სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/ss_1.jpg

დავით დევდარიანი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ზვარის თემის მოსახლეობას შეხვდა

დავით დევდარიანი ზვარის, ჩრდილისა და ნუნისის მოსახლეობას შეხვდა

დღეს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მერის მოადგილე, დავით დევდარიანი, ზვარის, ჩრდილისა და ნუნისის მოსახლეობასთან შეხვედრებს ხელმძღვანელობდა. ადგილობრივებმა აქტიურად იმსჯელეს სოფლის პრიორიტეტებზე, ერთმანეთს იდეები გაუზიარეს და ერთობლივი გადაწყვეტილებები მიიღეს.

️დავით დევდარიანმა ყურადღებით მოისმინა მოსახლეობის საჭიროებები და მათ შესაძლებლობა მისცა ღიად განეხილათ სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხები.

შეხვედრებს ესწრებოდა მერის წარმომადგენელი, ბესო დალალიშვილიც.

შერჩეული პრიორიტეტები:

ზვარე – გარე განათების მოწყობა

ჩრდილი – სასაფლაოს შემოღობვა

ნუნისი – გზის მონაკვეთის ბეტონირება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრებმა უკვე მოიცვა 12 ადმინისტრაციული ერთეულის 51 სოფელი. პროცესი 14 თებერვალს დასრულდება

 

ნანახია: 12 - ჯერ