სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/ggdg_1.jpg
10/07/2020 16:52

სოფელ უბასში საუბნო გზების რეაბილიტაცია გრძელდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისაში, ჭალის უბანში, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია 1046 მეტრ გზას ჩაუტარდება. პროექტში გათვალისწინებულია 6 ცხაურის გაკეთება, რაც მოსახლეობას დამატებით პრობლემებს მოუგვარებს, რომლსაც უხვი ნალექი ქმნიდა. საუბნო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა რეგიონული განვითარების ფონდიდან 277 999 ლარით ფინანსდება! თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი გზით 60-ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს "იმერმშენი" ასრულებს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/etli.jpg
10/07/2020 12:39

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ეტლები გადაეცათ

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის   მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საჩუქრად ეტლები  გადასცა.  მერმა  ბენეფიციარებს   სავარძლები   სახლში პირადად   მიუტანა   და  მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. თანამედროვე, რბილი სავარძლის მქონე, კომფორტული ეტლები ინდივიდუალური შესაძლებლობების მიხედვით გადაეცა მათ, ვისაც ან საერთოდ არ ჰქონდა ეტლი, ან ჰქონდა, მაგრამ დაზიანებული იყო. ინვალიდის ეტლი  ბენეფიციარებს ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულობისა  და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“    მხარდაჭერითა  და საერთაშორისო ასოციაციის „ქალები სიცოცხლისა და მშვიდობისთვის“ ფინანსური ხელშეწყობით გადაეცათ. ცენტრის წარმომადგენელმა საცხოვრებელ სახლებში მისვლით განახორციელა თითოეული პირისათვის ზომების აღება და შესაბამისი  კითხვარების შევსება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/axali.jpg
09/07/2020 10:11

მაღალმთიან სოფელ ბჟინევში გზის რეაბილიტაცია დაიწყო

სოფელ ბჟინევში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში,  სოფელში მისასვლელი გზის 1 500 მეტრიან მონაკვეთზე მოეწყობა ბეტონის საფარი. პროექტი მთის განვითარების ფონდიდან 336 000 ლარით დაფინანსდა, რომელზეც სამშენებლო სამუშაოებს კომპანია "კოხტის ძირი - 2010" ასრულებს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/wgzdfh.jpg
09/07/2020 10:05

სოფელ ბაზალეთში გადასასვლელ ბონდის ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ბაზალეთში ბონდის ხიდის რეაბილიტაცია განხორციელდა. ხიდის აღდგენითი სამუშაოებისათვის ბიუჯეტიდან-15 000 ლარი გამოიყო. აღნიშნულ ბონდის ხიდზე გადაადგილიბა მოქალაქეებისათვის საფრთხეს წარმოადგენდა, ვინაიდან ნაგებობა დაზიანებული და საკმაოდ ძველი აგებული იყო. დღეის მდგოარეობით ახლად აღდგენილ  ბონდის ხიდი უსაფრთხოა და  სოფლის მოსახლეობას, საშუალება აქვს უმოკლეს დროში გადაადგილდეს ბაზალეთიდან ხარაგაულის ცენტრში, ან პირიქით, ხარაგაულიდან ბაზალეთში.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xid.jpg
08/07/2020 12:27

ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, ხიდრის ადმინისტრაციულ ერთეულს ესტუმრა.

სოფელი ხიდარი პატარა ევროპულ დასახლებას მოგაგონებთ, კეთილმოწყობილი გზა სიმწვანეშია ჩაფლული, რაც ორმაგად სასიამოვნოს ხდის სოფელში გადაადგილებას. შეხვედრები სამ უბანში ჩატარდა, სადაც მერმა მოსახლეობას სიფრთხილისაკენ მოუწოდა და კორონა ვირუსის პრევინციის გზები გააცნო. სოფელში ძირითად გამოწვევად ბუნებრივი აირის არ არსებობას ასახლებენ, რაც მოსახლეობას გარკვეულ დისკომფორტს უქმნის. ხიდრის მოსახლეობას საკუთრი ძალებით გზა გაჰყავს ნასოფლარში, რომელიც სოფელში საძროხეს სახელითაა ცნობილი. მოსახლეობა იქ მესაქონლეობასა და მეფუტკრეობას ეწევა. ნიკოლოზ თოფურიძე მათ დაჰპირდა, რომ გამოუყოფს საწვავს სარეზერვო ფონდიდან და ამით შეიტანს წვლილს სოფლისთვის მნიშვნელოვან საქმეში. სოფელში დასასრულს უახლოვდება საუბნო გზების რეაბილიტაცია, ჩვენი სტუმრობისას მშენებელი კომპანია შარიქაძეების საუბნო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს  ასრულებდა, რის შემდეგაც ჯორტების გზის პროექტის შენებას დაიწყებს. სოფელში თანამედროვე არქიტექტურისა და ევროპული სტანდარტების შესაბამისი დაწყებითი სკოლის შენობა დგას, რაც მოსწავლეებისთვის დიდ კომფორტ ს ქმნის. ხარაგაულის მერის გაცხადებული პოლიტიკაა, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დაუბრუნდეს რაიონს და აქ მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზაცია. ამ პოლიტიკის შედეგია ის, რომ ხიდარში მერის წარმომადგენელი 27 წლის ახალგაზრდა კოტე ბერაძეა, რომელიც ახალგაზრდული ენერეგიითა აკეთებს საქმეს. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_5.jpg
08/07/2020 09:48

მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, ღორეშაში მოსახლეობას წყლის პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა

მოსახლეობასთან კომუნიკაცია და განსხვავებული აზრის მოსმენა საუკეთესო საშუალებაა სოფლის პრიორიტეტების გაანალიზებასა და დაგეგმვაში. აღნიშნულიდან გამომდინარე,  ხარაგაულის მუნიციპალიტეტში პროექტი „ღია სივრცე ღია აზრებისთვის“  ხორციელდება, რომლის  ფარგლებში,  მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს მართავს.   ნიკოლოზ თოფურიძე ამჯერად ღორეშის ადმინისტრაციულ ერთეულს ეწვია და სოფლის წინაშე არსებულ საჭიროებებსა და პრობლემებს გაეცნო.   ღორეშის მოსახლეობისთვის, ამ ეტაპზე, პრიორიტეტულია: შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, კანონიერი სახერხის ფუნქციონირება და წყალთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება (ვინაიდან ღორეშის რამდენიმე უბანს სასმელი წყალი არ აქვს).  მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე მოსახლეობას წყალთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარდებას დაჰპირდა. მისი განმარტებით საჯვარის უბანში წყლის სისტემის რეაბილიტაცია უკვე დაფინანსდა სოფლის მხარდაჭერი პროექტებიდან. ხოლო მოსახლეობის წყლით მომარაგების სრულ უზრუნველსაყოფად მოეწყობა ახალი ჭაბურღილი, ვინაიდან ამ დრომდე არსებული ერთი ჭაბურღილი ვერ აკმაყოფილებს სრულად სოფლად მცხოვრებ ოჯახებს. შეხვედარზე სოფლის მკვიდრმა, დარეჯან კურტანიძემ და ბეგლარ შველიძემ ბოლო წლებში ღორეშის ადმინსტრაციულ ერთეულში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს და მადლიერება გამოხატეს როგორც ცენტრალურ ისე ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ. დარეჯან კურტანიძის თქმით ღორეშის ცენტრალურ გზას ჩაუტარდა სრული კაპიტალური რეაბილიტაცია, მანამდე კი- აღნიშნულ გზაზე   გადაადგილება რთული იყო.- „სასწრაფო დახმარების ავტომობილებს ძალიან უჭირდათ გზაზე გადაადგილება, გამოძახებიდან დიდი დრო სჭირდებოდათ, რომ დანიშნულ ადგილზე მისულიყვნენ, ახლა კი გამოძახების შემთხვევაში ადგილზე 10 წუთში იქნებიან“. განმარტავს სოფლის მკვიდრი. შეხვედრაზე ბეგლარ შველიძემ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად დააყენა სახერხის ფუნქციონირება, სადაც ადგილობრივებს კანონიერად შეეძლებათ სამასალე ხე-ტყის დამუშავება. მან ასევე თანასოფლელებთან ერთად პრიორიტეტულ საკითხად დააყენა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ღორეშის ადმინისტრაციულ ერთეულში ამ დრომდე საკმაოდ მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფლამდე მისასვლელს გზას. მიმდინარე წელს დასრულდა მდინარე კვადოურაზე საავტომობილო ხიდის მშენებლობა. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს კვადოურას გზის რეაბილიტაცია, სადაც დაიგება ბეტონის საფარი.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
03/07/2020 10:54

ხარაგაულის საკრებულო 6 ივლისის სხდომას გამართავს

1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის განხილვისა და შეფასების თაობაზე მომხს:დავით კიკნაძე 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 დეკემბრის N27 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ნინო მაღლაკელიძე 3.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მომხს: აფრასიონ ლურსმანაშვილი 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N19 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთაპროფესიულ საჯარო მოხელეტა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირტა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის სესახებ“,ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: კახაბერ გოლუბიანი 5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/11 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ჯაბა ბერაძე 6.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/12 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ჯაბა ბერაძე 7. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ძალა ერთობაშია“ სახელის შეცვლისა და ფრაქცისათვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ სახელის მინიჭების შესახებ მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_4.jpg
03/07/2020 09:54

კვადოურას უბანში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, სოფელ ღორეშაში ე.წ. კვადოურას“ უბანში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაათვალიერა. "გზა ყველა სოფელს" პროექტის ფარგლებში კვადოურას უბანში ბეტონის საფარი დაიგება გზის 1 000 მეტრამდე მონაკვეთზე. სასოფლო გზის სარეაბილიტაციის სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან 165 366 ლარით დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში რეაბილიტირებული გზით 25-ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_3.jpg
03/07/2020 09:35

ხარაგაულის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის ინიციატივით მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნება

„ღია შეხვედრების“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად აგრძელებს. ამჯერად შეხვედრები მოლითის თემის ოთხ სოფელში: დეისში, მოლითში, ანიულასა და ნებოძირში გაიმართა. შეხვედრაზე ადგილობრივებმა მათი საჭიროებების და პრობლემების შესახებ ისაუბრეს. მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად გამოკვეთა საგზაო ინფრასტრუქტურისა და მგზავრობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება.მათი განცხადებით ხაშური-ზესტაფონის სამგზავრო მატარებელი ერთადერთი  იყო, რომლის საშუალებითაც მოსახლეობა გადაადგილდებოდა ახლომდებარე მუნიციპალიტეტებში. თუმცა ამ დრომდე მსოფლიო პანდემიის გამო მატარებლის აღდგენა ვერ ხერხდება. მატარებლის აღდგენამდე, მერი ნიკოლოზ თოფურიძე ადგილობრივებს მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას დაჰპირდა. შეხვედრაზე,  ნებოძირში მცხოვრებმა, 19 წლის ნათია ტალახაძემ სოფლის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი აზრით, სახელმწიფომ სოფლებს ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ ადამიანებს არ გაუჩნდეს ქალაქებში წასვლის სურვილი. მან ასევე სოფლის პრიორიტეტებზე და  ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მერის, ნიკოლოზ თოფურიძის განცხადებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, თუმცა ამ მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. კერძოდ-79 სოფლიდან 50-ზე  მეტ სოფელში დაიგო ბეტონის გზა. ასევე სხვდასხვა ფონდების დაფინანსებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს ხიდ-ბოგირების, დამცავი კედლების, ჯებირების და სხვა პროექტების მშენებლობა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/zvare.jpg
03/07/2020 09:18

ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ მაღალმთიან სოფლებში შეხვედრა გამართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე მოსახლეობასთან ღია დიალოგის რეჟიმში შეხვედრებს აგრძელებს. შეხვედრები ხარაგაულის მაღალმთიან სოფლებში ზვარეში, ნუნისსა და ჩრდილში გაიმართა. ადგილობრივებთან შეხვედრების მიზანს მოსახლეობის მხრიდან აღნიშნულ სოფლებში არსებული საჭიროებების და სოფლების წინაშე არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციის გაცნობა წარმოადგენს.  მოსახლეობა პრიორიტეტს შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციას, საექიმო ამბულატორიაში ექიმისა და ექთნის დამატებას, ასევე აფთიაქის ფუნქციონირებას ანიჭებს. შეხვედრაზე მოსახლეობამ ყველაზე მწვავედ გადაადგილების პრობლემა დააყენა. ზვარის, ნუნისისა და ჩრდილის მოსახლეობას  ხაშური-ზესტაფონის სამგზავრო მატარებლით უხდებოდათ გადაადგიილება. ამ დროისათვის, აღნიშნული ტრანსპორტი პანდემიის პირობებიდან გამომდინარე შეჩერებულია, რის გამოც მოსახლეობას გადაადგილებისთვის გარკვეული წინააღმდეგობები ექმნება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, მოსახლეობას სამგზავრო მატარებლის აღდგენამდე, პრობლემის მოსაგვარებლად სამარშუტო ტაქსის მომსახურებას დაჰპირდა, რომელის გადაადგილება კვირაში ორჯერ  ხარაგაულის მერიის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდება. ზვარის ადმინისტრაციული ერთულის მკვიდრი, რამაზ ჩაჩანიძე აღნიშნავს, რომ მაღალმთიან სოფლებში მნიშვნელოვანია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. მან ასევე, სოფელში აფთიაქის, ექიმისა და ექთნის საჭიროებაზე ისაუბრა.  ზვარის ადმინისტრაციულ ერთეულში, დღეის მდგომარეობით ე.წ კაოთისა და კოშკის უბანში მოწყობილია ბეტონის საფარი. მიმდინარე წელს კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება ნუნისის ცენტრალურ გზას. მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე აღნიშნავს, რომ მოსახლეობასთან ორმხრივი კომუნიკაცია და განსხვავებული აზრის მოსმენა მნიშვნელოვანია სოფლის პრიორიტეტების გაანალიზებასა და დაგეგმვაში. „სოფლად ცხოვრება დიდ გამოწვევებთანაა დაკავშირებული, ბოლო წლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობამ, საბავშო ბაღების ფუნქციონირებამ, სასმელი წყლის პრობლემების მოგვარებამ, მცირე სასოფლო პროექტების განხორცილებამ საგრძნობლად შეაჩერა მიგრაცია და სოფლად ცხოვრება უფრო პრიორიტეტული გახდა .“ აღნიშნა ნიკოლოზ თოფურიძემ
სრულად