ.  წონით  კატეგორიაში    ზაურ  ბერაძემ   III   ადგილი დაიკავა. ხარაგაულის  ა(ა)იპ  „სპორტისა  და  შიდა  ტურიზმის  ცენტრი“ სპორტსმენებს   წახალისების  მიზნით   აჯილდოებს  ფულადი  თანხით - ევსემ  შველიძეს  - 900, ხოლო  ზაურ  ბერაძეს - 700  ლარით.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/koba%20jpg.jpg
14/01/2022 15:14

მერის გადაწყვეტილებით,ხარაგაული - მოლითის მიმართულებით, მუნიციპალურ ტრანსპორტზე ტენდერი გამოცხადდა

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ ხარაგაული-მოლითის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. მარშუტი კვირის განმავლობაში სამი დღე მოემსახურება მგზავრებს და შემდეგ სოფლებს გაივლის: საღანძილე, დიდვაკე, სადგურ მარელისი, ვახანის წყალი, ბაბი, მოლითი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, კობა ლურსმანაშვილი: „მოლითისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას დიდი ხანია აწუხებს ტრანსპორტზე ხელმიუწვდომლობა. მაქსიმალურად შევეცადეთ გაგვეთვალისწინებინა მათი მოთხოვნები, სწორედ ამიტომ ხარაგაულის მერიამ აღნიშნულ მომსახურებაზე ტენდერი გამოაცხადა, რაც ვფიქრობ ამ ხეობის მაცხოვრებლებს გადაადგილების პრობლემას მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს.“ მიკროავტობუსი ხარაგაულიდან მოლითის მიმართულებით 8:00 საათზე, ხოლო მოლითიდან ხარაგაულის მიმართულებით 14:00 საათზე იმოძრავებს. მგზავრობის მაქსიმალური ღირებულება 1 ლარია. წინადადებების მიღება 19 იანვარს დაიწყება და 21 იანვარს დასრულდება. მომსახურების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 7 000 ლარს შეადგენს.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/fgdfg.JPG
14/01/2022 12:04

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, სოფელ ხევში ამბულატორიის მშენებლობასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება საკრებულოს 13 იანვრის რიგგარეშე სხდომაზე. მან დეპუტატებს მოუწოდა ამბულატორიის მშენებლობისათვის თანხმობა მიეცათ 300 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსათვის გადაცემის საკითხს. როგორც საკითხის მომხსენებელმა, მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ალავიძემ აღნიშნა ამბულატორიის მშენებლობას , რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებელი ,,Hunan Road and Bridge Construction Group“ -ი კომპანია უზრუნველყოფს. ხევში ახალი ამბულატორიის მშენებლობა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ხევი-უბისას მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების გამო შენობა წითელ ზონაში მოხვდა. სხდომაზე ასევე განიხილეს 2020 − 2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ კონკურსში წარსადგენი პროექტები. აღნიშნული საკითხი მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პეტრე შარიქაძემ წარადგინა. მისი ინფორმაციით კონკურსში მერია სამ პროექტს წარადგენს: 1.მირონწმინდაში ეკლესიასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ; 2.დაბა ხარაგაულში კულტურისა და დასვენების პარკის რეკონსტრუქცია; 3.ჩხერის ციხესთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.  მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი : “წინასწარ არ ვიცით ამ სამი პროექტიდან, რომელი დაფინანსდება. შეიძლება სამივე პროექტი დაფინანსდეს, შეიძლება ვერცერთი. ჩვენ შევეცდებით, რომ სამივეზე მივიღოთ გრანტი. გასულ წელს, აღნიშნული კონკურსის ფარგლებში ორი პროექტი დაფინანსდა. სოფელ ხუნევში ბაღის მშენებლობა და დევების მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი რეკრეაციული ზონის შექმნა. ხუნევის ბაღის მშენებლობისათვის მერიამ გამოაცხადა ტენდერი და გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია. დევების მიმდებარე ტერიტორიის მოსაწესრიგებლად  უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერი.“  სხდომაზე წარდგენილი იყო ასევე საბიუჯეტო ცვლილება, რომელიც სახაზინო საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილება განყოფილების უფროსმა, ნინო მაღლაკელიძემ წარადგინა.  საბიუჯეტო ცვლილებაში ასახული იყო  2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არსებული საბიუჯეტო სახსრების ნაშთი. საკრებულოს რიგგარეშე სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით კიკნაძე ხელმძღვანელობდა.  სხდომაზე წარდგენილი საკითხი დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_Dasd565asdC0090.JPG
13/01/2022 15:16

ხარაგაულის სათნოების სახლს ახალი დირექტორი ჰყავს

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით,  ა(ა) იპ ,,სათნოების სახლის" დირექტორად თამარ შავიძე დაინიშნა. დღეს სათნოების  სახლის ახალი დირექტორი თანამშრომლებს მერის პირველმა  მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა წარუდგინა.    მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი:   ,, მერის, კობა ლურსმანაშვილის  გადაწყვეტილებით სათნოების სახლის დირექტორად  თამარ შავიძე დაინიშნა. ვფიქრობ, ის ჯეროვნად გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას და რაც მთავარია, გააუმჯობესებს ურთიერთობებს ბენეფიციარებთან, ორგანიზაცია გახდება უფრო მოქნილი და კმაყოფილების ხარისხი გაიზრდება. პიროვნების შეცვლა კი არ არის მნიშვნელოვანი, მიდგომები უნდა შეიცვალოს. მაქსიმალური კონტროლი იქნება მერიის მხრიდან, რადგან,ზოგადად და მითუმეტეს პანდემიის დროს,  ასეთი სოციალური სერვისის გამცემი ორგანიზაციის  მუშაობა  აუცილებელია ეფექტური იყოს.   თამარ შავიძე , სათნოების სახლის დირექტორი:  ,,ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ორგანიზაციის ავტორიტეტი, ჩემი მცდელობა იქნება უფრო ეფექტური გახდეს ორგანიზაციის საქმიანობა. მერიასთან კოორდინირებული მუშაობით ვეცდებით გვქონდეს სიახლეებიც , და უფრო მეტ შეჭირვებულ ადამიანს მივაწოდოთ ჩვენი მომსახურეობა."   თამუნა შავიძეს დამთავრებული აქვს თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი ,,გორგასალი“ , სპეციალობით სტომატოლოგია. იგი 2014 წლიდან - 2018 წლამდე  ა(ა)იპ ,,ხარაგაულდასუფთავება“- ში შესყიდვების სპეციალისტად, ხოლო 2018 წლიდან დღემდე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში  მუშაობდა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sa-mer_1.png
13/01/2022 11:42

ბავშვთა უფლებების დაცვა და მხარდაჭერა ხარაგაულის მერიის პრიორიტეტია

2021 წლის განმავლობაში ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების მიერ  სულ 16 ოჯახის ქეისზე მოხდა მუშაობა. ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილება, ფსიქოლოგთან და სოც მუშაკთან ერთად გასულ წელს, პერიოდულად ახორციელებდა ვიზიტებს ოჯახში. რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობდა ოჯახთან კონსულტაციები ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის კუთხით. კერძოდ, ბავშვებს უტარდებოდათ ფსიქოლოგის მიერ სეანსები, ასევე განყოფილების ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ ოჯახის ექიმთან შეთანხმებით, მამას ეძლეოდა მიმართულება არასრულწლოვნების ექიმთან გეგმიური ვიზიტებისა და სწორი კვების შესახებ. თეა ბერიძე, ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების უფროსი: ,,პირობითად „პირველი ქეისის“ ოჯახში საქმე გვაქვს მარტოხელა მამის სტატუსთან, სადაც ახალგაზრდა კაცი, უეცრად სამ არასრულწლოვან შვილთან ერთად მარტო დარჩა. ოჯახი სოციალურად დაუცველი და უკიდურესად გაჭირვებულია. მშობელი, რომელსაც მთელი პასუხისმგებლობა უნდა აეღო ბავშვების აღზრდაზე და მოვლა-პატრონობაზე, მოულოდნელად დიდი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა. სამი არასრულწლოვანიდან, სამივე სკოლამდელი ასაკისაა. მთელი წლის განმავლობაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით,  არაერთი დახმარება გაეწია „პირველი ქეისის“ ოჯახს, მაგრამ ყველაზე პრიორიტეტული მათთვის ეზოში დამხმარე ნაგებობის კეთილმოწყობა იყო, სადაც სველი წერტილები განთავსდებოდა. ამ უკანასკნელის არარსებობა გაუსაძლის პირობებში ამყოფებდა ოჯახის ყველა წევრს.“  როგორც თეა ბერიძე განმარტავს, განყოფილებამ ზემოთ აღნიშნული საკითხის მოგვარებაზე  გუნდურად იმუშავა.  ,,სამუშაო ჯგუფში ჩართული იყო მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, ნანა კიკნაძე, სოფლის გამგებელი კახა ლომიძე და დეპუტატი ლენა აბაშიძე. ერთობლივი გადაწყვეტილებით ოჯახს წინასაახალწლოდ დამხმარე ნაგებობის კეთილმოწყობისა და იქ სველი წერტილების მოსაწესრიგებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან  თანხა ჩაერიცხა. „პირველი ქეისის“ ოჯახი, მერიის მხრიდან მონიტორინგის ფარგლებში იწყებს ამ პრობლემის მოგვარებას, რომელიც ბავშვთა სრულყოფილი განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.  წლის ბოლოს, ოჯახში განხორციელებული ვიზიტის შემდეგ, ფსიქოლოგის შეფასებით, „პირველი ქეისის“ ოჯახში ფსიქო-ემოციური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებულია. მამა უკვე უმკლავდება ბავშვების მოვლა-პატრონობას. ერთი არასრუწლოვანი, რომელსაც ქონდა გადაადგილების პრობლემა, ახლა თავისუფლად დადის.ბავშვები დადიან საბავშვო ბაღში და, რაც მთავარია, მძიმე სტრესული ფონი, რომელიც იყო დედის გარეშე დარჩენილ ოჯახში, ნაწილობრივ მოხსნილია. მადლობა ხარაგაულის მერს, კობა ლურსმანაშვილს, რომ დღეს, მუნიციპალიტეტში პრიორიტეტი არის ბავშვთა უფლებების დაცვა და მხარდაჭერა.” ფოტოზე: სოც მუშაკი სოფიო ხიჯაკაძე და ხუნევის მაჟორიტარი დეპუტატი ლენა აბაშიძე „პირველი ქეისის“ ოჯახში ერთ-ერთი ვიზიტის დროს.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/258002619_3226647084249109_3578089591801592318_n.jpg
13/01/2022 11:12

სულ მალე პფაიზერით აცრა ხარაგაულშიც იქნება შესაძლებელი

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის  და დაავადებათა კონტროლისა და  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართვლოს უფროსის გოჩა გიორგიძის   აქტიური მუშაობით, სულ მალე  ფაიზერით აცრა რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხარაგაულის სამედიცინო დაწესებულებაშიც იქნება შესაძლებელი  . როგოც  ჩვენთან  საუბარში საზოგადოებრივი  ჯანდაცვის  ცენტრის  დირექტორი,  ალექსანდრე  ტაბატაძე  განმარტავს,   მოხდა  კლინიკის ორი  მედპერსონალის  გადამზადება  და    ფაიზერით  ვაქცინაცია,    რეგიონულ  ჯანდაცვის  ცენტრში,  ორშაბათობით  განხორციელდება. აღსანიშნავია,  რომ ადგილობრივი  ხელისუფლებისა  და ჯანდაცვის  ცენტრის  ძალისხმევით,  თვეში  ერთხელ ხარაგაულში  ჩამოდის სპეციალური  ბრიგადა, რომელიც  უზრუნველყოფს  ფაიზერით  აცრას  იმ  მოქალაქეებისათვის, რომლებიც არსებული ვაქცინით  სარგებლობას ვერ ახერხებენ. 12 იანვარს  ხარაგაულის  ჯანდაცვის  ცენტრში,  ფაიზერის  ვაქცინის  ბუსტერ  დოზით   59  ადამიანი აიცრა. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია,   ქუთაისის ჩხობაძის სახელობის კლინიკის ექიმებმა  განახორციელეს. ალექსანდრე ტაბატაძის  ინფორმაციით,  მუნიციპალიტეტში  ამჟამად  ვაქცინირებული 6500 მოქალაქეა. შეგახსენებთ,  რომ კორონავირუსის  ვაქცინაციის  წახალისების  200 -ლარიანი პროგრამა  კვლავ  გრძელდება. პროგრამით  სარგებლობა   50  წლისა  და  უფროსი  ასაკის  მოქალქეებს  შეუძლიათ  და  თანხა  მათ ავტომატურად  ჩაერიცხებათ. #ვაქცინა_გვიცავს! #ავიცრათ-ერთმანეთისთვის!
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sdf55sdf5sdf5sdf5sdfrgrggsg_1.jpg
12/01/2022 17:34

ხევის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი ამბულატორია აშენდება

ახალი ამბულატორიის მშენებლობისათვის, მერიამ საკრებულოს ხევში მდებარე 300 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადმოცემის თხოვნით მიმართა  .   აღნიშნული საკითხით, დღეს მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ალავიძემ საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე მიმართა.    ამბულატორიის მშენებლობას , რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებელი ,,Hunan Road and Bridge Construction Group“ -ი კომპანია უზრუნველყოფს.   ხევში ახალი ამბულატორიის მშენებლობა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ხევი-უბისას მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების გამო შენობა წითელ ზონაში მოხვდა.    
სრულად