სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghjlkj.jpg
29/03/2019 16:00

ფარცხნალსა და ისლარში გზის რეაბილიტაცია იწყება

29 მარტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ ისლარში გზის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში  გამარჯვებულ კომპანია  შპს „ალპედე“-სთან გაფორმებულ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ისლარში სოფლის ცენტრალურ გზაზე 1 500 მეტრიან მონაკვეთს ჩაუტარდება რეაბილიტაცია. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 246 248 ლარით ფინანსდება. მუნიციპალიტეტის მერმა ხელი მოაწერა, ასევე შპს „ჭედა-2012“-თან გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელიც ფარცხნალში,  ბარის უბანში, 1 კმ-მდე გზის მონაკვეთს ჩაუტარებს რეაბილიტაციას.  პროექტზე რეგიონული განვითარების ფონდი, ადგილობრივი ბიუჯეტის თადაფინანსებით, 128 502 ლარს დახარჯავს.       
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
29/03/2019 14:47

1 აპრილს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება

1 აპრილს  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება. საკრებულოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ შემდეგ საკითხებს განიხილავენ: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ;  მომხს: დავით დევდარიანი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ;  მომხს: ჯაბა ბერაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 დეკემბრის N48 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების  შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვლადიმერ გელაშვილი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით განაწილებისა და მერის მიერ წარმოდგენილი პროექტების დამტკიცების შესახებ. მომხს:  არჩილ მაღრაძე 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0161.JPG
28/03/2019 11:01

 კალათბურთის ჩემპიონატში მესამე საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა

ა(ა)იპ სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის(დირექტორი: გრიგოლ ჭიპაშვილი) ორგანიზებით, ხარაგაულში, საჯარო სკოლებს შორის კალათბურთის ჩემპიონატი ჩატარდა. ტურნირი მუნიციპალიტეტის პირველობაზე, 27 მარტს, ხარაგაულის სპორტდარბაზში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.  კალათბურთის ჩემპიონატში(ვაჟებს შორის) ნადაბურის, ვარძიის, კიცხის, ვერტყვიჭალის, დაბის N3, მარელისის, ბორითის, დაბის N2 და ხევის საჯარო სკოლების გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.  ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს დაბის N3 და ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ, რომელიც N3 სკოლის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.  გამარჯვებული გუნდი სიმბოლური საჩუქრით, ხოლო გუნდის წევრები წამახალისებელი სიგელებით დაჯილდოვდნენ. სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი კალათბურთის ჩემპიონატის ჩატარებას გოგონებს შორისაც გეგმავს, რომელიც აპრილის თვეში გაიმართება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0010.JPG
28/03/2019 11:00

ბიურომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასამტკიცებელი პროექტები განიხილა

28 მარტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე ბიუროს წევრებს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხის, დასახლებების მიხედვით განაწილებასა და მერის მიერ წარმოდგენილი პროექტების დამტკიცების შესახებ წარუდგინა ინფორმაცია. როგორც სხდომაზე არჩილ მაღრაძემ აღნიშნა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენა მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებისთვის და მ პროგრამის ფარგლებში ბევრი კარგი პროექტი გაკეთდება.    ხარაგაულის მუნიციპალიტეტს საერთო ჯამში 860 000 ლარი გამოეყო.  78 სოფელში  მოსახლეობის გადაწყვეტილებით 192 პროექტი გაკეთდება. მნიშვნელოვანია, რომ პროექტები ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განხორციელდება.“ გთავაზობთ მუნიციპალიტეტის მასშტაბით შერჩეული პროექტების ჩამონათვალს. აღნიშნულ საკითხს ხარაგაულის საკრებულო 1 აპრილის მორიგ სხდომაზე უყრის კენჭს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
27/03/2019 17:13

28 მარტს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

ხვალ, 28 მარტს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება. სხდომაზე დეპუტატებს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, არჩილ მაღრაძე  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით განაწილებასა და მერის მიერ წარმოდგენილი პროექტების დამტკიცების შესახებ წარუდგენს ინფორმაციას.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/auq/_DSC0016.JPG
26/03/2019 12:19

ხარაგაულში სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება

2 აპრილს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, დაბა ხარაგაულისა და სოფელ ჯაფაროულის მოსახლეობასთან საჯარო განხილვა გაიმართება. შეხვედრაზე თბილისი-მახინჯაურის სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, ზესტაფონი-ხარაგაულის მონაკვეთის საპროექტო ნაწილში, შეტანილ ცვლილებების პროექტს საჯაროდ განიხილავენ. შეხვედრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში  13:00 საათზე დაიწყება. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე, შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. პროექტის დოკუმენტაციასთან დაკავშირებული  შენიშვნები და მოსაზრებები, ასევე, შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  4 აპრილამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6,  ან ელ. ფოსტის მისამართზე eia@mepa.gov.ge.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/hgjkkj98.PNG
25/03/2019 21:02

ყურადღება აუქციონი!

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების მიზნით  განმეორებითი  ელექტრონული აუქციონი ცხადდება. იხილეთ დანართი აუქციონი 2019 წლის 27 აპრილს, 16:00 საათზე, დაიწყება და 2 აპრილს, 16:00 საათზე, დასრულდება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი აუქციონს აცხადებს, ასევე, შემდეგ ორ ობიექტზე:        ზემოთ აღნიშნული ორივე აუქციონი 2019 წლის 1 აპრილს, 16:00 საათზე, დაიწყება და 12 აპრილს, 16:00 საათზე, დასრულდება. ინფორმაცია განთავსდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე:  eauction.ge  ინფორმაცია გამოქვეყნდება, ასევე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)ი.პ. მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის გაზეთ „ახალ ხარაგაულში.“    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fhjkfhj_2.jpg
25/03/2019 17:35

 სოფელ ხიდარში ჯორტების საუბნო გზის მშენებლობა დაიწყო

სოფელ ხიდარში ერთ-ერთ ურთულეს მონაკვეთზე, ჯორტების საუბნო გზაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ამჟამად ბეტონის დაგების წინა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში  გზის1 200 მეტრამდე  სიგრძის მონაკვეთი მობეტონდება, რომელიც ჯორტების უბნის ბოლო მოსახლემდე მივა. აღნიშნული გზით 50-მდე ოჯახი ისარგებლებს. სამუშაოებს შპს „გურია-2015“  ასრულებს. პროექტის ღირებულება 151 932 ლარს შეადგენს. ჯორტები ხიდარში ერთ-ერთი ყველაზე მასიურად დასახლებული უბანია. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fhjkvbmb.jpg
25/03/2019 17:27

მერმა წარმომადგენლებთან თათბირი გამართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან სამუშაო თათბირი გამართა. მუნიციპალიტეტის მერმა  2019 წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, რამდენიმე პროექტზე მშენებლობა უკვე დაწყებულია და  აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.  ნიკოლოზ თოფურიძემ მუნიციპალიტეტში წყალთან დაკავშირებული  პრობლემებიც განიხილა  და აღნიშნა, რომ მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში უკვე თავმოყრილია სოფლებში სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგებასთან დაკავშირებით ყველა საჭირო მასალის დოკუმენტაცია და ამ პრობლემის მოგვარება მალე დაიწყება. სამუშაო თათბირზე მუნიციპალიტეტის მერმა წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებლი პროექტების მიმდინარეობაზე.  როგორც თათბირზე აღინიშნა, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, რომელიც ორ კვირაში დასრულდება და საკრებულოს წარედგინება დასამტკიცებლად.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/54190786_1831997446906195_6883102240538624000_o.jpg
22/03/2019 13:57

ხარაგაულის „ჩხერიმელამ“ ზედიზედ ორი თამაში მოიგო

დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპი დაიწყო. 12 მარტს ხარაგაულის სოსო და მურთაზ აბაშიძეების სახელობის სტადიონზე სტარტი აიღო დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის მატჩებმა. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ხარაგაულის „ჩხერიმელა“ და ხაშურის „ივერია“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ხარაგაულელთა უპირტესობით წარიმართა და ანგარიშით 4:1 დასრულდა. დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი, ხარაგაულის სტადიონზე 20 მარტს გაიმართა, სადაც ზესტაფონის „მარგვეთი“ „ჩხერიმელამ“ ანგარიშით 3:2  დაამარცხა. ხარაგაულის „ჩხერიმელა“ მომდევნო გასვლით თამაშს ბორჯომში, 24 მარტს  ბორჯომის „ტორისთან“ გამართავს.
სრულად