სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_1136.JPG
16/12/2024 13:29

ხარაგაულში თოვს

ხარაგაულის მერი,კობა ლურსმანაშვილი მუნიციპალიტეტის სამსახურებთან ერთად, ყველა მიმართულებით აკონტროლებს სიტუაციას. დღის განმავლობაში შემოსულ შეტყობინებებზე ოპერატიულად ხდება შესაბამისი რეაგირება. სამუშაოებს სოფლებში უშუალოდ ხელმძღვანელობენ მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, და მოადგილე, დავით დევდარიანი. იმ ლოკაციებზე, სადაც თოვლის საფარი გადაადგილების პრობლემას ქმნის, სპეციალური ტექნიკა ინტენსიურად მუშაობს. ამ დროის მდგომარეობით: იწმინდება 5 სოფლის გზა: წიფა, ლეღვანი, მარელისი, ქვები, სარგვეში, ხიდარი. თოვლის საფარი 15-30 სმ-ს აღწევს. გზები გაწმენდილია და გადაადგილება უსაფრთხოა – შიდა სახელმწიფოებრივ გზებზე: ძირულა-ხარაგაული, ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთი და ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის მიმართულებით. აღნიშნულ მონაკვეთებზე გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ენერგომომარაგება – ამ ეტაპზე ელექტროენერგია არ მიეწოდება მუნიციპალიტეტის უმეტეს ნაწილს, თუმცა აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. სასმელი წყალი და გაზი – შეუფერხებლად მიეწოდება მოსახლეობას. სპეციალური ტექნიკა მზადყოფნაშია – საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ლოკაციებზე ოპერატიულად მოხდება სამუშაოების დაწყება. ჩვენი მთავარი მიზანი – თქვენი კომფორტი და უსაფრთხოება!  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sss_2.png
16/12/2024 12:52

17 დეკემბერს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 17 დეკემბრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი 1.„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს ვარლამ ჭიპაშვილი 2. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მომხს ვარლამ ჭიპაშვილი თანამომხს: პავლე კიკალიშვილი 3.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში 2024 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ მომხს: მანანა ბარბაქაძე 4. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: კახაბერ გოლუბიანი 5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისათვის დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვებაზე თანხმობის მიცემის შესახებ მომხს: კახაბერ გოლუბიანი 6.„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 იანვრის # 3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი 7. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 დეკემბრის N 33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი 8. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების შესახებ მომხს: მანანა ბარბაქაძე საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე სხდომის თავმჯდომარე დავით კიკნაძე
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_28.png
12/12/2024 10:24

16 დეკემბერს საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 16 დეკემბრის ბიუროს მორიგი სხდომის საკითხთა ნუსხა 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში 2024 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ მომხს: მანანა ბარბაქაძე 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: დავით კიკნაძე 3. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: კახაბერ გოლუბიანი 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისათვის დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვებაზე თანხმობის მიცემის შესახებ მომხს: კახაბერ გოლუბიანი 5.„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 იანვრის # 3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი 6. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 დეკემბრის N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი 7. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებში ცვლილების შეტანის შესახებ მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი 8. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების შესახებ მომხს: მანანა ბარბაქაძე ბიუროს მიერ დასამტკიცებელი 9.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ მომხს: ლენა კალანდაძე 10. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე 2025 წელს განსახილველ საკითხთა ნუსხის დამტკიცების შესახებ მომხს: მანანა ბარბაქაძე
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/dfa19303-d8dc-47ba-88cf-8699efb1f62a.jpg
11/12/2024 13:30

ვარლამ ჭიპაშვილმა ბიუროს წევრებს განსახილველად 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა

დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.  სხდომაზე მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა დეპუტატებს  2025 წლის ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი წარუდგინა. მერის პირველმა მოადგილემ ბიუროს წევრებს, ასევე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მიმართ, საკრებულოს მიერ გამოთქმულ რეკომენდაციების გათვალისწინების შესაძლებლობებზე გააცნო ინფორმაცია. ბიუროზე ასევე განიხილეს მორიგი  საბიუჯეტო ცვლილება.   1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე   2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მიმართ საკრებულოს რეკომენდაციების გათვალისწინების შესაძლებლობის შესახებ მერის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და თვითმმართველი ერთეულის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტის განხილვის შესახებ მომხს ვარლამ ჭიპაშვილი თანამომხს: პავლე კიკალიშვილი   სხდომას  საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე უძღვებოდა. ბიუროზე განხილულ საკითხებს , 17 დეკემბერს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_27_1.png
11/12/2024 12:17

17 დეკემბერს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

1.„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვარლამ ჭიპაშვილი   „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მომხს: ვარლამ ჭიპაშვილი თანამომხს: პავლე   კიკალიშვილი   საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0797_1.JPG
10/12/2024 18:21

სოფელ ისლარში 40 მეტრის სიგრძის ნაპირდამცავი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს

სოფელ ისლარში, მდინარე ჯიხველას მარჯვენა სანაპიროზე, 40 მეტრის სიგრძის ნაპირდამცავი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს პროექტი ორ ლოკაციას მოიცავს და მისი ღირებულება 101 369  ლარია. სამუშაოებს დღეს ხარაგაულის მერის მოადგილე, დავით დევდარიანი, ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, პეტრე შარიქაძესთან და მერის წარმომადგენელთან, ავთო თაბუკაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო. ნაპირდამცავი კედლის მშენებლობა აუცილებელი გახდა წყალმოვარდნის შედეგად დაზიანებული სავალი გზის ჩაშლის გამო. პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან ფინანსდება, რომლის ფარგლებში ხარაგაულის მერიამ მიმდინარე წელს 1 625 000 ლარი მიიღო. ხარაგაულში, მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება სხვა ლოკაციებზეც:  მარელისი – ხიდ-ბოგირის გამაგრება –18 429  ლარი  ღორეშა – ხიდის მშენებლობა –  52 888 ლარი  ბორითი – გაბიონის მოწყობა – 30 727 ლარი  საბე – საფეხმავლო ხიდის მოწყობა – 35 383 ლარი სარგვეში – გზის საყრდენი კედლის მოწყობა – 41 344 ლარი ჩალხაეთი – საფეხმავლო ხიდის მოწყობა – 24 801 ლარი ზვარე და ნუნისი – გზის საყრდენი კედლების მოწყობა – 290 423 ლარი მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_27.png
10/12/2024 16:48

11 დეკემბერს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 11 დეკემბრის ბიუროს რიგგარეშე სხდომის საკითხთა ნუსხა 1.„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს ვარლამ ჭიპაშვილი 2.„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მიმართ საკრებულოს რეკომენდაციების გათვალისწინების შესაძლებლობის შესახებ მერის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და თვითმმართველი ერთეულის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტის განხილვის შესახებ მომხს ვარლამ ჭიპაშვილი თანამომხს: პავლე კიკალიშვილი   ბიუროზე განხილულ საკითხებს , 17 დეკემბერს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_26.png
10/12/2024 10:54

საკრებულოს აპარატის განცხადება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა გაცნობებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში მიმდინარე, წლის 09 დეკემბერს დარეგისტრირდა მუნიციპალიტეტის მერის მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2025 ბიუჯეტის პროექტზე საკრებულოს მიერ გამოთქმულ შენიშვნებზე რეკომენდაციების გათვალისწინების შესაძლებლობის შესახებ და ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი. დოკუმენტებს შეგიძლიათ გაეცნოთ აღნიშნულ ბმულებზე:    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2025 წლის ძირითადი მაჩვენებლები  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2025  წლის  ბიუჯეტის  პროექტის შესახებ  დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტზე
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG-20241122-WA0001.png
22/11/2024 21:52

ზურაბ ორჯონიკიძეს საპატიო ხარაგაულელის წოდება მიენიჭა

,,ხარაგაულობა-2024" - ის გამორჩეული ნაწილი საპატიო ხარაგაულელების დაჯილდოება გახლდათ. საზეიმო ღონისძიება ხარაგაულის ცენტრალურ პარკში გაიმართა. ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა საზოგადოებას 12 საპატიო ხარაგაულელი წარუდგინა. მერის ბრაძანების საფუძველზე საპატიო ხარაგაულელის წოდება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს,პროფესორ  ზურაბ ორჯონიკიძეს ბატონი ზურაბი წარმოშობით ხარაგაულელია, იგი გახლავთ საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის დამფუძნებელი და ვიცე - პრეზიდენტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ( კანცლერი) ქირურგიული სტომატოლოგიის მიმართულების პირის ღრუს ქირურგიისა და იმპლანტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის , ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს წევრი;  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0253_1.JPG
22/11/2024 20:45

ქეთევან აბრამიშვილს, საპატიო ხარაგაულელის წოდება მიენიჭა

,,ხარაგაულობა-2024" - ის გამორჩეული ნაწილი საპატიო ხარაგაულელების დაჯილდოება გახლდათ. საზეიმო ღონისძიება ხარაგაულის ცენტრალურ პარკში გაიმართა. ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა საზოგადოებას 12 საპატიო ხარაგაულელი წარუდგინა. მერის ბრაძანების საფუძველზე საპატიო ხარაგაულელის წოდება მიენიჭა,  ექიმ ნევროლოგს, ფთიზიატრს, სოფელ ბაზალეთის საექიმო ამბულატორიის   ოჯახის ექიმს, ქალბატონ ქეთევან აბრამიშვილს. ქალბატონი ქეთევან აბრამიშვილი წარმოადგენს სამედიცინო სფეროში გამორჩეულ და პატივსაცემ პრიოვნებას, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში თავდადებით ემსახურება ჩვენს მუნიციპალიტეტს. მისი საქმიანობა გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით და მორალური სტანდარტებისადმი ერთგულებით.ქალბატონი ქეთევანის კარიერა ნათლად აჩვენებს მის პიროვნულსა და პროფესიულ უნარებს, რომლებიც არა მხოლოდ ჯანდაცვის სფეროში ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება, არამედ ამ სფეროში ახალი სტანდარტების დანერგვასა და რეგიონის მოსახლეობის კეთილდღეობასაც. ქალბატონი ქეთევანის ხანგრძლივი და წარმატებული პროფესიული მოღვაწეობა მოიცავს არა მხოლოდ კლინიკურ საქმიანობას , არამედ ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობას, რომელმაც ძირეული ცვლილებები შეიტანა ხარაგაულის კლინიკის მართვასა და განვითარებაში. მისმა მენეჯერულმა უნარებმა და ხედვამ დააწესა ახალი ხარისხის სტანდარტები , რომლებიც პირდაპირ უწყობს ხელს სამედიცინო მომსახურების დახვეწასა და ეფექტურობას. მნიშვნელოვანია, რომ ქალბატონ ქეთევან აბრამიშვილს გამოარჩევს განსაკუთრებული ყურადღება და გულისხმიერება პაციენტების მიმართ. მისი დინამიური ხედვა, მაღალი პროფესიული სტანდარტები და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ქმნის საფუძველს ჯანდაცვის სფეროში იმ კრიტიკული გამოწვევების გადაჭრისთვის, რომლებიც ადგილობრივი საზოგადოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელია. ქალბატონი ქეთევან აბრამიშვილი გამოირჩევა პატრიოტული სულისკვეთებითა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის გაუმჯობესებისადმი დაუღალავი ერთგულებით, რაც ნათლად წარმოაჩენს მის ღირსებას, მიენიჭოს,,საპატიო ხარაგაულელის“ წოდება. კობა ლურსმანაშვილმა, საპატიო ხარაგაულელები საზოგადოებას რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელთან, იზა ვეფხვაძესთან ერთად,  წარუდგინა. საპატიო ხარაგაულელები , ხარაგაულის მერმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ  მოადგილესთან, ლევან სანიკიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მანანა ბარბაქაძესთან,  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორთან, კობა კობალაძესთან, საქართველოს პარლამენტის წევრთან, ირაკლი ქადაგიშვილთან, 2024 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრთან, ლადო ბოჟაძესთან და  მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსთან, მეუფე მელქისედეკთან  ერთად დააჯილდოვა.   ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ  თითოეულ საპატიო ხარაგაულელს!  
სრულად