სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG-20250210-WA0100.jpg

დავით დევდარიანმა წიფაში სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გამართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში,  ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ‘’ ფარგლებში ,   დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა კვლავ გრძელდება.
 
მუნიციპალიტეტის მერის  მოადგილე , დავით დევდარიანი,  ზვარე - წიფის მაჟორიტარ დეპუტატ,  ვახო ტალახაძესთან  ერთად , წიფის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა. 
 
ადგილობრივებმა პროექტები  ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს.
გამოიკვეთა პრიორიტეტები:
გოლათუბნი -გარე განათების მოწყობა.
გუდათუბანი - წყალგამტარის მოწყობა
წიფა -სასაფლაოს შემოღობვა,გზის შეკეტება.
ფონა -  გზის მონაკვეთის მობეტონება
 
მოსახლეობასთან შეხვედრები 14 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
ნანახია: 115 - ჯერ