სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfhbfghfghfghb.JPG
14/03/2019 16:36

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს რიგითი სხდომა გაიმართა. საბჭომ განიხილა მოქალაქეთა განაცხადებები – მაღალმთაინ დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე.  მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭო განიხილავს ინდივიდუალურ განცხადებებს და გასცემს რეკომენდაციებს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის თაობაზე. საბოლოო გადაწყვეტილებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი იღებს და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომის ოქმი იხილეთ ბმულზე.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/FHJMFCGBNM.JPG
14/03/2019 15:53

საქარიქედში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, თემური თაბუკაშვილთან და  ზედამხედველობისა და არქიტექურის სამსახურის უფროსთან, აფრასიონ ლურსმანაშვილითან ერთად, სოფელ საქარიქედში ცენტრალურ გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. სოფელში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი 2019 წელს განახლდა. პროექტი, რომლის ფარგლებში გზის 900 მეტრიანი მონაკვეთი მობეტონდება, რეგიონული განვითარების ფონდიდან 137 777 ლარით ფინანსდება. ხელშეკრულების თანახმად, გზის რეაბილიტაცია აპრილის ბოლოს დასრულდება. სამუშაოებს შპს „საჩხერგზა“ ასრულებს. გასულ წელს საქარიქედში რეაბილიტაცია გზის 1318 მეტრიან მონაკვეთს  ჩაუტარდა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dcghjmfcgbn.JPG
14/03/2019 15:49

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მოსაპოვებლად რეგისტრაცია დაიწყო

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსთან დაკავშირებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა, ნინო გურეშიძემ პედაგოგებთან შეხვედრა გამართა. ქალბატონი ნინო  2018 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ათეული გამარჯვებულია. მან ხარაგაულის საჯარო სკოლების პედაგოგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და კონკურსთან დაკავშირებით ესაუბრა. ასევე გააცნო აპლიკაციის  შევსების წესები. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში მონაწილეობის მსურველი მასწავლებლების რეგისტრაცია ვებგვერდზე www.tprize.ge 1-ლი მარტიდან 20 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შემდეგ კი, კონკურსანტთა შერჩევის სამეტაპიან პროცესს 18 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს.  2019 წელს  წინა წლისგან განსხვავებით მასწავლებლის წარდგენა არა მხოლოდ სკოლებს, არამედ ფიზიკურ პირებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებსაც შეეძლებათ. კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდება კონკურსანტთა ათეული, ხოლო მესამე ეტაპზე, 5 სექტემბერს, ცნობილი გახდება იმ ხუთი ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” მფლობელი გახდება. გამარჯვებულს ფულადი პრიზის სახით, გენერალური სპონსორისგან, „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან გადაეცემა 10 000 ლარი. ასევე ბაქსვუდის სკოლა გამარჯვებულ მასწავლებელს დიდ ბრიტანეთში პროფესიული განვითარების ორკვირიან პროგრამას დაუფინანსებს. გიმნაზია „შავნაბადა“კი- სპეციალურ პრიზს საუკეთესო ხუთეულიდან ერთ-ერთ მასწავლებელს გადასცემს.  „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ასევე „ლიბერთი“ ბანკი, ტელეკომპანია „იმედი“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კამპანიას 2019 წელს ასევე შეუერთდებიან ბაქსვუდის სკოლა და გიმნაზია „შავნაბადა”.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sak-23445aa_1.jpg
14/03/2019 12:10

ბიუროს სხდომა გაიმართება

18 მარტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება. სხდომაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხსენებელი: დავით დევდარიანი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხსენებელი: ჯაბა ბერაძე
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghjkvbbn.jpg
13/03/2019 14:14

მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა

13 მარტს ხარაგაულის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ პირველი შეხვედრა გამართა. სხდომა მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ გახსნა და აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია საბჭოს თითოეული წევრის აზრი და მათთან ერთად მუშაობა უფრო საინტერესო და ნაყოფიერი იქნება.  გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საბჭოს წევრები გაეცნენ დებულებას და შეიმუშავეს ის ძირითადი რეკომენდაციები, რაზეც მომავალ სხდომებზე იმსჯელებენ.  მრჩეველთა საბჭოს რიგით პირველ სხდომაზე წევრებმა ხმათა უმრავლესობით საბჭოს თავმჯდომარედ - ლალი სებისკვერაძე, ხოლო საბჭოს მდივნად - მარიკა ხარატიშვილი აირჩიეს.  მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა ასე გამოიყურება: ლალი სებისკვერაძე, მარიკა ხარატიშვილი, რამაზ ბლუაშვილი, შოთა ხარატიშვილი, ხათუნა მანჯავიძე, მარინა გოგია, ქეთევან ჩაჩანიძე, გიორგი ბარბაქაძე, გიორგი მუხურაძე, შოთა გოლუბიანი, შალვა ჩხეიძე. საბჭოს საქმიანობის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა. იგი შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოთხოვნის შესაბამისად. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სარეკომენდაციო ხასიათისაა და სავალდებულო ძალა არ აქვს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gkjkbnm%2Cy_1.JPG
13/03/2019 11:09

ნადაბურში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განხორციელდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, პირველ მოადგილესთან არჩილ მაღრაძესთან ერთად, ნადაბურის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ნადაბურის საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნენ, სადაც ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 578 498 ლარით ფინანსდება, რომლის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 5 428 მეტრიან გზას. სამუშაოებს  შპს „საპოვნელა“ ასრულებს. პირველმა პირებმა, ასევე, მოინახულეს ხიდ-ბოგირებისა და ციციქიურის უბანში  გაბიონის მშენებლობის პროცესი, რომლებზეც სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება. ნადაბურის ადმინისტრაციულ ერთეულში ოთხ ხიდ-ბოგირს უტარდება რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 60 000 ლარია, რომელიც სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან არის დაფინანსებული. ციცქიურში გაბიონის აღდგენითი სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს, პროექტის ღირებულება 69 800 ლარს შეადგენს და დაფინანსებულია სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან. სამუშაოებს ასრულებს  „ლოდი პლიუსი“.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghjkghnm%20b.JPG
12/03/2019 16:19

„რა? სად? როდის?“ გამარჯვებული დაბა ხარაგაულის გუნდი გახდა

12 მარტს ხარაგაულის კინოთეატრში მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით,  ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის, „რა? სად? როდის?“ ფინალური შეხვედრა  გაიმართა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს დაბა ხარაგაულის, მოლითის, ბაზალეთისა და კიცხის ადმინისტრაციული ერთეულები დაუპირისპირდნენ. გუნდები 6-6 კაცისგან იყო დაკომპლექტებული.  თამაში კი 20 კითხვისგან შედგებოდა. გამარჯვებული დაბა ხარაგაულის გუნდი გახდა, რომელმაც 16 ქულა მოიპოვა, ხოლო მეორე ადგილი 13 ქულით კიცხის ადმინისტრაციულმა ერთეულმა დაიკავა. „რა? სად? როდის?“ წამყვანის, დავით ჩადუნელის ინფორმაციით, პირველ ორ ადგილზე გასული გუნდი ექსკურსიით დასაჩუქრდება. ყველა მონაწილე გუნდს საჩუქრად საკუთარი გუნდის ფოტო გადაეცა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghjkmhmvb_1.JPG
12/03/2019 16:12

ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრში სწავლება მოქალაქეებს უფასოდ შეეძლებათ

ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრი გაიხსნება. სასწავლებელში მსურველები მეფუტკრეობას, ხეზე კვეთას, ტრადიციულ ქართულ სამზარეულოს,  ფეხსაცმლის დიზაინს, თექისა, ჭრა-კერვის, ქსოვისა (მაკრამეს) და  ხალხურ ინსტრუმენტზე დაკვრის სამ თვიან კურსს გაივლიან. სასწავლებელში 18 წლის ზემოთ მოქალაქეები მიიღებიან, რომლებიც უფასოდ შეისწავლიან მათთვის სასურველ პროფესიას. დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ განცხადება და პირადობის მოწმობა სასწავლებლის ადმინისტრაციაში. სასწავლებელი განთავსებულია სოლომონ მეფის N19 -ში, პოლიციის ყოფილ ძველ შენობაში, რომელსაც ჩაუტარდა შესაბამისი სარემონტო სამუშაოები და ასევე აღიჭურვა საჭირო ავეჯით. არასამთავრობო ორგანიზაციის „წიფლარის“ დამფუძნებლისა და პროექტის კოორდინატორის მანანა ტაბაშიძის ინფორმაციით  სასწავლებელში  მსურველთა საბუთების მიღება უკვე მიმდინარეობს და ჯგუფების ჩამოყალიბების შემდეგ  სწავლება დაიწყება. პროექტი ხარაგაულში არასამთავრობო ორგანიზაცია „წიფლარი“ სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის  საქართველოს ოფისის საგრანტო დაფინანსებით ხორციელდება. საქართველოში, სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საქართველოს ოფისის დაფინანსებით, სულ თერთმეტი პროფესიული  სასწავლებელია შექმნილი. ხოლო იმერეთის რეგიონში პირველი ხარაგაულია.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghjkghjkhm.jpg
11/03/2019 17:24

„მოსიარულე სიკეთე“ ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის პრემიერა

10 მარტს ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის მსახიობმა და რეჟისორმა, იზა ვეფხვაძემ თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში სპექტაკლის „მოსიარულე სიკეთე“ პრემიერა გამართა. მონო-სპექტაკლი საუცხოო მსახიობს, ბატონ იაკობ ტრიპოლსკის ცხოვრებას და შემოქმედებას მიეძღვნა. პრემიერა მსახიობის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. თეატრის რეჟისორის ინფორმაციით, იაკობ ტრიპოლსკისადმი მიძღვნილი ლიტერატურული სპექტაკლის ჩვენება ხარაგაულში, მაისის თვეში გაიმართება. სპექტაკლის პრემიერას ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი და საქართველოდან და უცხოეთიდან მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურულ თეატრს ამ დროისთვის 60 მონო-სპექტაკლი აქვს დადგმული.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/hjcgncv.jpg
11/03/2019 14:38

ხარაგაულში უხუცესი აღმზრდელები გაიხსენეს

ემოციურად წარიმართა 7 მარტს უხუცეს აღმზრდელებთან შეხვედრა ხარაგაულის საბავშვო ბაღში. სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებითა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხარაგაულში, დღეს, ის ღვაწლმოსილი აღმზრდელები გაიხსენეს, რომელთაც 40 წელზე მეტი ბავშვებისა და მომავალი თაობების აღზრდას შეალიეს. გაერთიანების თანამშრომლების მიერ მომზადებული ფოტოკოლაჟი, რომელიც 30-აინი წლებიდან მოყოლებული ხარაგაულის საბავშვო ბაღების ისტორიას ასახავდა, განსაკუთრებით საინტერესო და ამაღლვებელი აღმოჩნდა აღმზრდელებისთვის.  მოწვეულ სტუმრებს დედის დღე და რვა მარტი მიულოცა ბაღების გაერთიანების დირექტორმა, მამუკა ჭიპაშვილმა, მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, ირინე ჩხეიძემ, ისტორიული მუზეუმის წარმომადგენელმა, ეკა შველიძემ, რომელმაც, ისტორიული მუზეუმის ხელმძღვანელის, ნინო დიდიძის მიერ მოწოდებული მართლაც, უნიკალური ფოტო-მასალის ისტორია გააცნო აღმზრდელებს.  უხუცესმა აღმზრდელებმა გაიხსენეს თავიანთი მოღვაწეობის პერიოდი, როგორ დაუკავშირდა მათი ცხოვრება საბავშვო ბაღს და ბავშვებს. მადლობა გადაუხადეს ღონისძიების ორგანიზატორებს, გახსენებისთვის და ამაგის დაფასებისთვის.  #1 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა რამდენიმე მუსიკალური ნომერი შეასრულეს და საპატიო სტუმრებს თავიანთი ხელით დამზადებული ყვავილების კალათები გადასცეს. ღვაწლმოსილ აღმზრდელებს მერიის კულტურის სამსახურის სახელით ფასიანი საჩუქრები და დამსახურების სიგელები გადაეცათ.
სრულად