სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/ubisa%20f.jpg
12/06/2020 16:37

ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით გაბიონის მშენებლობა მიმდინარეობს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისაში, ჭალის უბანში მეწყერულ მონაკვეთზე გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ 90 000 ლარით დააფინანსა. სოფელ უბისაში გაბიონის მოწყობა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე დაფინანსდა, რადგან  გააქტიურებული მეწყერი საფრთხეს უქმნიდა აღნიშნულ მონაკვეთზე გზის მშენებლობის პროცესს, რომელიც მიმდინარე წელს უნდა განხორციელდეს. მეწყერული ზონა ასევე გარკვეული საფრთხის შემცველი გახლდათ ახლოს მცხოვრები მოსახლეობისთვისაც. (ამ დროისთვის, პობლემა შეექმნა ერთ ოჯახს, რომელსაც ეზოს ნაწილი ჩამოეშალა). სოფელ უბისაში, გაბიონზე მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, რომელმაც სტიქიის პრევენციის მიზნით მიმდინარე სამუშაოები დადებითად შეაფასა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
12/06/2020 16:29

ხარაგაულის საკრებულოს ბიურო 15 ივნისს სხდომას გამართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო 2020 წლის 15 ივნისს მორიგ სხდომას გამართავს საკითხთა ნუსხა: 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სასაკრებულოს განათლების, კულტურის და აახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ; მომხს:დავით კიკნაძე 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ; მომხს: აფრასიონ ლურსმანასვილი 3.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მომხს: აფრასიონ ლურსმანასვილი 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N19 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: კახაბერ გოლუბიანი
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/babai.jpg
12/06/2020 12:13

სოფელ ბაბში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბში სასოფლო გზის 600 მეტრიან მონაკვეთზე  სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი დაფინანსებულია რეგიონული განვთარების ფონდიდან, რომლის ღირებულება 162 927 ლარს შეადგენს. სამუშაოებს  შპს "ბორი-85" ასრულებს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, 2020 წელს, რეგიონული განვითარების ფონდიდან 19 სოფლის გზის რეაბილიტაციაა დაფინანსებული.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%98.jpg
12/06/2020 11:43

სოფელ ხორითში საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ მერიის ზედამხედვოლობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან, აფრასიონ ლურსმანაშვილთან ერთად,  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორითში, ლიპიღელეზე, ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დაათვალიერა. ხიდის მშენებლობა სტიქიის ფონდის მიერ 33 429 ლარით დაფინანსდა, რომელზეც სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. სოფელ ხორითში აღნიშნულ მონაკვეთზე ხიდი არასდროს ყოფილა, რაც საკმაოდ საფრთხის შემცველი გახლდათ. წვიმების შედეგად მოდიდებული ლიპიღელე პრობლემებს უქმნიდა როგორც მოსახლეობას, ასევე ავტომობილების გადაადგილებას.  გარდა ამისა, ხორითის გზის აღნიშნულ მონაკვეთზე იყო მკვეთრი მოსახვევი და მაღალი გამავლობის მანქანებს უჭირდათ გადაადგილება,  ამ დროისთვის გზას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, გასწორდა და პრობლა აღმოიფხვრა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/103154037_2786887051558450_388845424496116946_o.jpg
12/06/2020 11:29

ღუდუმექეთში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ დაათვალიერა

სოფელ ღუდუმექეთში ცენტრალური გზის (900მ) რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. ღუდუმექეთში, პირველ ეტაპზე, სასოფლო გზის 1კმ-მდე მონაკვეთი კეთილმოეწყო.   მეორე  ეტაპის  რეაბილიტაცია კი ივნისის ბოლოს დასრულდება. პროექტზე მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ დაათვალიერა. მისი განმარტებით ღუდუმექეთის გზის რეაბილიტაცია  რეგიონალური განვითარების ფონდიდან 154 696 ლარით დაფინანსდა. გზა ყველა სოფელს პროექტის ფარგლებში, ხარაგაულში 19 სოფლის გზის რეაბილიტაცია იგეგმება.  შეგახსენებთ, რომ 2020 წელს რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხარაგაულში  4 464 485 ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gazificireba.jpg
09/06/2020 11:33

სოფელ ვარძიის გაზიფიცირება იწყება

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიის გაზიფიცირების მიზნით ტენდერი გამოცხადდა!  შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ ტენდერი 8 ივნისს გამოაცხადა, წინდადებების მიღება 29 ივნისს დასრულდება! ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს მიმდინარე წელს დაიწყებს.   სოფლიდან მიგრაციის შესაჩერებლად, უმნიშვნელოვანესია სასოფლო გზების მოწყობა და ბუნებრივი აირით მომარაგება. სწორედ ეს პრიორიტეტები განსაზღვრა სახელმწიფომ, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით, ეტაპობრივად ხორციელდება. ვარძიაში სამუშაოების დასრულების შემდეგ ბუნებრივი აირით 530 აბონენტი ისარგებლებს!  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0160.JPG
08/06/2020 16:52

საქარიქედის გაზიფიცირებისთვის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საქარიქედის გაზიფიცირებისთვის სისტემის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. საქარიქედზე სამუშაოების დასრულების შემდეგ ბუნებრივი აირით 150-მდე აბონენტი ისარგებლებს. მიმდინარე წელს ხარაგაულში საქარიქედის და ფარცხნალის გაზიფიცირებისთვის სამუშაოებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახორციელებს. გასულ წელს გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები ჩატარდა სოფელ კიცხსა და ლაშეში, რომლის გამრიცხველიანება, მიმდინარე წლის ზაფხულზე დაიწყება და შემოდგომაზე დასრულდება. დღეის მდგომარეობით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირით ექვსი სოფელი - ისლარი, თეთრაწყარო, ჩხერი, ბაზალეთი, ახალსოფელი და ჯაფაროული სარგებლობს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/78696679_264708268102556_8980889526331244544_n.jpg
08/06/2020 10:03

კიცხში საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

ხარაგაულის მუნიციპლიტეტის სოფელ კიცხში საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს! 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის შენობა იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.  კიცხის საუკუნოვანი საჯარო სკოლის შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო და ფაქტობრივად იქ სწავლის გაგრძელება მოსწვლეებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდა! პროექტის მიხედვით, მოხდება ასევე საჯარო სკოლის ეზოს სრული რეაბილიტაცია და კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობა.  სკოლის ახალი შენობის დასრულებამდე კიცხის სკოლის მოსწავლეები თეთრაწყაროს სკოლაში განაგრძობენ სწავლას! პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს! სამუშაოები ოქტომბერში დასრულდება!
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0138.JPG
05/06/2020 10:24

კიცხში რაგბის სტადიონი აშენდება

ამის შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ და საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლებმა 4ივნისს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.  მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში სოფელ კიცხში აშენდება რაგბის სტადიონი, სადაც მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა ტრიბუნით და საშხაპე კაბინებით. ახალი სარაგბო სტადიონი მომავალში შეძლებს უმასპინძლოს რეგიონულ ტურნირებს და ფესტივლებს. ხარაგაულელ ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა დაეუფლონ რაგბს, პროფესიონალურ დონეზე და შემდგომში მიიღონ მონაწილეობა საქართველოს ჩემპიონატში, თავდაპირველად სამოყვარულო დონეზე. სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას მერიის ხელშეწყობით საქართველოს რაგბის კავშირი დააფინანსებს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0005_1.JPG
02/06/2020 18:13

საკრებულომ წყლის ჭაბურღილების მოსაწყობად ფართის სხელმწიფოსთვის გადაცემას მხარი დაუჭირა

ხარაგაული მუნიციპალიტეტის საკრებულომ 1 ივნისს გამართულ სხდომაზე მხარი დაუჭირა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, დაბა ხარაგაულში მდებარე ყოფილი წყალსადენის ტერიტორიაზე სოლომონ მეფის ქუჩა N90ა-ში მდებარე 2718 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის (საკადასტრო კოდი № 36.01.31.399), ამავე მისამართზე მდებარე 1486 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის (საკადასტრ ო კოდი №36.01.31.398) და 100 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი № 36.01.31.396) სახელმწიფო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას. რაც გულისხმობს, რომ „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ დაბა ხარაგაულში 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად აღნიშნული ფართზე განახორციელებს 3 ერთეული ჭაბურღილისა და სატუმბი სადგურის მოწყობას. ამასთანავე, კომპანია ახორციელებს სტიქიის შედეგად დაზიანებულ წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას სოფელ ლეღვანში. გარდა ზემოთ აღნიშნული საკითხისა საკრებულომ დღის წესრიგით გათვალისწინებული კიდევ სამი საკითხი განიხილა და დაამტკიცა  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესის (ინსტრუქციის) დამტკიცების შესახებ; მომხს: კახაბერ გოლუბიანი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლობითი ხარჯების შემადგენლობის, დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ; მომხს: კახაბერ გოლუბიანი გენდერული თანასწორობის საბჭოს სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ; მომხს: მანანა ბარბაქაძე
სრულად