10/12/2019
12 დეკემბერს ხარაგაულში ფარცხნალზე გადაღებული ფილმის პრემიერა გაიმართება
12 დეკემბერს, 15 საათზე, ხარაგაულის კინოთეატრში გაიმართება საპრემიერო ჩვენება ფილმისა „ფარცხნალი-კორიფეთა სამკვიდრო“. ფილმი სტუდია „პიონერფილმის" და ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის ერთობლივი ნამუშევარია. ფილმის პროდიუსერები არიან იზა ვეფხვაძე და გრიგოლ ჩიგოგიძე, რეჟისორი მაშო გიგილაშვილი. მონაწილწობენ: ებრაელი და გერმანელი მოსწავლეები - ლეონ შავიტი და ნინა ზიგერი, ასევე ხარაგაულელი ახალგაზრდები.
ფილმის ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია. აქვე შეგახსენებთ, რომ ფილმის საპრემიერო ჩვენება 2 დეკემბერს შედგა თბილისში, რომელსაც საზოგადოების ფართო წარმომადგენლობა დაესწრო და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. ხაზგასმით აღინიშნა ფილმის აქტუალობის და მრავალმრივ საჭიროების შესახებ მომავალი თაობებისთვის ფილმის ჩვენებები საქართველოს არაერთი სკოლის და უნივერსიტეტის მოთხოვნით კვლავაც გაგრძელდება საქართველოს რეგიონებში. აქვე გაცნობებთ, რომ ხარაგაულში პრემიერას დაესწრება გადამღები ჯგუფი.
სრულად
06/12/2019
ხარაგაულის უსინათლოთა ცენტრმა შამაჯამებელი ღონისძიება გამართა
4 დეკემბერს, შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხარაგაულში, კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული უსინათლოთა პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
პროექტის მენეჯერის, გულიკო ჭარბაძის ინფორმაციით, მხედველობა შეზღუდული პირები მთელი წლის განმავლობაში ეუფლებიან ბრაილის შრიფტს, ცენტრში ფუქნციონირებს ასევე, ადაპტირებული კომპიუტერის შემსწავლელი წრე, ლიტერატურისა და სამაგიდო თამაშების წრე.
„ჩვენ ერთად ვართ შემოგვიერთდით“ - ამ დევიზის გარშემო ხარაგაულის უსინათლოთა პროექტში 25 მხედველობა შეზღუდული ადამიანია ჩართული, მათგან 9 ბენეფიციარი წელს დაემტა.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე პროექტში ჩართულმა პირებმა მთელი წლის განმავლობაში შესწავლილი მასალის პრეზენტაცია წარმოადგინეს.
პროექტში ხუთი პირია დასაქმებული. ბრაილის შრიფტის შემსწავლელ წრეს მზია კურტანიძე უძღვება, ადაპტირებული კომპიუტერის შემსწავლელ წრეს, ვასილ ლომიძე ხელმძღვანელობს, ლიტერატურულ წრეს - ხათუნა ლაბაძე , ხოლო სამაგიდო თამაშების წრეს, რომელიც პროექტს წელს დაემატა - რომან შავიძე.
პროექტის ხელმძღვანელბმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს მხარდაჭერისთვის და იმ შესაძლებლობისთვის, რაც მხედველობა შეზღუდული პირების რესოციალიზაციის მიზნით ძალიან მნიშვნელოვანია.
სრულად
29/11/2019
რა იგეგმება ხარაგაულში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ
საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, ქვეყანაში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანია დაიწყო.
ხარაგაულში კამპანიის ფარგლებში გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, პირველი შეხვედრა გაიმართა, სადაც ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის წარმომადგენლებმა ქალთა უფლებების გაძლიერების ხელშეწყობაზე, საზოგადოებისთვის გენდერული ძალადობის მიმართ ინფორმაციის მიწოდებასა და ამ მიმართულებით არსებული სახელმწიფო სერვისების პოპულარიზაციაზე ისაუბრეს.
მოგახსენებთ, რომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება და მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევების აქტუალიზაციას.
2019 წელს, საქართველოში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის მთავარ თემად სექსუალური შევიწროება განისაზღვრა.
16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ხარაგაულში, მერის თანაშემწის გენდერული თანასწორობის საკითხებში, ინგა ბერაძის ინიციატივითა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ჩართულობით შემდეგი ღონისძიებებია დაგეგმილი:
2 დეკემბერი - ვიდეო რგოლის „სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში“ - ჩვენება საჯარო მოხელეებისთვის;
3 დეკემბერი - ბავშვთა მიმართ ძალადობის შემცირებისკენ მიმართული კამპანია; წარმოდგენილი იქნება თეატრალური პერფორმანსი და ფორუმ-თეატრი. ღონისძიების მხარდამჭერია „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“.
5 დეკემბერი - სამუშაო შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან, პედაგოგებთან, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და პოლიციის წარმომადგენლებთან. წარმოდგენილი იქნება ნაწყვეტი ხარაგაულის სახალხო თეატრის სპექტაკლიდან „ორნი“, რომელიც ოჯახში ძალადობის თემას ეხება.
6 დეკემბერი - ბავშვების თვალით დანახული ძალადობა - ბავშვები ხატავენ ძალადობის თემაზე.
10 დეკემბერი - მსვლელობა ქუჩაში - „აიხილე თვალები“.
გაცნობებთ, რომ კამპანიას ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობა და მასში მონაწილეობას იღებენ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის წევრი სახელმწიფო უწყებები.
სრულად
28/11/2019
2 დეკემბერს საკრებულო მორიგ სხდომას გამართავს
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2019 წლის 2 დეკემბერს მორიგ სხდომას გამართავს.
დპუტატები მოისმენენ ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2019 წლის ბიუჯეტის ცხრა თვის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობის შესახებ. საკითხს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, ვლადიმერ გელაშვილი წარადგენს. ვლადიმერ გელაშვილი ისაუბრებს ასევე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის თაობაზე.
საკრებულოს ფრაქცია „ძალა ერთობაშია“- ს თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი, დეპუტატებს, ფრაქციის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ მიწვდის ინფორმაციას.
2 დეკემბრის საკრებულოს სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების ფონდიდან 2020 წელს დასაფინასებელი პროექტების მოწონების შესახებ, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფორსი პეტრე შარიქაძე ისაუბრებს.
სრულად