სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG-20250207-WA0041.jpg

ვარლამ ჭიპაშვილმა სარგვეში თემში, სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გამართა 

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში,მოსახლეობასთან შეხვედრები კვლავ გრძელდება.
ხარაგაულის მერის პირველი  მოადგილე , ვარლამ  ჭიპაშვილი , მერის წარმომადგენელ ვეფხვია ვეფხვაძესთან ერთად სარგვეშის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებმა პროექტები ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტეს.
გამოიკვეთა პრიორიტეტები: 
სარგვეში - ხიდბოგირის აშენება და გზის რეაბილიტაცია.
ხორითი - სასაფლაოს გზის და  წისქვილის რეაბილიტაცია .
საბე -  სკვერის მოწყობა, შემოიღობება სასაფლაოს  და მოსაცდელის ტერიტორია.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში შეხვედრები, 14 თებერვალს დასრულდება
 
 
ნანახია: 152 - ჯერ