სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/258008366_190401586622095_4177537324181226458_n_2.png
24/11/2021 11:50

ხარაგაულის საკრებულოს სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს

ხარაგაულის საკრებულოს სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს   ხარაგაულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გელაშვილის განმარტებით, კოვიდ პანდემიის გამო შექმნილი აუცილებლობიდან გამომდინარე აუცილებელია ბიუჯეტში 30 000 ლარის მობილიზება. კერძოდ, ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ესაჭიროება -4 000 ლარი მოქალაქეთა ვაქცინაციისა და დატესტვის ტრანსპორტირების ხარჯებისთვის.    ა(ა)იპ სათნოების სახლს-14 000 ლარი, ბენეფიციართა გაზრდილი რაოდენობის კვებისთვის, კოვიდინფიცირებულ ბენეფიციართა ბინაზე მომსახურების, სადიზინფექციო საშუალებების და კომუნალური ხარჯების გასაწევად. 12 000 ათასი ლარი საჭიროა სარეზერვო ფონდის შესავსებად.   ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიას უფლებამოსილების განსახორციელებლად ესაჭიროებათ ახალი ავტომობილების შეძენა, ვინაიდან ავტომობილები, რომლებიც ამჟამად ექსპლუატაციაშია ამორტიზირებულია და მათ მოვლაზე, შეკეთებაზე და სათადარიგო ნაწილების შეძენაზე უკვე მერამდენე წელია ყოველწლიურად იხარჯება დიდი ოდენობით თანხები. ავტომობილების შესაძენი 150,0 ათასი ლარის ხარჯის გასაწევად შესაძლებელია გამოყენებული იქნას მიმდინარე 2021 წელს სანებართვო მოსაკრებლების გეგმის გადაჭარბებით შესრულებით მიღებული დამატებითი შემოსავალი 80,0 ათასი ლარის ოდენობით, არაფინანსური აქტივების კლებიდან (პრივატიზაცია) მიღებული შემოსულობები 30,0 ათასი ლარის ოდენობით და სოფლის მხარდამჭერ პროგრამაში საკუთარი საბიუჯეტო სახსრებით გასაწევი პროექტების ეკონომია 40,0 ათასი ლარის ოდენობით. 75,0 ათასი ლარი მიმართული იქნას საკრებულოს და 75,0 ათასი ლარი მერიის ავტომობილის შესაძენად. აღნიშნულიდან გამომდინარე ,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი - შემოსულობების ნაწილში 17 911,8 ათასი ლარი გაიზრდება 110,0 ათასი ლარით და განისაზღვრება 18 021,8 ათასი ლარი. - გადასახდელების ნაწილში 21 795,4 ათასი ლარი გაიზრდება110.0 ათასი ლარით და განისაზღვრება 21 905,4 ათასი ლარით. ხარჯების დასაფარავად გამოყენებული საბიუჯეტო სახსრების ნაშთი უცვლელია და განისაზღვრება 3 383,6 ათასი ლარით -" ვკითხულობთ მოხსენებით ბარათში.    საკითხი მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა წარადგინა.     აღნიშნულ საბიუჯეტო ცვლილებას დღეს მხარი საკრებულოს უმრავლესობამ დაუჭირა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Untitled%20design1.jpg
24/11/2021 11:02

ხარაგაულის ხედებით მოხატული 150 - ზე მეტი მხატვრული ტილო თბილისში გამოიფინება

პლენერ ,,გამას“ ფარგლებში  შესრულებული 150 - ზე მეტი ნამუშევარი დედაქალაქში მრავალრიცხოვანი დამთვალიერებლის წინაშე წარსდგება. გამოფენას  გალერეა ,, Silk Factory Studio “ , აბრეშუმის გალერეა" უმასპინძლებს. გამოფენის გახსნას დაესწრება ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს  ხელშეწყობით რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი მხატვრებისთვის  პლენერ გამას უკვე  ექვსი წელიწადია ატარებს. ყოველ წელს , ხარაგაულში პლენერს ცნობილი მხატვრები საქართველოს ყველა კუთხიდან სტუმრობენ. ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია, საკრებულო და რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი მოუთმენლად ელოდება  ხარაგაულზე შეყვარებულ ყველა ადამიანს გამოფენაზე. რაც მთავარია, მათ  ელოდებათ მუზად ქცეული ხარაგაული” - აცხადებს იზა ვეფხვაძე, რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის დირექტორი და პლენერ ,,გამას“ იდეის ავტორი. გამოფენა " მუზად ქცეული ხარაგაული", 30 ნოემბერს, საღამოს 6.00 საათზე გაიხსნება. მისამართი: მერაბ კოსტავას 59.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0060.JPG
22/11/2021 11:23

ხარაგაულის ოთხი სკოლა ონლაინ სწავლებაზე რჩება

დღეს ხარაგაულის საჯარო სკოლებსა და ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა. ხარაგაულის საგანმანათლებლო  რესურსცენტრის უფროსის, მარინა ვეფხვაძის ინფორმაციით, ხარაგაულში დისტანციურ სწავლებაზე რჩება  ვახანის, წყალაფორეთის, ნადაბურისა და ლაშის საჯარო სკოლები. ასევე დისტანციურ სწავლებაზეა ბორითის საჯარო სკოლის მესამე კლასი. „ ჩვენთის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ბავშვისა და მასწავლებლის ჯანმრთელობა. სკოლებში ინფიცირებასთან დაკავშირებით ინფორმაციებს ყოველდღიურ რეჟიმში ვეცნობით  და საჭიროების შემთხვევაში სკოლის დირექტორებთან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის  სამსახურთან შეთანხმებით  ვიღებთ  სკოლების  დისტანციურ სწავლებაზე გადაყვანის გადაწყვეტილებას. სამინისტროს კი ყოველ ხუთშაბათს ვაწვდით ინფორმაციას სკოლებში ეპიდ-მდგომარეობასთან დაკავშირებით. “ ხარაგაულის საჯარო სკოლებში დაცულია  ყველა რეკომენდაცია, რაც განპირობებულია ამ დროისთვის არსებული ეპიდ-ვითარებით.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/258606743_441192164271269_5420829467637646028_n.jpg
21/11/2021 17:07

კობა ლურსმანაშვილი: ხუნევის ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის 619 ათას 170 ლარი გამოიყო

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით,  ,,2020 – 2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“  ფარგლებში ხუნევის ბაღის მშენებლობისთვის თანხა ოფიციალურად გამოიყო. პროექტის ღირებულება 619 170 ლარია. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი: ,,ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის დროს ხარაგაულში 8 საბაშვო ბაღი დაგვხვდა. აქედან 7 ბაღის რეაბილიტაცია განხორციელდა. ხუნევის საბავშვო ბაღი არის ერთადერთი ძველი შენობა , რომელიც შემოგვრჩა და რომლის ადგილზეც   ,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში სრულიად ახალი ბაღი აშენდება.  ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხარაგაულში  12  საბავშვო ბაღი აშენდა . სულ მალე, მათ ხუნევის საბავშვო ბაღი შეემატება.“ ,,ხუნევის თემი ხუთ სოფელს აერთიანებს , აქედან ორი გედსამანია და ბჟინევი  მაღალმთიანი სოფელია.  სოფელ ხუნევში მდებარე საბავშვო ბაღის შენობა ბავშვების სწავლა-აღზრდისთვის საშიშს წარმოადგენდა , დარღვეული იყო უსაფრთხოების ყველა ნორმა , სწორედ ხარაგაულის მერის, საკრებულოს თავმჯდომარის და მაჟორიტარი დეპუტატის ერთობლივი ძალისხმევის და ყურადღების შედეგია, ის რომ  ხუნევში  თანამედროვე ტიპის საბავშვო ბაღი აშენდება.ამჟამად ბაღში 25 ბავშვია , კონტიგენტი მზარდია.- აცხადებს ხუნევის მაჟორიტარი დეპუტატი, ლენა აბაშიძე. ახალი საბავშვო ბაღი 30 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი. ხარაგაულის მერია სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. 2022 წელს, ხუნევს ახალი საბავშო ბაღი ექნება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/258008366_190401586622095_4177537324181226458_n_1.png
19/11/2021 18:49

22 ნოემბერს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

ორშაბათს, 22 ნოემბერს, 11 საათზე ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება. სხდომაზე, ბიუროს წევრები 2021 წლის ბიუჯეტში  ცვლილების შეტანის  შესახებ იმსჯელებენ.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/DSC_0897.JPG
18/11/2021 13:33

საპატიო ხარაგაულელი, ცნობილი ფერმწერი, გრაფიკოსი და პედაგოგი, ლევან ცუცქირიძე გარდაიცვალა

2016 წელს ლევან ცუცქირიძეს ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ხელოვნების ქურუმის წოდება მიენიჭა. მის მიერაა მოხატული თბილისის სიონის საკათედრო ტაძარი, ილუსტრირებული აქვს არაერთი წიგნი.  ლევან ცუცქირიძის ნამუშევრები საქართველოს ხელოვნების მუზეუმსა და  არაერთ კერძო კოლექციაშია დაცული. მხატვრის ნამუშევრები ინახება, ასევე, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე: ,,დიდი მხატვარი  და დიდი პიროვნება, საპატიო ხარაგაულელი ლევან ცუცქირიძე გარდაიცვალა. მისი სახელი უკვდავია ქართულ ხელოვნებაში. მისი პატივისცემით და სიყვარულით შეიქმნა ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში  შესანიშნავი გალერეა, რომელზედაც მრავალი თაობა გაიზრდება. ეს უანგარო მაგალითი მშობლიური მხარის  სიყვარულისა კი, დარჩება ხარაგაულის ისტორიაში , როგორც  სიყვარულის, პატრიოტიზმის და პატივისცემის უდიდესი გამოხატულება.“ საპატიო ხარაგაულელის წოდება ლევან ცუცქირიძეს 2017 წელს მიენიჭა. სამარადისო ხსოვნა ხელოვნების დიდ ქურუმს ლევან ცუცქირიძეს.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo%20Hall.png
17/11/2021 20:29

გიწვევთ ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაზე

მიმდინარე წლის 24 ნოემბერს 12 საათზე, ადმინისტრაციული შენობის მე-3 სართულზე მოხდება ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა. (მისამართი დ. ხარაგაული 9 აპრილის ქუჩა #15). იხილეთ: ხარაგაულის მუნიციპალუტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განმარტებითი ბარათი და პრიორიტეტების დოკუმენტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  დაიწყო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2022 წლის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტის განხილვის ადმინისტრაციული წარმოება. პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტის პროექტი განსახილველად გადაეცა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოქმედ კომისიებსა დაფრაქციებს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ -დასკვნის, ხოლო საკრებულოს სხვა კომისიებმა, ფრაქციებმა, საკრებულოს წევრებმა და საკითხით დაინტერესებულმა სხვა პირებმა და ორგანიზაციებმა - წინადადებები, შენიშვნები და შეფასებები  საკრებულოს აპარატში  არაუგვიანეს, მიმდინარე წლის 24 ნოემბრისა უნდა წარმოადგინონ.      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/257524732_422181582845962_5958487872807517598_n.png
16/11/2021 17:42

როგორია 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი აქცენტები

ხარაგაულის მერიამ  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი წარუდგინა.  სხდომას ესწრებოდა  მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი და მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, ვლადიმერ გელაშვილი. ვარლამ ჭიპაშვილის განცხადებით, 2022 წლის ბიუჯეტში კვლავ პრიორიტეტად რჩება  ინფრასტრუქტურა, სოციალური მიმართულება, განათლება და კულტურის  სფერო. ,, თითოეული პროექტი, რომელსაც ბიუჯეტში განვსაზღვრავთ  მოსახლეობის ინეტერესებზე იქნება მორგებული, სადაც მაქსიმალურად იქნება მათი მოსაზრებები გათვალისწინებული. მერის , კობა ლურსმანაშვილის გადაწყვერტილებით, გაიზარდა სოციალური ხარჯები. ბიუჯეტის პროექტში სოციალურ სფეროზე უპრეცედენტო თანხებს, მილიონ ხუთასი ათას ლარამდე, ვითვალისწინებთ.  დამატებითი თანხები ჩავდეთ ასევე  სასმელი წყლის რეაბილიტაციის მიზნით. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში  სოფლებში ჭაბურღილები მოეწყობა. 2022 წელს ხარგაულის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი გახლდათ ,,მონაწილეობითი ბიუჯეტი“, რომელიც 150 000 ლარით დაფინანსდა ,  პროექტის ფარგლებში მოსახლეობამ თავად შეარჩია პრიორიტეტული პროექტები, რომლის ფარგლებში შვიდი პროექტი განხორციელდება და ეს პროექტები უკვე ასახულია 2022 წლის ბიუჯეტში. ასევე გაზრდილია თანხები სხვადასხვა მიმართულებით და ამ მხრივ პროგრესია წინა წლებთან შედარებით. მინდა აღვნიშნო, რომ მერმა და მერიის სამსახურებმა სრული დატვირთვით იმუშავეს. სამუშაო ჯგუფში ჩართვის საშუალება ჰქონდა ყველა სამსახურს, პოლიტიკური თანამდებობის პირს და  საკრებულოს წარმომადგენელს.” მერის პირველი მოადგილე,ვარლამ ჭიპაშვილი  მოსახლეობას, საკრებულოს წარმომადგენლობას და ოპოზიციური პარტიების წევრებს მოუწოდებს  აქტიურად ჩაერთონ ბიუჯეტის პროექტის  განხილვაში. ,,მოსახლეობაში გასვლა პანდემიის პირობების გათვალისწინებით შესაძლებელია გაჭირდეს, თუმცა შესაძლებელია მოგვმართონ წერილობით, მოვიდნენ მერიაში, ან მოგვწერონ ონლაინ, ყველას მოვუსმენთ. ველოდებით მოსაზრებებს , რომელიც იქნება დასაბუთებული. მზად ვართ აქტიური თანამშრომლობისთვის, გამოვცხადდეთ კომისიების, ბიუროსა და საკრებულოს სხდომაზე და გავცეთ პასუხები.  მოვუწოდებ ყველას, მათ შორის ოპოზიციასაც ჩაერთონ პროექტის განხილვაში, დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები, რომ არ იყოს დაუსაბუთებელი, არასამართლებრივი პრეტენზიები სხვადსხვა საბიუჯეტო საკითხთან და პროექტებთან დაკავშირებით. ყველამ ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, ყველა ერთად ვართ პასუხისმგებელი ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში მოსახლეობის წინაშე. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე." თავმჯდომარის, მანანა ბარბაქაძის განმარტებით, ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულოს კომისიებს და ფრაქციებს დაევალათ.    ბიუჯეტის პროექტს და პრიორიტეტების დოკუმენტს შეგიძლიათ გაეცნოთ ხარაგაულის ვებ გვერდზე Kharagaulinews.gov.ge 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი  2022-2025 წლების პირველადი პრიორიტეტების დოკუმენტი პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტის განხილვის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/123.jpg
16/11/2021 15:38

ხარაგაულის დევების ,,ახალი სიცოცხლე“

იმერეთის სამხარეო საკონსულტაციო საბჭომ ,,დევების''  რეაბილიტაციის პროექტი მოიწონა. პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში 282 000 ლარით დაფინანსდება.  ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით , ხარაგაულის დევების ტერიტორიაზე ახალი რეკრეაციული ზონა შეიქმნება.  ,,პროექტის ფარგლებში ჩვენ  ხარაგაულის დევების განახლებული მონუმენტი გვექნება. განახლდება მიმდებარე სკვერი, გაიზრდება რეკრეაციული ზონა, გაკეთდება მანქანების სადგომი და განათების ახალი სისტემა. ასევე, ხელნაკეთი ნივთებისთვის შესაბამისი სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება რეგულარულად ან ღონისძიებების დროს მოხდეს ადგილობრივი ნაწარმის რეალიზება.  დევები ხარაგაულისთვის, სავიზიტო ბარათია. ეს არის ადგილი, რომელიც წარსულიდან მოყოლებული, ახსოვს ყველას სტუმარს.  რამდენჯერმე მოხდა მისი რეაბილიტაცია, მაგრამ ასე კომპლექსურად,  რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, არასდროს მომხდარა. კობა ლურსმანაშვილი  განმარტავს , რომ დევებს ცაშეკრულას კანიონისა და ხანდების მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია მოჰყვება.  ,,იდეაშია, რომ დევების გამოქვაბულიდან ხანდების, ცაშეკრულას კანიონის და დევების მონუმენტის ჩათვლით ერთიანი  სარეკრეაციო ზონა მივიღოთ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი სარგებლობს იმ შეთავაზებებით, რომელთაც საპილოტე პროგრამის სახით აკეთებს საქართველოს მთავრობა და ცხადია ეს შესაძლებლობა გაალამაზებს და  ბევრად უკეთესს გახდის ხარაგაულს.“  ხარაგაულის მერი აცხადებს , რომ მომავალი წელი ხარაგაულისთვის კიდევ უფრო მეტი სიახლეების მომტანი იქნება.  ,, მას შემდეგ რაც წყალარინების სამუშაოები დასრულდება, დაბა ხარაგაულში   საგზაო ინფრასტრუქტურა აღდგება,  ასევე  პრემიერ მინისტრის,  ირაკლი ღარიბაშვილის ინიცირებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ჩვენ მივიღებთ სრულიად განახლებულ შენობებს და  ახალი წელს  ჩვენს მოქალაქეებთან ერთად განახლებული ხარაგაულით შევხვდებით.”        
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdjjkasjdfjajsfjakskfjaskfjaskfjaksfjaksfjaksfjs.jpg
16/11/2021 10:47

დღეს ხარაგაულში შეგიძლიათ პფაიზერით აიცრათ

დღეს 16 ნოემბერს, ხარაგაულში შესაძლებლობა გექნებათ აიცრათ კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით პფაიზერით.  13 საათზე, ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრში ვაქცინაციას განახორციელებს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს გამსვლელი  ამცრელი ბრიგადა.  
სრულად