სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/budget-clipart-budget-management-10.png
26/08/2021 14:37

იჩქარე, წარადგინე შენი იდეა, შენი ქალაქისთვის

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ტექნიკური მხარდაჭერით ,,მონაწილეობითი ბიუჯეტის" პროექტის განხორციელება დაიწყო, საპროექტო წინადადებების წარდგენა შეგიძლიათ სპეციალური  სააპლიკაციო ფორმის  საშუალებით.      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/DSC_0032.jpg
23/08/2021 17:55

,,მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია“ ხარაგაულში 20 ათასი დოლარის ღირებულების სათემო პროექტებს განახორციელებს

,,მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია“ ხარაგაულში სათემო პროექტის განხორციელების მიზნით, 20 ათასი დოლარის ღირებულების გრანტს შემოიტანს.  პროექტის ,,მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება“  მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას დაბრუნებული მიგრანტების მდგრადი რეინტეგრაციის უზრუნველყოფის და ადგილობრივი თემების გაძლიერების მიმართულებით. ორგანიზაციის წარმომადგენელმა, პაატა შარაშენიძემ შეხვედრაზე , რომელიც მერის პირველ მოადგილესთან ვარლამ ჭიპაშვილთან და  მოადგილესთან დავით დევდარიანთან გაიმართა პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა.  ვარლამ ჭიპაშვილი: ,,ჩვენ მივესალმებით ასეთი ინიციატივების და წინადადებების შემოტანას ხარაგაულის მუნიციპალიტეტში , პროექტის ფარგლებში მოსახლეობა თავად  გადაწყვეტს  რა სახის პრობლემა დგას მათ თემში. ჩვენთვის  მნიშვნელოვანია,  მიგრანტების დაბრუნება  და მათი სოფლად დამაგრება. მერია მოახდენს პროექტების თანადაფინანსებას ტექნიკური, ადამიანური თუ ფინანსური რესურსით და საერთო ჯამში, უზრუნველვყოფთ, რომ პროგრამა მოსახლეობის ინტერესზე იყოს  მორგებული  და საბოლოდ ის შედეგი მივიღოთ, რასად მიზნად დავისახავთ."  შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთა, რომ ამ ეტაპზე სოფლებში მთავარი პრობლემა  წყალი, ჭაბურღილების მოწყობა  და წყლის სისტემის მოწესრიგებაა. პრობლემის ლეგიტიმაცია კვლევით მოხდება. კვლევა  იმ სოფლებში ჩატარდება, რომელიც საპილოტედ შეირჩა. დავით დევდარიანი:  ,,თუ  ორგანიზაციის მიერ  ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ერთ- ერთი მაღალი მაჩვენებელი  იმ პრობლემას აქვს, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, მასზე მუშაობას დავიწყებთ და შესაბამის პროექტს განვახორციელებთ. როდესაც ემიგრანტები ბრუნდებიან , მათ ელემენტარული ყოფითი პირობები არ აქვთ, მართალია ბოლო 15 წლის მანძილზე მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა , მაგრამ სოფლის დონეზე პრობლემები კვლავ რჩება.“ პროექტი - ,,მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება, პილოტური ინიციატივა მიგრანტთა დაბრუნების შერჩეულ თემებში“, დაფინანსებულია მიგრაციის განვითარების ფონდისა (IDF) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0502.JPG
20/08/2021 10:59

სოფელ სარგვეშში, ცისკაძეების უბანში, გზის რეაბილიტაციის პროექტი განახლდა

,,გაცოცხლებული_პროექტები''  სოფელ სარგვეშში , ცისკაძეების უბანში,  სასოფლო გზის რეაბილიტაცია განახლდა. მერის მოადგილე , დავით დევდარიანი სამუშაოებს მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის მოვალეობის შემსრულებელთან, ზურაბ ბანცაძესთან, ერთად ადგილზე გაეცნო. პროექტის ფარგლებში გზის 2.5 კილომეტრ მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგება. დავით დევდარიანი: ,,ცისკაძეების უბანში გზის რეაბილიტაციის პროექტი, ჯერ კიდევ 2018 წელს დაიგეგმა.პროექტის შესრულებაზე ხელშეკრულება სხვადასხვა კომპანიებთან ორჯერ გაფორმდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო სამუშაოების შესრულება ვერ მოხდა. ინფორმაციისთვის, გზის აღნიშნული მონაკვეთი წარმოადგენს საკმაოდ რთულ რელიეფს. ხარაგაულის მერიის ჩართულობის და მუშაობის შედეგად, კვლავ მოხდა პროექტის  ტენდერზე გატანა, გამოვლინდა გამარჯვეული კომპანია, რომელიც რელიეფისათვის მისადაგავებული ტექნიკით აწარმოებს სამუშაოებს.“ პროექტის ღირებულება 440 ათას 189 ლარია. სამუშაოებს შპს ,,მათე“ ასრულებს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/7d2fb746234144c4a65f0a8e7e3ecdbe_TS53XX_CS_blk_en-570.png
18/08/2021 16:52

,,პრინტერია'- სოფელ კიცხში „აწარმოე საქართველოს“  საგრანტო კონკურსის ფარგლებში ბეჭდვითი მომსახურების ოფისი იხსნება

სოფელ კიცხის მაცხოვრებელი ფერიდე ბერაძე ,,აწარმოე საქართველოს“ საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. ფერიდემ „აწარმოე საქართველოში-ს“  საგრანტო კონკურსში გასულ წელს მიიღო მონაწილეობა, კონკურსის ეტაპები წარმატებით გადალახა და  სოფელ კიცხში  ბეჭდვითი მომსახურების ოფისის შექმნისთვის გრანტი მიიღო. ფერიდე ბერაძე: ,,დაახლოებით ერთი წლის წინ გავიგე, რომ არსებობდა „აწარმოე საქართველოში-ს“ მიერ ორგანიზებული  საგრანტო კონკურსი მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარებისათვის. მე კი, ყოველთვის მინდოდა, რომ რაღაც ღირებული შემექმნა. არაფერს ვკარგავდი მონაწილეობით, და მეც, ბედი ვცადე. თავი მოვუყარე ჩემს ცოდნას და გამოცდილებას, და ყველაფერი ჩავდე ამ პროექტში- სული და გული. თუმცა, რომ არა ჩემი ოჯახის დახმარება და გვერდით დგომა, ალბათ ამ ყველაფერს ვერ შევძლებდი.             ბევრი ვიფიქრე, თუ რა შეიძლებოდა გამეკეთებინა ისეთი, რაც ჩემს სოფელს გამოადგებოდა. დავაკვირდით, რომ ჩვენს გარშემომყოფებს ხშირად ჭირდებოდათ ბეჭდვითი მომსახურება და მეც,  ამისთვის ძირითადად ზესტაფონში მივდიოდი და გაჩნდა იდეა გამეკეთებია ბეჭდვითი მომსახურების ოფისი.             დიდი იყო ჩვენი სიხარული, როდესაც დაფინანსება მოვიპოვეთ. უდიდესი შრომა ჩავდეთ, რომ ოფისისთვის დღევანდელი სახე მიგვეცა. ვეცადეთ,  ყველაფერი, კარგად და ხარისხიანად გაგვეკეთებინა. შედეგად კი, შეიქმნა „პრინტერია“.  „პრინტერია“ პირველ ეტაპზე, მომხმარებლებს სთავაზობს შემდეგ მომსახურებას:  დოკუმენტების ბეჭდვა, ასლის გადაღება, სკანირება. ფოტოსურათების ბეჭდვა გამოსახულების გადატანა ჭიქებზე, მაისურებსა და ჩანთებზე. ეტიკეტებისა და სტიკერების ბეჭდვა. ,,პრინტერია“ ოფიციალურად უახლოეს დღეებში გაიხსნება და მომხმარებელს ძალიან ბევრ სიახლეს ჰპირდება.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/aaaaaasScreenshot_2.jpg
18/08/2021 15:22

ხარაგაულის მერია 23 სოფელში გზების რეაბილიტაციაზე ტენდერს აცხადებს

  მერის მოადგილის, დავით დევდარიანის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია 23 სოფელში, გზის ყველაზე რთული მონაკვეთების რეაბილიტაციის მიზნით ტენდერს აცხადებს. დავით დევდარიანი: ,,ტენდერების გამოცხადება ეტაპობრივად მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში დასრულდება. საერთო ჯამში აღნიშნულ სამუშაოებზე 182 ათასი ლარი დაიხარჯება. ეს გზის ის რთული მონაკვეთებია ,  სადაც გზის მოსწორება და ღორღოვანი გრუნტით შევსება მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს." ტენდერი უკვე გამოცხადდა ვარძიის, კიცხის, წყალაფორეთის, ხიდრის  და ხევის საუბნო გზების რეაბილიტაციაზე. ტენდერი 31 აგვისტოს დასრულდება.                                                                             გამარჯვებულ კომპანიას, სამუშაოების შესასრულებლად,  ხელშეკრულების გაფორმებიდან, 28 კალენდარული დღე აქვს.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/DSC_0413.JPG
17/08/2021 10:35

მესამე საჯარო სკოლის სახურავს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ხარაგაულის მერიამ  დაბის მე-3 საჯარო სკოლის სახურავის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვაზე  ტენდერი გამოაცხადა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სკოლის სახურავზე  პარაპეტების, წყალშემკრები მილების, ძაბრების და საკვამურზე თუნუქის შეცვლა. ასევე მოხდება სკოლის შენობის მთელ პერიმეტრზე არსებულ სარინელზე წყალშემკრების მოწყობა, რითაც მოხდება სახურავიდან ჩამოდენილი წყალის შეკრება და გზის პირას არსებულ არხისკენ მიმართვა - ვკითხულობთ დოკუმენტაციაში.  პროექტის ღირებულება  35 ათას 783 ლარი გახლავთ.   
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/DSC_0378.JPG
16/08/2021 18:06

ბიუროზე საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის ანგარიში მოისმინეს

დღეს საკრებულოს თავმჯდომარის , მანანა ბარბაქაძის ხელმძღვანელობით, ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომას მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა.  სხდომის მთავარი თემა ფინანსები და  მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის გაწეული საქმიანობის შესახებ წარმოდგენილი ანგარიში გახლდათ. ვლადიმერ გელაშვილმა აღნიშნა, რომ მიმდინარე 6 თვე საფინანსო სამსახურის მუშაობა, უფრო მობილური და შედეგიანი იყო. ,,ეს ბიუჯეტის შესრულებასა და მის პარამეტრებშიც ჩანს. მზადა ვარ საკრებულოს სხდომაზე ანგარიშთან დაკავშირებით არსებულ კითხვებსა და შენიშვნებს ვრცლად ვუპასუხო - განაცხადა სხდომაზე საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა.   მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი: ,, საფინანსო - საბიუჯეტო სამსახური ნამდვილად მუშაობს, მაგრამ მათი ეფექტურობა კვლავ გასაზრდელია. სამსახური აქტიურად ურთიერთობს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, მათ შორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან, ორმხრივი თანამშრომლობით, საბიუჯეტო ცვლილებებთან დაკავშირებით, არაერთი სამართლებრივი აქტი და ანგარიში მომზადდა. საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურმა წლიური ანგარიში აუდიტის რეკომენდაციების გათვალისწინებით წარმოადგინა. მერიამ, საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის მუშაობით, შეძლო, რომ საანგარიშო პერიოდში გაგვეთვალისწინებინა სახელმწიფო აუდიტის რეკომენდაციები საწვავთან და წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებით. შემუშავდა სამართლებრივი რეგულაციები, რაც გაწერს ხარჯვის წესს, რათა ხარჯვა იყო კანონიერი და დასაბუთებული.აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ნამდვილად გამოვყოფდი ბოლო 6 თვის მონაცემებს, როდესაც საბიუჯეტო სახსრები მკვეთრად გაიზარდა ინფრასტრუქტურის და სოციალური მიმართულებით. ვრეაგირებდით მუნიციპალიტეტის საკრებულოდან წამოსულ მოთხოვნებზე და ამაში საფინანსო სამსახური აქტიურად იყო ჩართული. სამსახური გაატიურდა საანგარიშო პერიოდში ინვენტარიზაციის პროცესთან დაკავშირებით.მოგეხსენებათ , რომ ეს არის საფინანსო - საბიუჯეტო და ეკონომიკის სამსახურის ერთობლივი მუშაობის შედეგი. ჩვენ ამ კუთხით ერთად ვდგამთ ნაბიჯებს. არის საკითხები , რომელზედაც კიდევ ვმუშაობთ, ამ ეტაპზე გამოწვევაა ჩვენთვის და აქტიური მუშაობით მასაც დავძლევთ." სხდომაზე საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ პავლე კიკალიშვილმა აღნიშნა, რომ კომისიის მუშაობის და ჩართულობის შედეგად  პროგრამული ბიუჯეტის დანერგვის მხრივ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, 2021 წლის ბიუჯეტში გარკვეული პროგრესი აქვს. 6 სექტემბრის საკრებულოს სხდომის  საკითხთა ნუსხა  ასე გამოიყურება: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს:პავლე კიკალიშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: ვლადიმერ გელაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N19 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“. ცვლილების შეტანის თაობაზე სხდომა 6 სექტემბერს  10 საათზე გაიმართება.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/12888680_1006213846137901_2347999085059095340_o.jpg
16/08/2021 17:03

ბორის სკოლაში სველი წერტილების მოწესრიგებაზე ტენდერი გამოცხადდა

ხარაგაულის მერიამ სოფელ ბორის საჯარო სკოლის საძინებელი კორპუსის სველი წერტილების რეაბილიტაციის მიზნით სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 15 ათას 887 ლარს შეადგენს. ტენდერი 23 აგვისტოს დასრულდება.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/DSC_0408.JPG
16/08/2021 13:08

ხარაგაულის მერიამ 19 სოფელში წყლის რეზერვუარების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის მერიამ 19 სოფელში სასმელი წყლის ავზების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც ბიუჯეტიდან  46 ათას 355 ლარი არის გათვალისწინებული. სოფლებში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის მიზნით ტენდერი გამოცხადდა ასევე პოლიეთილენის მილების შეძენაზე. 73 ათასი ლარის ღირებულების მილი, სოფლებში საჭიროების მიხედვით გადანაწილდება. ხარაგაულის მერის მოადგილის, დავით დევდარიანის ინფორმაციით, მერია აქტიურად გეგმავს მიწისქვეშა წყლების მოძიებას და ჭაბურღილების მოწყობის გაგრძელებას,    რომ მოსახლეობის წყალმომარაგების საკითხები გააუმჯობესოს  იქ, სადაც  ამ კუთხით ყველაზე მწვავე პრობლემა დგას. დავით დევდარიანი: ,,ჩვენგან დავალება მიეცათ  წარმომადგენლებს, რომ სოფლებში წყალთან დაკავშირებული  ყველაზე პრობლემური საკითხები შეესწავლათ. სწორედ მათ მონაცემებზე დაყრდნობით დაიგეგმა პოლიეთილენის მილებისა და წყლის ავზების შეძენა, რომლებიც ლოკალურად მოაგვარებს ამჟამად ადგილზე არსებულ სასმელი წყლის პრობლემებს. როგორც მოგეხსენებათ ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხუთ ლოკაციაზე მიმდინარეობს ჭაბურღილის მოწყობა. ეს ლოკაციებია ლახუნდარა , სადაც ორი ჭაბურღილი კეთდება, ასევე წყალაფორეთი, ვარძია , ზედუბანი. ვინაიდან ბუნებრივი მოვლენების გამო წყლის დებეტი თითქმის ყველგან შემცირებულია, ჩვენ ალბათ წავალათ იმ გზით, რომ იქ სადაც ყველაზე მწვავე პრობლემებია მიწისქვეშა წყლები მოვიძიოთ." სასმელი წყლის სისტემის მოსაწყობად საჭირო პლასტმასის, ვერტიკალური, ორ შრიანი (გარედან ლურჯი შიგნიდან თეთრი) ავზები 19 სოფელში გადანაწილდება. ეს სოფლებია: 1.ზვარე  - 2 -0.22 ტონიანი ; 2 -3 ტონიანი; წიფა - 1 – 0,5 ტონიანი; 1 – 2 ტონიანი; ბაზალეთი - 3 – 1 ტონიანი ; 1 – 5 ტონიანი; ბორითი - 5- 1 ტონიანი; კიცხი - 3 – 1 ტონიანი ; 2- 2 ტონიანი; ლაშე - 1 – 1 ტონიანი ; 1 – 2 ტონიანი; ლეღვანი - 2 -1 ტონიანი ; 2 – 3 ტონიანი; სარგვეში - 1 – 1 ტონიანი; 1 – 3 ტონიანი; ფარცხნალი - 2 – 1 ტონიანი; ღორეშა - 1 – 1 ტონიანი; 1 – 2 ტონიანი; ღორეშა - 1 – 3 ტონიანი; თეთრაწყარო - 1 – 3 ტონიანი; 1 – 5 ტონიანი; ქვები - 1 – 2 ტონიანი; ხევი - 2 – 2 ტონიანი; 2 – 3 ტონიანი; ნადაბური - 1 - 3 ტონიანი ; 3 – 5 ტონიანი; საღანძილე - 4 – 3 ტონიანი; გოლათუბანი - 1 – 3 ტონიანი; ვარძია - 1 – 5 ტონიანი; საღანძილე - 1 – 10 ტონიანი; წყალაფორეთი 3 – 10 ტონიანი; ტენდერი 13 აგვისტოს გამოცხადდა და 25 აგვისტოს დასრულდება. სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ ავზების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_67.jpg
14/08/2021 13:33

ხარაგაულის სოფლებში ნარჩენების შეგროვებისთვის დამატებით 102 ურნა განთავსდება

ხარაგაულის ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებამ ნარჩენების შეგროვებისთვის ახალი 102  ურნა შეიძინა. ვარლამ ჭიპაშვილი: ,,გამოვყავით მიზნობრივი დაფინანსება  50 ათასი ლარი,რომ სოფლებში განთავსების მიზნით, ახალი ნაგვისურნები შეგვეძინა. ვფიქრობთ, მოსახლეობა კმაყოფილია ,,დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ მუშაობით. ხარაგაულის მერია კიდევ შეძლებს დამატებით თანხების მობილიზებას ,ურნების ახალი პარტიის შესაძენად,  რადგან ის რესურსი , რაც გვაქვს საკმარისი ნამდვილად არ არის. გარემოს დაცვა ჩვენი ერთ ერთი მთავარი საზრუნავი და პრიორიტეტია და შესაბამისად მოსახლეობისთვის ამ ტიპის სერვისის მიწოდება და გაუმჯობესება ჩვენი ვალდებულებაა. ბესო კვირიკაშვილი: კონსოლიდირებული ტენდერით შევიძინეთ 102 ცალი ურნა, რომელიც ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გადანაწილდება. ვფიქრობ, ჩვენი მომსახურების არეალს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 50 ახალი წერტილი დაემატება. ურნები დაიდგმება იქ სადაც ქაოტური ნაგავსაყრელები გვაქვს, ასევე ახალი წერტილები გაჩნდება იმ სოფლებში, სადაც ბეტონის გზა გაკეთდა. მოხდება ძველი ურნების ჩანაცვლებაც, ნაწილი  დაემატება იმ უბნებში , სადაც მოსახლეობის მხრიდან გვაქვს მოთხოვნა.
სრულად