ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში პროექტი გზა ყველა სოფელს გრძელდება.
წყალაფორეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ხონში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა.
სასოფლო გზის 1 500 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობა იგეგმება.
აღნიშნული პროექტი 2018 წელს უნდა დასრულებულიყო.
სამუშაოებს შპს „საპოვნელა+“ სანქციების თანხლებით ასრულებს. სოფელ ხონში, გზის 400 მეტრიან მონაკვეთს კაპიტალური რეაბილიტაცია 2017 წელს ჩაუტარდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ბოდიშს გიხდით ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შექმნილი შეფერხებისთვის!