სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghjkvbbn.jpg

მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა

13 მარტს ხარაგაულის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ პირველი შეხვედრა გამართა.
სხდომა მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ გახსნა და აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია საბჭოს თითოეული წევრის აზრი და მათთან ერთად მუშაობა უფრო საინტერესო და ნაყოფიერი იქნება. 
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საბჭოს წევრები გაეცნენ დებულებას და შეიმუშავეს ის ძირითადი რეკომენდაციები, რაზეც მომავალ სხდომებზე იმსჯელებენ. 
მრჩეველთა საბჭოს რიგით პირველ სხდომაზე წევრებმა ხმათა უმრავლესობით საბჭოს თავმჯდომარედ - ლალი სებისკვერაძე, ხოლო საბჭოს მდივნად - მარიკა ხარატიშვილი აირჩიეს. 
მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა ასე გამოიყურება: ლალი სებისკვერაძე, მარიკა ხარატიშვილი, რამაზ ბლუაშვილი, შოთა ხარატიშვილი, ხათუნა მანჯავიძე, მარინა გოგია, ქეთევან ჩაჩანიძე, გიორგი ბარბაქაძე, გიორგი მუხურაძე, შოთა გოლუბიანი, შალვა ჩხეიძე.
საბჭოს საქმიანობის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა. იგი შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოთხოვნის შესაბამისად. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სარეკომენდაციო ხასიათისაა და სავალდებულო ძალა არ აქვს.

ნანახია: 3156 - ჯერ