სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/aassddfd.jpg
19/07/2018 14:17

ხარაგაულში რაგბის საზაფხულო გუნდი შეიკრიბა

პირველ ეტაპზე საზაფხულო გუნდი შეიკრიბა და ვარჯიშები დაიწყო. მერის მოადგილის, თემურ ჩხეიძის ინიციატივით, შესაძლოა, სარაგბო ინფრასტრუქტურის მოწყობა სოფელ კიცხის სტადიონზე მოხდეს.  მერიის სტრუქტურული ერთეულების ახალგაზრდა ხელმძღვანელები აქტიურად ჩაერთვნენ რაგბის გუნდის ჩამოყალიბების საკითხში. მოადგილესთან ერთად ბიჭებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ყველა რესურსს გამოიყენებენ და ისედაც ძალზედ პოპულარული სპორტის სახეობის განვითარებას ხარაგაულში ხელს შეუწყობენ. თემურ ჩხეიძემ და სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორმა გრიგოლ ჭიპაშვილმა მადლობა გადაუხადეს ახალგაზრდა მწვრთნელებს სანდრო ბერიძეს და ნიკა ბანცაძეს, რომ მათი ინიციატივით ხარაგაულში რაგბის განვითარებისთვის პირველი ნაბიჯები გადაიდგა.          
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%93.jpg
19/07/2018 14:08

ხარაგაულში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 8 მილიონი ლარი დაიხარჯება..

იმერეთში ინფრასტრუქტურული პროექტების მასშტაბურობით ხარაგაული ლიდერობს  -  ამის შესახებ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ თათბირზე განაცხადეს, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქუთაისის შემდეგ, იმერეთის მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების მასშტაბურობით ხარაგაული ლიდერობს.  2018 წელს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ორი მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება. ესენია: ხევი-უბისას მონაკვეთზე(51კმ) ავტობანის მშენებლობა და ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ჩუმათელეთის 50 კმ.-იანი მონაკვეთის კაპიტალური რეაბილიტაცია. აღნიშნული პროექტები მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ფონდიდან ათეულობით მილიონი ლარით ფინანსდება და აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს მონაკვეთს შეადგენს.  რაც შეეხება მუნიციპალიტეტის შიდა ტერიტორიაზე მიმდინარე გზების რეაბილიტაციას, გაცნობებთ, რომ, ხარაგაულს, წელს, რეგიონული განვითარების ფონდიდან 22 ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად 5,5 მილიონი ლარი გამოეყო.  ხარაგაულის მერის პირველი მოადგილის არჩილ მაღრაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია სოფელ ბორში, ღარიხევში, უჩამეთში, ზედა ლაშეში. ინტენსიურად იგება გზა გრიგალათში, ნუნისში, ვაშლევში, ნადაბურში, ახალსოფელში, ქროლში, დეისში, მარელისში. ხელშეკრულება გაფორმებულია წყალაფორეთის, ლახუნდარას, თეთრაწყაროს, სერბაისის, დაბის ქუჩების, საქასრიას, ძინძიბოურის ცენტრალური გზების რეაბილიტაციის მიზნით.  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტის მერის ნიკოლოზ თოფურიძის აქტიური მუშაობით და ძალისხმევით ხარაგაულს დამატებით გამოეყო ნახევარ მილიონ ლარზე მეტი, რითაც 5 პროექტი დაფინანსდება. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება დაბაში მდებარე 11 სკვერს, ბეტონის საფარი დაიგება ხიდარში(შარიქაძეების უბანი), ბაზალეთში(ნანიტაშვილების უბანი), სოფელ ვარძიაში და ლაშეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ხემაღალში.  ყურადსაღებია ისიც, რომ ტენდერი უკვე გამოცხადებულია და წელსვე დაიწყება სამუშაოები ხარაგაულის მაღალმთიან სოფელ ბჟინევში, რომელიც მთის განვითარების ფონდიდან 357 000 ლარით დაფინანსდა და საერთო ჯამში 3კმ. გზას კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მუნიციპალიტეტში ათეულობით პროექტი დაფინანსდა, ასევე, სტიქიის ფონდიდან გამოყოფილი 1, 6 მილიონი ლარით, რომელიც ხარაგაულს 2017 წლის მიწურულს გადმოეცა.  სტიქიის მუხლით აღდგენილია ხიდები და ხიდბოგირები, შეკეთდა გზები, მოეწყო გაბიონები, სანიაღვრე არხები და საყრდენი კედლები. არჩილ მაღრაძის ინფორმაციით, სამუშაოები გრძელდება და სტიქიის ფონდით გადმოცემული თანხა წლის ბოლომდე ათვისებული იქნება.  ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ხარაგაულში ინფრასტრუქტურული მშენებლობების ბუმია.  საერთო ჯამში, ხარაგაულში, 2018 წელს, 28 სოფელში 40კმ.-მდე გზა დაიგება, რომელიც რეგიონული განვითარების, სტიქიისა და მთის განვითარების ფონდიდან 8 მილიონი ლარით დაფინანსდება.        
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/adasfaf.jpg
19/07/2018 11:12

ხარაგაულის მერი გასახლების ზოლში მოხვედრილ მოსახლეობას შეხვდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განსახლების სამსახურის უფროსი, მიხეილ უჯმაჯურიძე და დეპრტამენტის წარმომადგენლები, ასევე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ჯაბა ბერაძე, დღეს, ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში განსახლების ზოლში მოხვედრილ მოსახლეობას შეხვდნენ. მოგეხსენებათ იმერეთის რეგიონში იწყება E60 მაგისტრალის F2 მონაკვეთის - ხევი-უბისას 12 კმ -იან მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობა. პროექტის მიხედვით, აღნიშნულ მონაკვეთზე იგეგმება 35 ხიდის, 3 სატრანსპორტო კვანძისა და 13 გვირაბის მოწყობა.  დეპარტამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას იმ კონკრეტულ დეტალებზე ესაუბრნენ, რაც განსახლების პროცესში უმთავრესია და ყველა მოსახლეს უნდა ჰქონდეს მოწესრიგებული. საუბარია მიწებისა და საცხოვრებელი სახლების რეგისტრაციაზე. გაიცა რეკომენდაციები, დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები.  დღესვე შეხვედრები გაიმართა ხუნევისა და ხევის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობასთან.  
სრულად