დღეს სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში შეხვედრები ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში გაგრძელდა. მერის მოადგილის, დავით დევდარიანის ხელმძღვანელობით, ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო საჭიროებების განსაზღვრასა და პრიორიტეტების დაფინანსებაში.
შეხვედრებზე მოქალაქეებმა სოფლისთვის პრიორიტეტული პროექტები შეარჩიეს და ერთობლივად შეათანხმეს ინიციატივები.
მათ ასევე წამოჭრეს სოფლისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხები, რომლებზეც შესაბამისი განმარტებები და პასუხები მიიღეს.
ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის მუდმივი კომუნიკაცია შესაძლებლობას იძლევა, გადაწყვეტილებები რეალური საჭიროებების გათვალისწინებით, ეფექტურად იყოს მიღებული.
დღეს მიღებული გადაწყვეტილებები:
ბორითი – წყლის სისტემის რეაბილიტაცია, გარე განათების მოწყობა
ციხისძირი – გზის მონაკვეთის მობეტონება
საქასრია – სანიაღვრე არხის მოწყობა, გზის შეკეთება, გარე განათების მოწყობა
ვაშლევი – სასაფლაოს შემოღობვა, გზის შეკეთება, გარე განათების რეაბილიტაცია, სკვერის მოწყობა, სასმელი წყლის სისტემისთვის მასალების შეძენა
მაქათუბანი – სანიაღვრე არხის მოწყობა, გზის შეკეთება, ხიდების მოწყობა
უბისა – გზის შეკეთება, სკვერის მოწყობა, საფეხმავლო ხიდის მოწყობა, სანიაღვრე არხის მოწყობა
კვესრევი – გზის მონაკვეთის მობეტონება
ამაშუკეთი – გზის მონაკვეთის მობეტონება, ხიდის შეკეთება, გზის შეკეთება
სოფლის მხარდამჭერი პროგრამა გრძელდება, შეხვედრები 14 თებერვალს დასრულდება.