სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0798.JPG
28/01/2020 17:32

ხარაგაულში ტაძრის მშენებლობის ფონდის საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა

26 იანვარს, ხარაგაულში, მაცხოვრის შობის და თორმეტი მოციქულის საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდის ინიციატივით, საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა!   საერთო ჯამში, საქველმოქმედო აქცია-კონცერტის ფარგლებში შემოწირულობის სახით შემოვიდა 24 450 ლარი. ღონისძიება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა და მასში ხარაგაულის შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობდნენ. სპეციალური მოწვევით ორი სიმღერა შეასრულა ასევე, ევროპაში სახელგანთქმულმა საოპერო მომღერალმა, წარმოშობით ხარაგაულელმა, მამუკა ლომიძემ. კონცერტის მსვლელობის დროს მოკლედ მიმოიხილეს საკათედრო ტაძრის მშენებლობის ისტორია, რომელიც 10 წლის წინ დაიწყო. გაიხსენეს მშენებლობის ფონდის აწგარდაცვლილი ხელმძღვანელი ცეზარ ბუბულაშვილი. დამსწრე საზოგადოებას და მსმენელებს ღონისძიების წამყვანებმა მიაწოდეს ინფორმაცია წლების განმავლობაში შემოწირულობების სტატისტიკისა და სამომავლო გეგმების შესახებ! მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მელქისედეკ ხაჩიძემ, რომლის ლოცვა-კურთხევითაც ჩატარდა აღნიშნული ღონისძიება, სხვადასხვა პერიოდში, ტაძრის მშენებლობაში აქტიურ მონაწილეებს სამადლობელი სიგელები გადასცა. აქცია-კონცერტს ესწრებოდნენ მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მღვდელ-მონაზვნები, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები. ასევე, სპეციალურად ამ დღისთვის, თბილისიდან ჩამოსული სტუმრები და ხარაგაულელი ბიზნესმენები, რომლებმაც ტაძრის მშენებლობის ფონდში სოლიდური შემოწირულობები გაიღეს.   
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
28/01/2020 17:09

29 იანვარს საკრებულოს ბიურო მერის ანგარიშს მოუსმენს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო, 29 იანვარს, 11 საათზე, რიგგარეშე სხდომას გამართავს! ბიუროს წევრები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მიერ, 2019 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს მოუსმენენ.  ანგარიშს ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე წარადგენს! სხდომაზე ასევე, განიხილავენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2017 – 2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის სახელმწიფო აუდიტის ანგარიშს. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, ვლადიმერ გელაშვილი კი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020  წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის თაობაზე წარადგენს საკითხს.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო მორიგ სხდომას 3 თებერვალს გამართავს!                                                                                      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gerbi.jpg
23/01/2020 18:01

ხარაგაულს თანხა არ დაუკარგავს - მერია განცხადებას ავრცელებს!

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელს დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხარაგაულს საქართველოს მთავრობის 21 იანვრის განკარგულებით 4 093 472 ლარი გამოეყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტს თანხა არ დაუკარგავს, როგორც ამის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2019 წლის ბოლოს დაკავებული 8 პროექტის დასაფინანსებელი 1 მილიონ 032 ათასი ლარი, მუნიციპალიტეტს, მთავრობის ჯერ 15 იანვრის, შემდეგ კი 21 იანვრის განკარგულებების მიხედვით, ისევ გადმოეცა. აღნიშნული თანხით კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება რვა სოფლის ცენტრალურ გზას, საერთო ჯამში 4 მილიონ 093 ათასი ლარით ხარაგაულში 20 პროექტი განხორციელდება. მიმდინარე წელს პრიორიტეტი საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ენიჭება. 2020 წელს ხარაგაულში 20 პროექტი განხორციელდება: სოფელ მოლითის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია; სოფელ ბაბში გზის რეაბილიტაცია; სოფელ წყალაფორეთში ბაღის უბნის გზის და გაბეხაძეების უბნის გზის რეაბილიტაცია; დაბა ხარაგაულში ფეხბურთის სათამაშო მოედნის რეაბილიტაცია და კალათბურთის მოედნის მშენებლობა; სოფელ ქვების გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი); ღორეშის ა/ერთეულში კვადოურის გზის რეაბილიტაცია; ბორითში გოჭოურის უბნის გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი); ჩხერის გზის რეაბილიტაცია პირველი ეტაპი; უბისა, ჭალის უბანში გზის რეაბილიტაცია და ნაპირსამაგრის მოწყობა (პირველი ეტაპი); მაქათუბანში ბოჟაძეების, გამცემლიძეების და გორგაძეების უბნის გზის რეაბილიტაცია. ვანი-სხლითის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია; ღვერკი-ხორითის დამაკავშირებელი გზა; სოფელ ჯაფაროულის გზის რეაბილიტაცია; ბორითი-ღორეშის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) კვესრევი-ამაშუკეთი; ვანი-ღუდუმექეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია; სოფელ სარგვეშის სასოფლო გზის რეაბილიტაცია (ცისკაძეების უბანი); სოფელ ფარცხნალში ბარის უბნის გზის რეაბილიტაცია; სოფელ დეისის მეორე უბნის გზის რეაბილიტაცია; სოფელ ხიდარში ჯორტების საუბნო გზის რეაბილიტაცია; სოფელ ზარანში გზის რეაბილიტაცია", - აღნიშნულია განცხადებაში.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot_2%2012.png
23/01/2020 14:33

ხარაგაულში კალათბურთის მოედანი მოეწყობა

2020 წელს ხარაგაულში კალათბურთის მოედანი მოეწყობა.  ბოლო რამდენიმე წელია ხარაგაულში წარმატებით ხორციელდება და ყოველ წელს უფრო მეტ მასშტაბებს იძენს, ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის პროექტი - ქუჩის კალათბურთი(street ball).  სპორტის ეს სახეობა ერთადერთია ხარაგაულში, რომელშიც ყველაზე მეტი ახალგაზრდაა ჩართული და ის, ზაფხულობით ორ ასაკობრივ ჯგუფში ტარდება.  გამომდინარე იქედან, რომ პროექტის ჩასატარებლად ახალგაზრდებს არ ქონდათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, გადაწყდა კალათბურთის მოედანი მოეწყოს ღია ცის ქვეშ, საფეხბურთო სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ასევე, იქნება დასასვენებელი, თავისუფალი სივრცე. კალათბურთის მოედნის მოწყობა რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება და პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე ხარაგაულის საფეხურთო მოედანს. საერთო ჯამში, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ხარაგაულში 247 505 ლარია გამოყოფილი. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0763.JPG
23/01/2020 10:13

საღანძილეში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საღანძილეში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო!  ახალი სკოლამდელი განათლების დაწესებულება იქნება თანამედროვე სტანდარტებს მისადაგებული, ორ სართულიანი შენობა, რომელიც 50 აღსაზრდელზეა გათვლილი.  საბავშვო ბაღის მშენებლობას საღანძილეში მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს, პროექტის ღირებულება 700 000 ლარია. სამუშაოები 2020 წელს დასრულდება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot_3.png
22/01/2020 17:08

ხარაგაულში 2020 წელს 20 პროექტი განხორციელდება

ხარაგაულს საქართველოს მთავრობის 21 იანვრის განკარგულებით 4 093 472 ლარი გამოეყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტს თანხა არ დაუკარგავს, როგორც ამის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2019 წელს დაკავებული 8 პროექტის დასაფინანსებელი 1 მილიონ 032 ათასი ლარი, მუნიციპალიტეტს, მთავრობის, ჯერ 15 იანვრის, ხოლო შემდეგ 21 იანვრის განკარგულებების მიხედვით, ისევ გადმოეცა. საერთო ჯამში 4 მილიონ 093 ათასი ლარით ხარაგაულში 20 პროექტი განხორციელდება. მიმდინარე წელს პრიორიტეტი საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ენიჭება. 2020 წელს ხარაგაულში 20 პროექტი განხორციელდება: ▷ სოფელ მოლითის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია; ▷ სოფელ ბაბში გზის რეაბილიტაცია; ▷ სოფელ წყალაფორეთში ბაღის უბნის გზის და გაბეხაძეების უბნის გზის რეაბილიტაცია; ▷ დაბა ხარაგაულში ფეხბურთის სათამაშო მოედნის რეაბილიტაცია და კალათბურთის მოედნის მშენებლობა; ▷ სოფელ ქვების გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი); ▷ ღორეშის ა/ერთეულში კვადოურის გზის რეაბილიტაცია; ▷ ბორითში გოჭოურის უბნის გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი); ▷ ჩხერის გზის რეაბილიტაცია პირველი ეტაპი; ▷ უბისა, ჭალის უბანში გზის რეაბილიტაცია და ნაპირსამაგრის მოწყობა (პირველი ეტაპი); ▷ მაქათუბანში ბოჟაძეების, გამცემლიძეების და გორგაძეების უბნის გზის რეაბილიტაცია. ▷ ვანი-სხლითის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია; ▷ ღვერკი-ხორითის დამაკავშირებელი გზა; ▷ სოფელ ჯაფაროულის გზის რეაბილიტაცია; ▷ ბორითი-ღორეშის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) კვესრევი-ამაშუკეთი; ▷ ვანი-ღუდუმექეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია; ▷ სოფელ სარგვეშის სასოფლო გზის რეაბილიტაცია (ცისკაძეების უბანი); ▷ სოფელ ფარცხნალში ბარის უბნის გზის რეაბილიტაცია; ▷ სოფელ დეისის მეორე უბნის გზის რეაბილიტაცია; ▷ სოფელ ხიდარში ჯორტების საუბნო გზის რეაბილიტაცია; ▷ სოფელ ზარანში გზის რეაბილიტაცია;
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0754.JPG
22/01/2020 15:45

სოფლის პროექტებისთვის ხარაგაულს 890 000 ლარი გამოეყო.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა - 2020“ იწყება! 20 იანვარს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფი და მერის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. 2020 წელს ხარაგაულმა სოფლის პროექტების დსაფინანსებლად 890 000 ლარი მიიღო. პროექტების შერჩევა მოსახლეობის მიერ ხდება და შერჩევის პროცესი 2020 წლის 1 მარტამდე უნდ დასრულდეს. დასაფინანსებელი პროექტები განსაზღვრულია და მათ შორისაა - ▪  სასმელი წყლის და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების მოწესრიგება; ▪  ნაპირსამაგრი სამუშაოები; ▪  გზების და ხიდების მოწესრიგება; ▪  გარე განათების ქსელის მოწყობა; ▪  სკოლების მიმდებარე ტერიტორიის, კულტურის ობიექტების, სპორტული ინფრასტრუქტურის, მოედნებისა და სკვერების მოწყობა და სხვა. ნუსხიდან ამოღებულია სასაფლაოების შემოღობვა და სარიტუალო სახლების აშენება-რეაბილიტაცია. საქართველოს მასშტაბით, იმერეთის რეგიონს, გამოყოფილი თანხის 18% ხვდა წილად, ხოლო იმერეთის მუნინციპალიტეტებს შორის, აღნიშნული თანხიდან ყველაზე დიდი დაფინანსება 890 000 ლარი ხარაგაულმა მიიღო. 2020 წელს სოფლის პროექტების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 40 მილიონი დაიხარჯება. შეხვედრის დროს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია კრებების ჩატარებასთან დაკავშირებით, განემარტათ კრების გადაწყვეტილების სწორად გაფორმება და საკრებულოში წარდგენასთან დაკავშირებული პროცედურებისა და ვადების შესახებ ინფორმაცია. საერთო კრებების ჩატარება ხარაგაულის სოფლებში, სავარაუდოდ 1 თებერვლიდან დაიწყება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
17/01/2020 12:49

საკრებულო წლის პირველ რიგგარეშე სხდომას მართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო, 20  იანვარს წლის პირველ რიგგარეშე სხდომას გამართავს. სხდომაზე განხილული იქნება ერთი საკითხი, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2019 წლის 19 დეკემბრის, N27 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტის  დამტკიცების  შესახებ“ ცვლილების შეტანას გულისხმობს. ცვლილების შესახებ დეპუტატებს, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვლადიმერ გელაშვილი აცნობებს.     
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0276.JPG
13/01/2020 15:18

ღორეშა-ბაზალეთის 11 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის ღორეშა-ბაზალეთის დამაკავშირებელი გზის 11 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო! საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. ფონდის დირექტორი, გიორგი შენგელია, იმერეთის მხარის რწმუნებულის მოადგილე, ბესიკ გოფოძე და ხარაგაულის მერის მოადგილე, თემურ ჩხეიძე, ღორეშა-ბაზალეთის გზაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ. დაათვალიერეს გზის 11 კილომეტრიანი მონაკვეთი, ადგილზე შეხვდნენ მოსახლეობას და მათთან ერთად გაიარეს მშენებლობის პროცესში მოსალოდნელი რისკები. აღნიშნული გზით ხარაგაულის ცენტრი, ბაზალეთი-სარგვეში-ღორეშა-უბისის გავლით ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალს დაუკავშირდება.  საერთო ჯამში, ხარაგაული-ბაზალეთი-ღორეშა-უბისას დამაკავშირებელი გზა 21 კილომეტრია, აქედან ხარაგაული-ბაზალეთის მიმართულებით 3,5 კილომეტრიანი მონაკვეთი მოასფალტებულია, ასევე რეაბილიტირებულია 6 კმ. გზა ღორეშა-უბისას მიმართულებით. ამჟამად სწორედ შუა მონაკვეთში მდებარე 11 კოლომეტრი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გაცნობებთ, რომ ზემოთ ხსენებული გზის რეაბილიტაცია ხარვეზიანი პროექტის გამო ორჯერ შეფერხდა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მომზადდა ახალი პროექტი. ტენდერი 2019 წლის ბოლოს გამოცხადდა, გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია, „კავკასუს როუდ პროჯექტი“, რომელიც საქართველოში ერთ-ერთ უდიდეს კომპანიას წარმოადგენს გზების მშენებლობის სფეროში.  კომპანია სამუშაოებს უკვე აქტიურ ფაზაში აწარმოებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზაზე ქვიშა-ხრეშოვანი ღორღის შეტანა, საჭიროების ადგილებზე ეწყობა საყრდენი კედლები. პროექტის ფარგლებში მდინარე ყარნებაზე იგეგმება ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა. გზის სიგანე იქნება 5 მეტრი, საჭიროების ადგილებზე მოეწყობა ცხაურები და სანიაღვრე არხები. გზის მთელ სიგრძეზე იქნება საგზაო მონიშვნები.   პროექტის ღირებულება 9 მილიონი ლარია, სახელშეკრულებო პირობებით, გზის მშენებლობა 2020 წლის ბოლოს დაასრულდება.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/9586caef830c.jpg
10/01/2020 10:51

ყურადღება! დასაქმების მსურველთათვის

10 იანვარს, 12 საათზე, ხარაგაულის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, დასაქმების მსურველთათვის, „აჭარა ჯგუფის“ რიგით მეორე შეხვედრა გაიმართება. „ბაკურიანი-რუმსში“, რომელიც „აჭარა ჯგუფის“ სასტუმროების ქსელია, ამ დროისთვის უკვე დასაქმებულია ხარაგაულელთა გარკვეული ნაწილი. „აჭარა ჯგუფის„ წარმომადგენლები დღევადელ შეხვედრაზე წარმოადგენენ დასაქმებულთა სტატისტიკას და დასაქმების პირობებს. ასევე, ინდვიდუალურად გაესაუბრებიან დაინტერესებულ საზოგადოებას. შეგახსენებთ, რომ ბაკურიანის „რუმსში“ მომუშავე პერსონალი უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრებელი ფართით და ორჯერადი კვებით! წარმატებებს გისურვებთ!
სრულად