საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/69702909_1222723837907067_27572921241174016_n%20(1).jpg

ხარაგაულის სოფელ ვარძიაში ერთდროულად რამდენიმე პროექტი ხორციელდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.

რეაბილიტაცია უტარდება ჩიჩილიძეებისა და ლევიძეების საუბნო გზას. არსებული პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი მოეწყობა ასევე, ვარძიის მეორე უბანში, საერთო ჯამში ორივე საუბნო გზაზე 1 000 მეტრამდე ამორტიზებული მონაკვეთი კეთილმოეწყობა.

მეორე უბანში გზის რეაბილიტაციასთან ერთად ხიდის მშენებლობაც მიმდინარეობს. ამორტიზებული ხიდი პრობლემებს უქმნიდა ავტომობილების გადაადგილებას.

სოფელში გაკეთდა ასევე, ღვთისმშობლის ტაძართან მდებარე სასაფლაომდე მისასვლელი გზა.  

აღნიშნული პროექტები სტიქიის ფონდით ფინანსდება, რაც ასევე,  მეხუთე უბანში სანიაღვრე არხის კაპიტალურ მოწყობას გულისხმობს. სანიაღვრე არხის მოწყობის შემდეგ სოფლის ცენტრალურ გზაზე ჩამომავალ ნიაღვარს მიეცემა მიმართულება და წვიმის დროს შექმნილი პრობლემები მოიხსნება.

სოფელ ვარძიაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 300 000 ლარამდე თანხა დაიხარჯება.

ნანახია: 5669 - ჯერ