სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%93.jpg

ხარაგაულში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 8 მილიონი ლარი დაიხარჯება..

იმერეთში ინფრასტრუქტურული პროექტების მასშტაბურობით ხარაგაული ლიდერობს - ამის შესახებ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ თათბირზე განაცხადეს, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქუთაისის შემდეგ, იმერეთის მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების მასშტაბურობით ხარაგაული ლიდერობს. 
2018 წელს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ორი მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება. ესენია: ხევი-უბისას მონაკვეთზე(51კმ) ავტობანის მშენებლობა და ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ჩუმათელეთის 50 კმ.-იანი მონაკვეთის კაპიტალური რეაბილიტაცია. აღნიშნული პროექტები მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ფონდიდან ათეულობით მილიონი ლარით ფინანსდება და აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს მონაკვეთს შეადგენს. 
რაც შეეხება მუნიციპალიტეტის შიდა ტერიტორიაზე მიმდინარე გზების რეაბილიტაციას, გაცნობებთ, რომ, ხარაგაულს, წელს, რეგიონული განვითარების ფონდიდან 22 ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად 5,5 მილიონი ლარი გამოეყო. 
ხარაგაულის მერის პირველი მოადგილის არჩილ მაღრაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია სოფელ ბორში, ღარიხევში, უჩამეთში, ზედა ლაშეში. ინტენსიურად იგება გზა გრიგალათში, ნუნისში, ვაშლევში, ნადაბურში, ახალსოფელში, ქროლში, დეისში, მარელისში. ხელშეკრულება გაფორმებულია წყალაფორეთის, ლახუნდარას, თეთრაწყაროს, სერბაისის, დაბის ქუჩების, საქასრიას, ძინძიბოურის ცენტრალური გზების რეაბილიტაციის მიზნით. 
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტის მერის ნიკოლოზ თოფურიძის აქტიური მუშაობით და ძალისხმევით ხარაგაულს დამატებით გამოეყო ნახევარ მილიონ ლარზე მეტი, რითაც 5 პროექტი დაფინანსდება. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება დაბაში მდებარე 11 სკვერს, ბეტონის საფარი დაიგება ხიდარში(შარიქაძეების უბანი), ბაზალეთში(ნანიტაშვილების უბანი), სოფელ ვარძიაში და ლაშეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ხემაღალში. 
ყურადსაღებია ისიც, რომ ტენდერი უკვე გამოცხადებულია და წელსვე დაიწყება სამუშაოები ხარაგაულის მაღალმთიან სოფელ ბჟინევში, რომელიც მთის განვითარების ფონდიდან 357 000 ლარით დაფინანსდა და საერთო ჯამში 3კმ. გზას კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
მუნიციპალიტეტში ათეულობით პროექტი დაფინანსდა, ასევე, სტიქიის ფონდიდან გამოყოფილი 1, 6 მილიონი ლარით, რომელიც ხარაგაულს 2017 წლის მიწურულს გადმოეცა. 
სტიქიის მუხლით აღდგენილია ხიდები და ხიდბოგირები, შეკეთდა გზები, მოეწყო გაბიონები, სანიაღვრე არხები და საყრდენი კედლები. არჩილ მაღრაძის ინფორმაციით, სამუშაოები გრძელდება და სტიქიის ფონდით გადმოცემული თანხა წლის ბოლომდე ათვისებული იქნება. 
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ხარაგაულში ინფრასტრუქტურული მშენებლობების ბუმია. 
საერთო ჯამში, ხარაგაულში, 2018 წელს, 28 სოფელში 40კმ.-მდე გზა დაიგება, რომელიც რეგიონული განვითარების, სტიქიისა და მთის განვითარების ფონდიდან 8 მილიონი ლარით დაფინანსდება.

 

 

 

 

ნანახია: 4569 - ჯერ