სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_49.jpg
25/02/2021 11:34

1 მარტს ხარაგაულის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 1 მარტს მორიგ სხდომას ჩაატარებს.   დეპუტატები მოისმენენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული, სამანდატო, საპროცედური საკითხთა და ეთიკის კომისიის გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს. საკითხს ამავე კომისისიი თავმჯდომარე ოთარ ლურსმანაშვილი წარადგენს. ამავე სხდომაზე საკრებულოს წევრები, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს 2021 წლის  სამოქმედო  გეგმის დამტკიცების შესახებ იმსჯელებენ.  გეგმას მერის თანაშემწე გენდერული თაბნასწორობის საკითხებში ინგა ბერაძე წარადგენს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0152.JPG
25/02/2021 10:47

კიცხის თემში სოფლის კრებები ჩატარდა

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საერთო კრების ფორმატში მოსახლეობასთან შეხვედრები ხარაგაულში, კიცხის თემში შედგა. ბორის, კიცხის, იგორეთის, საქარიქედის და თეთრაწყაროს მოსახლეობამ სოფლისთვის პრიორიტეტული პროექტები განსაზღვრა. საერთო კრებების ჩატარებას ზემოთ ხსენებულ სოფლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი და მოადგილე, დავით დევდარიანი უძღვებოდნენ. ბორის და საქარიქედის მოსახლეობამ გამოყოფილი თანხით, რომელიც თითოეული სოფლისთვის 12 000 ლარით განისაზღვრა, საუბნო გზების მოხრეშვა-შეკეთება გადაწყვიტა. კიცხში 16 000 ლარს წყლის სისტემის მოწყობას და სოფლის სკვერის კეთილმოწყობისთვის მასალების შეძენას მოახმარენ. იგორეთის მოსახლეობა კუთვნილი 10 000 ლარით ასევე, საუბნო გზის შეკეთებას გეგმავს. თეთრაწყაროში კი, 12 000 ლარი წყლის სისტემის მოსაწყობად მასალების შეძენას(ავზი, წყლის მილები), წყლის სათავე ნაგებობის და სოფლის წისქვილების რეაბილიტაციას მოხმარდება. “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მორიგი შეხვედრა ლეღვნის თემში, 26 თებერვალს ჩატარდება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/asdasdgsdg44asd_1.jpg
24/02/2021 17:04

ყურადღება აუქციონი !

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების მიზნით ელექტრონულ აუქციონს აცხადებს, რომელიც 24 თებერვალს 16 საათზე დაიწყება და 1 მარტს 16 საათზე დასრულდება.   დანართი N1 ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების  პრივატიზების განმეორებითი ელექტრონული აუქციონის გამოცხადების შესახებ.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0122.JPG
24/02/2021 10:11

ზვარე, ნუნისი, ჩრდილი - ხარაგაულის მაღალმთიან სოფლებში საერთო კრებები ჩატარდა

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ხარაგაულში მოსახლეობასთან კონსულტაციები მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლებში -ზვარეში, ნუნისსა და ჩრდილში ჩატარდა. ადგილობრივებმა გამოყოფილი თანხა ურთიერთშეთანხმებით, სოფლისთვის პრიორიტეტულ მცირე პროექტებზე გაანაწილეს. “ზვარის მოსახლეობა 12 000 ლარს ჭენჭეხის უბანში გზის შეკეთება-მოხრეშვას მოახმარს. ნუნისის მაცხოვრებლები დალალიშვილების უბნის და ლუტიძის ჩიხის რეაბილიტაციას გეგმავენ, თუმცა მათ სოფელზე გამოყოფილი თანხა - 10 000 ლარი აღნიშნული პროექტისთვის არასაკმარისია. ამიტომ, ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით, რომელიც პირადად უძღვებოდა დღეს გამართულ საერთო კრებებს, ნუნისის მოსახლეობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებას მიიღებს. ჩრდილში 12 000 ლარს, წესისამებრ, თანაბრად გაიყოფენ „კოშკის“ და „კაოთის“ უბნები, რომლითაც წყლის სისტემის მოწყობას და გარე განათების მოსაწყობად მასალების შესყიდვას გეგმავენ. დღევანდელ შეხვედრებს მაღალმთიან სოფლებში ასევე, ესწრებოდა მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი. სოფლის საერთო კრებები, ხვალ, 24 თებერვალს, კიცხის ადმინისტრაციული ერთეულის 5 სოფელში ჩატარდება,”-აცხადებენ ხარაგაულის მერიაში.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/151700552_3020900988157054_6003673190874893009_o.jpg
23/02/2021 11:20

ხიდარში სოფლის პროექტებით საგზაო ინფრასტრუქტურას მოაწყობენ

ხარაგაულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საერთო კრებების ჩატარება გრძელდება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, კობა ლურსმანაშვილი, სოფელ ხიდრის მოსახლეობას საერთო კრების ფორმატში შეხვდა.  შეხვედრაზე განიხილეს საპროექტო წინადადებები, რომლებიც ხიდრის მაცხოვრებლებმა ერთმანეთთან შეთანხმებით შეიმუშავეს და 16 000 ლარი ასე გადაანაწილეს: გზების მოხრეშვა-გასწორხაზოვნება მასხარაშვილების, შარიქაძეების, გურგენიძეების, ხეცაძეების, გელაშვილების და აბანოს უბანში. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი წელს სოფლის მცირე პროექტების განსახორციელებლად 890 000 ლარით დაფინანსდა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0029.JPG
23/02/2021 11:10

ხარაგაულში სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჩატარდა

დღეს ხარაგაულის მერიაში, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჩატარდა. აქციაში მუნიციპალიტეტის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, მერიის თანამშრომლები, საკრებულოს წევრები და ხარაგაულის ა(ა)იპ-ის თანამშრომლები ჩაერთნენ. ყველა დონორს ჩაუტარდება სისხლის გამოკვლევა და კვლევების შედეგები პირადად ეცნობებათ (სისხლის ჯგუფი და რეზუსი, ჰემოგლობინის შემცველობა,სკრინინგის შედეგები აივ ინფექცია/შიდსზე, C და B ჰეპატიტებზე, ათაშანგზე.) კობა ლურსმანაშვილმა სისხლის უანგარო დონაციის საციცოცხლო მნიშვნელობაზე ისაუბრა, აქციაში მონაწილე ყველა დონორს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ გაწეული ქველმოქმედება უპირობოდ უკავშირდება სიცოცხლის შენარჩუნებას და ეს ყველაზე დიდი მადლია ადამიანების მხრიდან მოყვასისთვის გაღებული. უანგარო დონაციის აქცია ქ. თბილისის მერიის სისხლის საქალაქო სადგურის ინიციატივით განხორციელდა. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0901-Recovered.jpg
19/02/2021 17:36

ვარძიაში სოფლის პროგრამით წყლის ჭაბურღილი მოეწყობა

დღეს, სოფლის საერთო კრებას ვარძიაში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, კობა ლურსმანაშვილი ხელმძღვანელობდა.  „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ვარძია 16 000 ლარით დაფინანსდა.  მოსახლეობამ მეორე და მეხუთე უბნების წყალმომარაგებისთვის ჭაბურღილის მოწყობა გადაწყვიტა.  კობა ლურსმანაშვილმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ სიკეთეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროექტში მოსახლეობის ჩართულობაა, ისინი თავად განსაზღვრავენ რა საჭიროება დგას სოფლის წინაშე და ერთმანეთთან შეთანხმებით, პრიორიტეტულობის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებებს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0843_1.JPG
18/02/2021 18:29

სოფლის საერთო კრება ბორითის თემის სოფლებში

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოფლის საერთო კრებების ჩატარება მიმდინარეობს 17-18 თებერვალს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფლის საერთო კრებები ჩატარდა ბორითის ადმინისტრაციული ერთეულის 9 სოფელში.   კრებების ჩატარებას ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, მოადგილე დავით დევდარიანი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდნენ. გაგაცნობთ როგორ განკარგა ბორითის თემის მოსახლეობამ ადმინისტრაციულ ერთეულზე გამოყოფილი 104 000 ლარი.  სოფელ ბორითში 16 000 ლარი უბნების მიხედვით გაიყვეს. ამ თანხით მოაწყობენ გარე განათების სისტემას, საუბნო გზაზე გააკეთებენ სანიაღვრე არხებს, ორ უბანში მოხდება გზის გასწორხაზოვნება, ხოლო ერთ პატარა მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოსაწყობად მასალების შეიძენენ.  კვესრევში 10 000 ლარი ორად გაიყო. ზედა უბანში გზის მოხრეშვა და გასწორხაზოვნება გადაწყდა, ხოლო ქვედა უბანში, სადაც თითქმის შეუძლებელია გადაადგილება იქ მაცხოვრებლებმა ასევე, გზის მოხრეშვა-გასწორხაზოვნება მოითხოვეს. სოფლის კრებაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს თანხა ქვედა უბნისთვის ამ სამუშაოების შესასრულებლად საკმარისი არ იქნებოდა. მოხდა დაკავშირება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან, კობა ლურსმანაშვილთან, რომელთან კონსულტაციის შემდეგაც გადაწყ, რომ ქვედა კვესრევს დამატებით გამოეყოს 10 000 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან და პროექტი ბოლომდე ხარისხიანად შესრულდეს.  მაქათუბანში 12 000 ლარს საუბნო გზაზე სანიაღვრე არხების მოწყობას და ორ უბანში გზის გასწორხზოვნებას მოახმარენ.  უბისის მოსახლეობა ასევე, 12 000 ლარს - წყლის მილების და ავზის შეძენაში, ერთ პატარა ამორტიზებულ მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობაში და ორ უბანში გზის გასწორხაზოვნებაზე დახარჯავს.  სოფელ ციხისძირის მოსახლეობა გასულ წელს დაწყებული ბეტონის საფარის მოწყობას წელსაც გააგრძელებს და კუთვნილ 10 000 ლარს სრულად ამ პროექტს მაოხმარს.  საქასრიაში 12 000 ლარით ერთ საუბნო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობას, გარე განათების სისტემის დასრულებას და ერთ-ერთ უბანში წყალგამტარების მოწყობს აპირებენ.  ამაშუკეთში საუბნო გზის მობეტიონებაზე სრულად გახარჯავენ 10 000 ლარს.  ერეთაში 10 000 ლარით გზის გაწმენდა და 1 ტონიანი ავზის შეძენა გადაწყვიტეს.  ვაშლევის მოსახლეობამ 10 000 ლარი ორად გაყო: გაღმა ვაშლევი გზის გაწმენდით სამუშაოებს ჩაატარებს. გამოღმა ვაშლევში კი, გარე განათების სისტემა დასრულდება და მეწყერული ჩამონაშალებისგან გზის გაწმენდა მოხდება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/150902434_3018470688400084_6622762256793034204_o.jpg
18/02/2021 09:54

ვარლამ ჭიპაშვილი თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს შეხვდა

თავდაცვის ძალების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რეკრუტირების პროცესი მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის რეკრუტირების სამსახურის იმერეთის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა.  მხარეებს შორის შედგა საინფორმაციო შეხვედრა, საუბარი შეეხო ასევე თავდაცვის ძალებში დასაქმების მსურველთა საკონტრაქტო პირობებს.  მერის პირველმა მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სახით ქვეყანას ჰყავს ძლიერი თავდაცვის მინისტრი, რომელიც სათანადოდ პასუხობს ყველა გამოწვევას.  ხარაგაულში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის ძალების იმერეთის ნცენტრის წარმომადგენლები ამ სფეროში დასაქმების მსურველებსაც შეხვდნენ და დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია, კონტრაქტის პირობებზე, ანაზღაურებასა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებზე. აგრეთვე, ამომწურავი პასუხები გასცეს აპლიკანტთა მიერ დასმულ შეკითხვებს.  აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საკონტრაქტო სამსახურის დაწყების შემდეგ მოქალაქეებს შესაძლებლობა ეძლევათ, დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას.  თავდაცვის ძალებში საკონტრაქტო სამსახური ოთხწლიანია და თანამდებობრივი სარგოს ოდენობა იზრდება წოდებისა და სამხედრო სტაჟის შესაბამისად.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/151472779_552058489065369_3361433321731734156_n.jpg
17/02/2021 10:27

შეხვედრა თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებთან

თავდაცვის ძალების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რეკრუტირების პროცესი მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის რეკრუტირების სამსახურის იმერეთის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა.  მხარეებს შორის შედგა საინფორმაციო შეხვედრა, საუბარი შეეხო ასევე თავდაცვის ძალებში დასაქმების მსურველთა საკონტრაქტო პირობებს.  მერის პირველმა მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სახით ქვეყანას ჰყავს ძლიერი თავდაცვის მინისტრი, რომელიც სათანადოდ პასუხობს ყველა გამოწვევას.  ხარაგაულში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის ძალების იმერეთის ნცენტრის წარმომადგენლები ამ სფეროში დასაქმების მსურველებსაც შეხვდნენ და დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია, კონტრაქტის პირობებზე, ანაზღაურებასა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებზე. აგრეთვე, ამომწურავი პასუხები გასცეს აპლიკანტთა მიერ დასმულ შეკითხვებს.  აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საკონტრაქტო სამსახურის დაწყების შემდეგ მოქალაქეებს შესაძლებლობა ეძლევათ, დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას.  თავდაცვის ძალებში საკონტრაქტო სამსახური ოთხწლიანია და თანამდებობრივი სარგოს ოდენობა იზრდება წოდებისა და სამხედრო სტაჟის შესაბამისად.
სრულად