სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/163595835_3043121029268383_8839274851771322716_o.jpg
23/03/2021 10:47

კობა ლურსმანაშვილმა სოფლის კრებების შემაჯამებელი შეხვედრა ჩაატარა

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, მერის წარმომადგენლებთან დღევანდელი შეხვედრა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ჩატარებული შეხვედრების შეჯამებით დაიწყო. როგორც მერმა აღნიშნა, სოფლის საერთო კრება ჩატარდა მუნიციპალიტეტის 79-ივე სოფელში, შედგა კრებების ოქმები და ყველა მცირე პროექტი უკვე აღრიცხულია მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში.  საერთო ჯამში, 2021 წელს, ხარაგაულში სოფლის პროექტებით 156 მცირე პროექტი გაკეთდება.  კობა ლურსმანაშვილმა, პროექტების დროულად და ხარისხიანად შესრულებაზეც ისაუბრა და წარმომადგენლებს ამ კუთხით მაქსიმალური კონტროლისკენ და მონიტორინგისკენ მოუწოდა. „ჩვენ წარმატებით დავასრულეთ სოფლის პროექტების შერჩევა. ახლა შემდეგ ეტაპზე გადავდივართ და დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, ვინ იქნება ინდ/მეწარმე, ვისთან ვაფორმებთ ხელშეკრულებას, რა გამოცდილება აქვს. ამის პირად კონტროლზე აყვანას ვავალებ პირველ მოადგილეს, ვარმლამ ჭიპაშვილს. ჩვენ ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოფლის პროექტებისთვის დაახლოებით 200 000 ლარამდე დავამატეთ და საერთო ჯამში მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. მოსახლეობასთან დროულად უნდა მივიდეს სიკეთე და ამავე დროს ხარისხიანად შესრულებული. სოფლის პროექტების მიმდინარეობას ორგანიზებას კვლავ დავით დევდარიანი გაუწევს და წარმომადგენლებს მათთან ექნებათ უშუალო კონტაქტი“ - აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/163593613_3043339249246561_5116785482827019117_o.jpg
23/03/2021 10:20

ვარლამ ჭიპაშვილი ხარაგაულის ორგანიზაციებში გასვლით შეხვედრებს მართავს

ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში გასვლით შეხვედრებს აგრძელებს. დღეს იგი, საკრებულოს კულტურის, განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, დავით კიკნაძესთან ერთად ა(ა)იპ სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას ესტუმრა და იქ არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.  ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, მან გაერთიანების დირექტორისგან მამუკა ჭიპაშვილისგან და თანამშრომლებისგან პირადად მოისმინა საბავშვო ბაღებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია..  „ადგილზე გავეცანი სასწავლო პროცესს, მართალია დასწრება საშუალოა, მაგრამ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. გავესაუბრეთ თანამშრომლებს, დავათვალიერეთ ინფრასტრუქტურა, მოვისმინეთ რა გამოწვევების წინაშე დგანან, რა სჭირდებათ. ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტი არის განათლება და ამიტომ ადგილობრივ დონზე ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აღსაზრდელებს უფრო მეტად კომფორტული გარემო შევუქმნათ. საბავშვო ბაღების მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, ახლახანს გავხსენით კიდევ ორი ახალი ბაღი. მე პირადად პედაგოგი ვარ და ზუსტად ვიცი რა შრომაა, რა ძალისხმევა და ენერგია სჭირდებათ მათ და როგორი პასუხისმგებლობა. კმაყოფილი ვართ მათი მუშაობით და ჩვენი მხრიდან ყოველთვის ექნებათ ხელშეწყობა. მერის დავალებაა ორგანიზაციებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გავეცნოთ და დროული რეაგირება გვქონდეს, გასვლით შეხვედრებს კვლავ გავაგრძელებთ“ - აღნიშნა ვარლამ ჭიპაშვილმა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/162661284_3042448569335629_3195886852372462053_o.jpg
22/03/2021 10:00

ხარაგაული დაუნის სინდრომის დღეს შეუერთდა

ხარაგაული დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს შეუერთდა   „ჩვენ ვაკავშირებთ“ - ეს დაუნის სინდრომის 2021 წლის მსოფლიო გზავნილია.    ჩვენი და „მზის შვილი“ მარიამი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დაუნის სინდრომის მატარებელი ყველაზე პატარა გოგონაა.   მარიამი უკვე კარგად გვიცნობს. იქ მისულებს ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ წლიდან წლამდე ამ დღეს ელოდება, უხარია.   მას ჩვენზე ერთით მეტი ქრომოსომა აქვს. უბრალოდ, გენეტიკურად შეხვდა ასე, მზემ აირჩია და იმიტომ.  ჩვენ ერთი ცის ქვეშ ვცხოვრობთ და რახან მარიამს უნდა ასე - ჩვენც მასთან ერთად მზის შვილები ვართ.   დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი ჩვენი გამოხმაურება, ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით, წელს, მარიამთან სტუმრობით გამოვხატეთ.   „მარიამ მიქიაშვილს წლებია ვიცნობ, ვიცით მისი ოჯახის სოციალური მდგომარეობა და საჭიროებები. შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ საზოგადოებაში სრულფასოვან წევრებად იგრძნონ თავი. ახლაც, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, მათ საცხოვრებელ სახლზე, გარკვეული სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. 21 მარტი სწორედ დაუნის სინდრომის მქონე პირთა მიმართ არსებული სტიგმებისა და სტერეოტიპების გამო დაწესდა. ამ დღეს განსაკუთრებით უნდა შევახსენოთ მსოფლიოს რომ მათ შეუძლიათ სრულფასოვანი ინტეგრაცია და ჰარმონიული თანაცხოვრება საზოგადოებაში. მინდა განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამ სინდორმის მატარებელი ყველა პირისადმი. ხარაგაულის მერია, ნებისმიერი მასშტაბური სოციალური აქციის, ღონისძიების თუ პროგრამის ფარგლებში ითვალისწინებს მათ და ცდილობს მათი სრულფასოვანი ცხოვრების ხარისხის ზრდას.“ - აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/161963871_2166338493501067_1515667086542022380_o.jpg
19/03/2021 09:53

შეამჩნიე - ხარაგაულის მერიამ სოციალური აქცია წამოიწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან ერთად სოციალური ხასიათის აქცია შეამჩნიე წამოიწყო. აქციის ფარგლებში ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით კიკნაძესთან და გენდერული თანასწორობის საკითხებში მერის თანაშემწე, ინგა ბერაძესთან ერთად სოციალურად დაუცველი, მცირეწლოვანი ბავშვების დედა თეა ბაკურაძე მოინახულა და მისი საჭიროებები მოისმინა. სულ მალე ის მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში, ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამის მოსარგებლე გახდება. „თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა ავიღოთ, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების მიმართ.განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ დედები, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ მათი ყოფითი ცხოვრება ცოტათი მაინც გავაუმჯობესოთ“ - განაცხადა ვარლამ ჭიპაშვილმა. „ხარაგაულში ძალიან ბევრია მარტოხელა დედა, რომელსაც სტატუსი არ აქვს, მაგრამ, მძიმე პირობებში მარტო უწევთ ცხოვრება და ოჯახის მძიმე ტვირთის ზიდვა. ამ ადამიანებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია გენდერული თანასწორობის საბჭოსთან ერთად თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში, პერიოდულად შეისწავლის ასეთი ოჯახების საჭიროებებს და შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად შეეცდება მათ დახმარება გაუწიოს“ - ამბობს ინგა ბერაძე. აქციის მიზანია შევამჩნიოთ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები და ამ ადამიანებს მათ საჭიროებებზე მორგებული სხვადასხვა სახის დახმარება შევთავაზოთ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/161293165_3038820853031734_1388765973196123441_o.jpg
18/03/2021 13:54

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოფლის საერთო კრებების ჩატარება დასრულდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საერთო კრებების ჩატარება დასრულდა. დასკვნით შეხვედრებს, რომელიც საღანძილის ადმინისტრაციული ერთეულის ექვს სოფელში ჩატარდა, ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი დაესწრო. მოსახლეობამ სოფლისთვის საჭირო მცირე პროექტები თავად შეარჩია, რომელიც პრიორიტეტულობის მიხედვით განსაზღვრა. “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 79-ივე სოფელში შედგა საერთო კრება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა 890 000 ლარი მიიღო მცირე პროექტების დასაფინანსებლად, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში იქ, სადაც ლოკალური პრობლემების აღმოსაფხვრელად გამოყოფილი თანხა არ იყო საკმარისი, მივიღეთ გადაწყვეტილება ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდეს თანხების დამატება. ეს კი, საერთო ჯამში, იმას გულისხმობს, რომ სოფლის მცირე პროექტებზე მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯება. ვფიქრობ, რომ აღნიშნული პროგრამის აღდგენა იყო სწორი გადაწყვეტილება და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი. პროექტების განხორციელება გაზაფხულზე დაიწყება და მიმდინარე წელს ყველა მათგანი დასრულდება,”-ამბობს კობა ლურსმანაშვილი. სოფლებში მოსახლეობის მიერ შერჩეული პრიორიტეტები ასე გამოიყურება: საღანძილე - 12 000 ლარი - ჭანკოტაძეების და ბაკურაძეების საუბნო გზის მობეტონება და გურგენიძეების საუბნო გზის მოხრეშვა; სხლითი - 10 000 ლარი - გზის შეკეთება კაციტაძეების და ტოროშელიძეების უბანში, ხიდის შეკეთება კაციტაძეების უბანში, სასაფლაომდე მისასვლელი გზის გაწმენდა გასწორება; ზარანი - 10 000 ლარი - წისქვილის შეკეთება და არსებული გარე განათების გაგრძელება; ვანი - 10 000 ლარი კალათოურის უბანში სასაფლაოს გზის მობეტონება და ეკლესიის უბანში გზის გაწმენდა გასწორხაზოვნება; ჯაფაროული - 10 000 ლარი - გზის გასწორხაზოვნება ქვედა უბანში და სასმელი წყლის სისტემის მოწყობა; ჩხერი - 12 000 ლარი გზის შეკეთება- მოხრეშვა, ხიდის შეკეთება მესხიშვილების და ცხოვრებაძეების უბანში.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0915.JPG
18/03/2021 13:28

ხარაგაულში პირველი ვაქცინა ექიმმა ქეთინო აბრამიშვილმა გაიკეთა

ხარაგაულის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრში, დღეს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. პირველი ვაქცინა ექიმმა ქეთინო აბრამიშვილმა გაიკეთა.  ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის გიორგი ამურველაშვილის ინფორმაციით, დღეს სპეციალურ პორტალზე ხარაგაულის სამედიცინო სფეროს 10 თანამშრომელია დარეგისტრირებული.  ხარაგაულში კოვიდ19-ის ვაქცინაციის დაწყების პროცესს პირდად ხელმძღვანელობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი, გოჩა გიორგიძე, რომელიც მოსახლეობას მოუწოდებს, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ აცრის პროცსში, რადგან კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არის ერთადერთი საშუალება პანდემიის დასამარცხებლად. ვაქცინაციის პროცესს ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორთან, შმაგი ხიჯაკაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო მერის პირველი მოადგილე, რომელიც პირადად მიადევნებს თვალს ხარაგაულში ამ პროცესის მიმდინარეობას. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში აცრები მხოლოდ რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში ჩატარდება.  ვაქცინაციის პირველ ეტაპზე მედ-პერსონალი და სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულ თანამშრომლები აიცრებიან. ვაქცინაცია კეთდება ორჯერადად (მეორე აცრა 8-12 კვირის ვადაში). აცრილ ადამიანს მიეცემა დამადასტურებელი ცნობა. COVID-19-ით ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა! ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ით ვაქცინაციას! აცრა ნებაყოფლობითია!
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0563.JPG
15/03/2021 18:02

საკრებულოს ბიურომ მორიგი სხდომა ჩაატარა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ დღეს მორიგი ხდომა ჩაატარა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე უძღვებოდა. ბიურომ განიხილა შემდეგი საკითხები:  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ. მომხს: ვლადიმერ გელაშვილი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე. მომხს: გიორგი ჭყოიძე 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე. მომხს: ზურაბ ბანცაძე 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეები“-ს სახელწოდების ფრაქცია „მოძრაობა ხარაგაულისათვის“ სახელწოდებით შეცვლის ცნობად მიღების შესახებ. მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი 5. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეები“-ს რეგისტრაციის შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 02 აპრილის N 50/11 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ. მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი 6. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N50/70 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი 7. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- მწვანეები“-ს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის ცნობად მიღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 02 აპრილის N50/12 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ. მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი 8. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივი კომისიების 2021 წლის სამუშაო გეგმების დამტკიცების შესახებ. მომხს: კომისიის თავმჯდომარეები 9.„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიკური პირობების მქონე მოქალაქეებზე და ამ წესით განსაზღვრულ სხვა პირებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ძალადაკარგულად გამოცხადების და „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი“-ს დამტკიცების შესახებ. მომხს: ნანა კიკნაძე
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0502.JPG
15/03/2021 12:14

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო

ხარაგაულის სოფელ ვერტყვიჭალაში საჯარო სკოლის სრული რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტს, რომლის ბიუჯეტი 1,6 მილიონი ლარია, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სკოლა 300 ბავშვზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში მოხდება შენობის სრული რეაბილიტაცია, მოეწყობა შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო, რეკრეაციული სივრცე და ღია სპორტული ინფრასტრუქტურა. ხელშეკრულების თანახმად, ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში სამუშაოები სექტემბერში დასრულდება და მოსწავლეები ახალ სასწავლო პროცესს კომფორტულ გარემოში დაიწყებენ. სოფელში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/160208605_5411081905599007_9162397580709502962_o.jpg
13/03/2021 17:33

საღანძილესა და ვერტყვიჭალაში ახალი საბავშვო ბაღები აშენდა

ხარაგაულის ორ სოფელში ახლი საბავშვო ბაღები აშენდა   ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ორი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, სოფელ ვერტყვიჭალაში, სადაც ძველი, ამორტიზებული შენობა იყო და სოფელ საღანძილეში, სადაც სკოლამდელი განათლების დაწესებულება არასდროს ყოფილა. ახლად აშენებული საბავშვო ბაღები, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით აშენდა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე კობა გაბუნიამ, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი შენგელიამ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს და სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს ადგილზე გაეცნენ. შენობები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია, ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. პროექტის მიხედვით, მოეწყო შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. საბავშვო ბაღებში დასაქმდა ახალი კადრები. შენობები ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან აღიჭურვა ახალი ინვენტარით და აღსაზრდელებისთვის საჭირო ყველა რესურსით. ხარაგაულის მერისგან და მაჟორიტარი დეპუტატისგან საბავშვო ბაღებს ციფრული ტექნიკა გადაეცათ. ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის, მანანა ბარბაქაძის ინიციატივით და რიკოთის ავტობანის მშენებელი ჩინური კომპანიის მხარდაჭერით, საჩუქრები მიიღეს ასევე, ვეტყვიჭალის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა. საბავშვო ბაღების პროექტების ღირებულება 1,5 მილიონ ლარზე მეტია.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/159802736_3035767596670393_3289111198934310310_o.jpg
13/03/2021 10:24

ხუნევის თემის მოსახლეობა მცირე პროექტებზე 62 000 ლარს გახარჯავს

ხუნევის თემი მეჩვიდმეტე ადმინისტრაციული ერთეულია, სადაც, დღეს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართა.  შეხვედრებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ხელმძღვანელობდა.  სოფლის საერთო კრებები ჩატარდა, ხუნევის, მაღალმთიან სოფელ გედსამანიის და ბჟინევის, ასევე ვერტყვილას და ვერტყვიჭალას მოსახლეობასთან სადაც ადგილობრივებმა შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღეს. კერძოდ   ხუნევში 16 000 ლარი რამნდენიმე მცირე პროექტზე განაწილდა - გარე განათების სისტემის გაგრძელება ორ უბანში. ეკლესიის გზის გასწორხაზოვნება, გუბათის უბანში სანიაღვრე არხის მოწყობა და გზის გაწორხაზოვნება. კოშკის უბანში თავშეყრის ადგილის მოწყობა.  გედსამანიაში - 12 000 ლარით გარე განათების სისტემის მოწყობას გეგმავენ, რიკაძეების და ჩადუნლების უბანში სანიაღვრე არხის მოწყობას და გზის გასწორხაზოვნებას, ხოლო ბლიაძეების უბანში ხიდბოგირის მოწყობას.  ბჟინევში 10 000 ლარს ორი ხიდბოგირის მოწყობასა და სოფლის ცენტრალური გზის გასწორხაზოვნებას მოახმარენ.  ვერტყვიჭალაში, რომელიც 16 000 ლარით დაფინანსდა ცენტრალურ გზაზე სანიაღვრე არხის მოწყობას გეგმავენ, ასევე, გარე განათების სისტემის მოწყობა გაგრძელდება ციცქიშვილების და გოგოლაძეების უბანში. გოგოლაძეების უბანში კი ერთი პატარა ჩიხის მობეტონება გადაწყდა. ვერტყვილას მოსახლეობა 10 000 ლარს შემდეგ პროექტებზე გადაანაწილებს: სოფლის ოთხ უბანში გარე განათების სისტემებს მოაწყობენ. ერთ უბანში საყრდენი კედელი გაკეთდება. ასევე, სოფლის საუბნო გზაზე სანიაღვრე არხის მოწყობა და გზის გასწორხაზოვნება იგეგმება.  მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, სოფელ გედსამანიასა და სოფელ ვერტყვილაში მოხდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით თანხების დამატება. კონკრეტულად კი, ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით სოფელ გედსამანიას დამატებით გამოეყო 4 000 ლარი, რომლითაც ჩადუნლების უბანში მოხდება გზის ამორტიზებული მონაკვეთის შეკეთება-მოხრეშვა, ხოლო სოფელი ვერტყვილა ასევე, დამატებით მიიღებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 000 ლარს, რომლითაც ექვსი ოჯახისთვის წყლის სათავე ნაგებობა გაკეთდება.
სრულად